ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, თბილისის მერი, კახა კალაძე, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ ’’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახის წევრები.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უახლესი მონაცემებით დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეზე მეტია. მათგან უხუცესი კი თბილისის მკვიდრი, 1922 წელს დაბადებული მარიამ ბეჟაშვილია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81- ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი_1000 ლარს.
მეორე მსოფლიო ომი, ფაშისტურ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან, 20 მილიონი _ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ომში, 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი _ 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.
ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი, 1941 წლის 21 ივნისს დაიწყო. საქართველოდან, ამ ომში, 700 000 - მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა; მათ შორის, ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც; ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დასამარცხებლად, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; ყველაზე მეტი - 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა.
მეორე მსოფლიო ომი, 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 11:08
მსოფლიო
Bloomberg: SpaceX-ის აქციები გაიაფდა. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის
Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.
24 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობა: გზების ბლოკირება საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას
აშშ-ის, არგენტინის, ბოლივიის, კანადის, ჩილეს, კოსტა-რიკის, დომინიკის რესპუბლიკის, ეკვადორის, სალვადორის, გვატემალის, გაიანის, ჰონდურასის, იამაიკის, პანამის, პარაგვაისა და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.
24 ივნისი 2026, 11:01
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
24 ივნისი 2026, 10:56
პოლიტიკა
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაციამ აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის - ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
24 ივნისი 2026, 10:54
საზოგადოება
116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ საჩხერის მუნიციპალიტეტში დაასრულა, შედეგად მაღალი დაინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყველაზე მეტი - 116 ტრენინგი ჩაატარა და უპრეცედენტო რაოდენობის - 1700 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას სერტიფიცირებული ტრენინგები, სრულიად უფასოდ, ოთხივე მოდულით: „ციფრული წიგნიერება”, „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.
24 ივნისი 2026, 10:53
საზოგადოება
მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი
სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას ხელს აწერს“, რაც მაშინ თქვა.
24 ივნისი 2026, 10:52
კულტურა
Stray Kids-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა და ალბომი და მსოფლიო ტური დააანონსა
კეი-პოპ ჯგუფმა Stray Kids ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია Run It ჯგუფის ახალ ალბომში This and That შევა, რომელიც აგვისტოს დასაწყისში. Spotify-ს ინფორმაციით, ჩანაწერში 8 კომპოზიცია შევა.
24 ივნისი 2026, 10:48
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი მიგრანტების ცენტრების შექმნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავს
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკანონო მიგრანტების რუანდასა და უზბეკეთში გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას POLITICO სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 10:43
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ
კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
24 ივნისი 2026, 10:37
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: მოლოდინი გვაქვს, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას თაღლითობის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება.
24 ივნისი 2026, 10:32
რეგიონი
იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 10:28
მსოფლიო
Reuters: ყოველი მეოთხე ამერიკელი ირანთან ომს გამართლებულად მიიჩნევს
ამერიკელების 24% ფიქრობს, რომ ირანთან ომი გაწეულ ხარჯებს ამართლებს, მაშინ როცა მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ეს ამად არ ღირდა. კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს Reuters-ი ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 10:26
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა
„ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და იყენებდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
24 ივნისი 2026, 10:26
ტექნოლოგიები
კვლევა: სტრესის დროს კატებთან ურთიერთობა მდგომარეობას აუარესებს
ექსპერიმენტში 188 ადამიანი მონაწილეობდა. 5 დღის განმავლობაში ისინი სპეციალური შეხსენების საფუძველზე ეთამაშებოდნენ ცხოველებს. ძაღლების პატრონებს სტრესის დროს შვება პრაქტიკულად არ უგრძნიათ, კატების მფლობელებმა კი ნეგატიური ემოციების გაძლიერება დააფიქსირეს. მკვლევრები ამ თავისებურებას ცხოველების ქცევას უკავშირებენ.
24 ივნისი 2026, 10:24
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა
როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე.
24 ივნისი 2026, 10:05
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია
დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
24 ივნისი 2026, 09:54
მსოფლიო
ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა შეისწავლოს, რატომ არ ამცირებენ ნავთობკომპანიები ბენზინზე ფასებს ისე სწრაფად, როგორც ეს ნედლი ნავთობის შემთხვევაში ხდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობკომპანიები ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს იმ ტემპით არ ამცირებენ, რა ტემპითაც თავად ნავთობს იაფად ყიდულობენ.
24 ივნისი 2026, 09:31
მსოფლიო
აშშ-ში კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“ გამოცადეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა პირველად გამოცადეს კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“.
24 ივნისი 2026, 09:09
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია და იალღუჯის მთაზე მდებარე ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილი ტერიტორია დაათვალიერა.
24 ივნისი 2026, 09:07
რეგიონი
რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო
რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. რეფორმის ფარგლებში, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გაივლიან.


