07 ივნისი 2026, 09:07 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.

ახალციხეში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +16 ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. ასეთივე ამინდი იქნება დღეს თელავში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ყველა სიახლე

პაატა ბურჭულაძე

25 ივლისი 2026, 23:42

პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

25 ივლისი 2026, 23:36

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე, ალპურ ბოტანიკურ ბაღში და კურორტ „ბეშუმში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათგან კურორტზე არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

25 ივლისი 2026, 23:27

მსოფლიო

Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი" დასრულდეს

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

25 ივლისი 2026, 23:14

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა ფესტივალის „ალოობა 2026“ ფარგლებში ფერმერთა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.

25 ივლისი 2026, 22:15

რეგიონი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.

25 ივლისი 2026, 20:56

რეგიონი

დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ალოობა“ აღინიშნა

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.

25 ივლისი 2026, 20:49

სპორტი

ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა

დღეს ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა, გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. მოსალოდნელი უამინდობის გამო ორგანიზატორებმა განრიგი ოპერატიულად შეცვალეს, რის შედეგადაც ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ.

25 ივლისი 2026, 20:40

რეგიონი

ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს

ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს

25 ივლისი 2026, 20:05

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.

25 ივლისი 2026, 18:12

რეგიონი

დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

ნოდარ კაპანაძე

25 ივლისი 2026, 18:09

პოლიტიკა

სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე: ევროპას ძალიან სჭირდება შუა აზია და მისი რესურსები - ამ რესურსების გადაზიდვის ერთადერთი ჰაბი არის საქართველო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

„სამხრეთით არის ავღანეთი და ირანი, იქ რა მდგომარეობაა ამას ახსნა არ სჭირდება. ჩრდილოეთით არის მეორე მარშრუტი აბრეშუმის გზის: რუსეთი და უკრაინა, აქაც ყველაფერი გასაგებია, შეიძლებოდა ბელორუსიის გავლით, მაგრამ ბელორუსიისა და პოლონეთის ურთიერთობების შესახებაც გასაგებია, შუა აზიისთვის ერთადერთი ჰაბი არის ეს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობისთვის. ახლა ევროპას უფრო სჭირდება შუა აზია თუ შია აზიას უფრო სჭირდება ევროპა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მინერალ-წიაღისეულ რესურსებზე წვდომა“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.

ლევან მაჭავარიანი

25 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს

საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

25 ივლისი 2026, 18:02

კულტურა

„სულის მეხსიერება” - ბათუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება

წარმოდგენილია მხატვრის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის 15-მეტრიანი მონუმენტური ტილო. მხატვარი პროექტზე ერთი წელი მუშაობდა, გამოფენას ბათუმი 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივლისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი

დაკავშირებადობის კუთხით, ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

25 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ზეწოლა.

ლევან მაჭავარიანი

25 ივლისი 2026, 17:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძებაზე საუბრისას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.

25 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანას”. ,,მეთადონს’’, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 17:17

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ქუთაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება.

გიორგი სოსიაშვილი

25 ივლისი 2026, 17:16

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან

სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

25 ივლისი 2026, 17:12

სამართალი

17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს

კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს ნიკა კაპანაძე, რომელსაც პატიმრობა პალატაში შეუფარდეს. ის 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ასევე პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, ოთხი მუხლითაა ბრალდებული