შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა
შიო მესამე
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა.
„დღეს ვზეიმობთ ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, რაზეც არაერთხელ უსაუბრია უფალ იესო ქრისტეს თავის მოწაფეებთან:
„უმჯობესია თქვენთვის, რომ მე წავიდე, - უთქვამს მას, - და თუ წავალ, მოგივლენთ თქვენ სულიწმინდას“ (ინ. 16, 7). უკანასკნელად უშუალოდ თავის ზეცად ამაღლების წინ ესაუბრა ამაზე უფალი იესო ქრისტე, აღუთქვა სულიწმინდის მოვლინება; ჯერ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ სულიწმინდის მიღებას და უთხრა: „იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ რამდენიმე დღის შემდეგ სულიწმინდით მოინათლებით (საქმ. 1, 5), მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი მთელ იუდეაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმ. 1, 8 ).
ეს დანაპირები უფალმა შეასრულა ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ, სწორედ ამ დღეს, როდესაც ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე და ეს უბრალო გალილეველი მეთევზეები მთელ იმჟამინდელ მსოფლიოში ქრისტეს სახარების უშიშარ მქადაგებლებად აქცია.
დღეს გახლავთ ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე ამ დედამიწაზე. მას უწოდებენ „ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღესაც“. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ქრისტეს ეკლესია არ არის მხოლოდ ეკლესია ქრისტესი, მხოლოდ ქრისტეს მისტიური სხეული, არამედ ეს არის ქრისტეს ეკლესია, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. ჩვენ ვცხონდებით, სულს გადავირჩენთ ამ ეკლესიის წევრობით, ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლით და ძალით, რომელიც გვაკურთხებს, განგვწმენდს და გვაცხონებს.
სად ვიღებთ სულიწმინდის ამ მადლს? - საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში, ერთობლივ ლოცვებში, ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, მღვდელმთავრისა თუ მღვდლის ლოცვა-კურთხევის მეშვეობით.
მრავალი წმინდა მამა წერს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, მით უმეტეს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ამის შესახებ მცნება თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა. წმინდა მოციქულები როცა სთხოვდნენ, ლოცვა ესწავლებინა, ხომ გახსოვთ, უფალმა რომელი ლოცვა ასწავლა მათ? - „მამაო ჩვენოს“ ლოცვა. შემდეგ, როგორც კი დაასრულა „მამაო ჩვენოს“ შესახებ სწავლება, უთხრა მათ: „ითხოვდით და მოგეცემათ, ირეკდეთ და გაგიღებენ, ეძიეთ და ჰპოვებთ; რადგან ყველა, ვინც ითხოვს, მიიღებს, ყველა, ვინც ეძებს, პოულობს და ვინც რეკს, ყველას გაუღებენ“ (მთ. 7, 7-8 ). შემდეგ დასძენს: „რომელი იქნება თქვენ შორის ისეთი მამა, რომ შვილი სთხოვსო პურს და პურის ნაცვლად ქვა მისცეს? ან სთხოვს შვილი თევზს და თევზის ნაცვლად გველს მისცემს? და მეტადრე მამა თქვენი ზეციერი მოგცემთ თქვენ სულიწმინდას, ვინც ამას სთხოვს“ (მთ. 7, 9-11). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის ნებაა, ჩვენ სულიწმინდის მადლი ვითხოვოთ უფლისგან.
აი, სწორედ ამიტომ არის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ევედრება სულიწმინდას და ლოცულობს შემდეგი სიტყვებით: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სულნი ჩვენნი. ამინ“.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! გილოცავთ ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს! დღეს შეუძლებელია, არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც მთელ ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი „საქართველოს ავტოპორტრეტს“ უწოდებდა (სამართლიანად უწოდებდა ასე) და რომელმაც ისეთი ღვაწლი მოიღვაწა, სულიწმინდის ისეთი მადლით აღივსო, რომ მისი ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბისაა. ეს გამოჩნდა მისი გარდაცვალებისა და გასვენების დღეებში, რომ თითქმის მთელი საქართველო, მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მოსული იყო მისთვის მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში.
მადლი სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ!“, - აღნიშნა შიო მესამემ.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 11:08
მსოფლიო
დმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია
„ჩვენთვის არსებობს მთავარი პირობა - ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა პესკოვმა.
26 ივლისი 2026, 11:08
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს
სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, შიო მესამე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს.
26 ივლისი 2026, 10:54
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 131 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 131 შეკვრად დაფასოებული და 164 გრამინარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
26 ივლისი 2026, 10:50
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 10:49
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ ბერლინის პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა
მედიის ცნობით, აბდულ ბ. ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისლამისტურ წრეებთან. სააგენტო dpa-სა და გამოცემა Die Welt-ის მონაცემებით, მანამდე ის სასჯელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იხდიდა და 2026 წლის მაისში გათავისუფლდა.
26 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმები შეაჩერა, რათა დიპლომატიას მისცეს შანსი
ამერიკული სარდლობის შეფასებით, ირანზე სერიოზული ზემოქმედების გაგრძელება მხოლოდ სრულმასშტაბიანი ოპერაციით იქნებოდა შესაძლებელი, სამხედროები მზად არიან ასეთი მოქმედებებისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება, - ნათქვამია პუბლიკაციაში. ამავდროულად, ჟურნალისტების მონაცემებით, ტრამპს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განკარგულება არ გაუცია.
26 ივლისი 2026, 10:16
მსოფლიო
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღიარა, რომ წინ „რთული დროა“. ამავდროულად, ვალენსიის ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად მამაკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 70 წლამდე ასაკის კაცი მეხანძრეებმა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, როდესაც მანიზესში, სალტ-დე-ლ’აიგუას ხეობაში ხანძარს აქრობდნენ.
26 ივლისი 2026, 10:13
პოლიტიკა
ალბი კორძაია: სააკაშვილი ჩემთვის განულდა მაშინ, როდესაც ლუკა ჭოხონელიძის დასაცავად, რომელიც მის პარტიაში პორტირდება, იკადრა ჩვენზე სიბინძურეების წერა - ტუტუცი, აწი გაირჭოს თავის სოლიდარობა
მეც არ მესიამოვნებოდა მიხეილ სააკაშვილისგან თუნდაც დადებითი პოსტი ჩემზე, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 09:50
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.
26 ივლისი 2026, 09:43
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს, მათ გეგმებში მშვიდობა არ არის
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას გეგმავს. ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
26 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
ბერლინში ყოველწლიური პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავტომობილი ხალხში შევარდა
ბერლინში ყოველწლიური პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავტომობილი ხალხის ჯგუფში შევარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
26 ივლისი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
26 ივლისი 2026, 08:15
მსოფლიო
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
ბრიტანეთი „აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება, თუ ის ირანთან ომში შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს, - განაცხადა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა.
25 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
25 ივლისი 2026, 23:36
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე, ალპურ ბოტანიკურ ბაღში და კურორტ „ბეშუმში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათგან კურორტზე არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
25 ივლისი 2026, 23:27
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი" დასრულდეს
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
25 ივლისი 2026, 23:14
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა ფესტივალის „ალოობა 2026“ ფარგლებში ფერმერთა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
25 ივლისი 2026, 22:15
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.
25 ივლისი 2026, 20:56
რეგიონი
დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ალოობა“ აღინიშნა
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.


