imedi /  17 ივნისი 2020, 18:06 / სანდო წყარო

საქართველო ხელბურთში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებს

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ორი დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება მიიღო. 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს 17 წლამდელ გოგონათა ევროპის პირველობა გაიმართება. ინფორმაციას თავად ფედერაცია ავრცელებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. 2017 წელს თბილისში უკვე გამართა ჭაბუკთა მსოფლიო პირველობა, რომელშიც 24 უძლიერესი გუნდი თამაშობდა. 2021 წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა 32 გუნდამდე გაზარდა. ეს ნიშნავს 116 მატჩს 13 სათამაშო დღის განმავლობაში 4 სხვადახვა არენაზე.

საქართველოს ფედერაცია ამ ტურნირის ჩატარებას თბილისსა და ბათუმში გეგმავს, სადაც მალე მწყობრში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ორი არენა. მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის აგვისტოშია დაგეგმილი და საერთაშორისო ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნის შესახებ უკვე მიიღო. 32 მონაწილე ქვეყანა კონტინენტური ჩემპიონატების შემდეგ გაირკვევა.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საკითხი აქაც გადაწყვეტილია და შეჯიბრების დროა 2021 წლის აგვისტო. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე სამჯერ გაიმართა: 2016 და 2018 წლებში 18-წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო 2019 წელს - 17-წლამდელ გოგონათა შორის. მსგავსი ფორმატის ტურნირებში, როგორც წესი, მონაწილეობს 8-დან 12 გუნდამდე. ზუსტი რაოდენობა და მონაწილე ქვეყნები წლეულს, შემოდგომაზე გაირკვევა.

ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ორივე ტურნირზე ერთი თაობის, 2004-05 წლებში დაბადებული გოგონები ითამაშებენ. ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფედერაციამ ორივე შეჯიბრების მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი. მიზანი ქალთა ხელბურთში თაობათა უწყვეტობის უზრუნველყოფა და კონკურენტუნარიანი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებაა. ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წლიდან საერთაშორისო ასპარეზზე უკვე გამოვიდა ხელბურთელი გოგონების რამდენიმე თაობა, ხოლო აქ აღზრდილი რამდენიმე მოთამაშე წარმატებით ასპარეზობს ევროპულ კლუბებში. 2021 წელს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

უკვე არსებობს 2004-05 წლებში დაბადებულთა ნაკრებიც და მას საერთაშორისო დებიუტი ამ ზაფხულს, შვედეთში, ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე უნდა ჰქონოდა, მაგრამ, პანდემიის გამო შეჯიბრება გაუქმდა. ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონატში 13 გუნდი თამაშობდა 10 სხვადასხვა ქალაქიდან. ყველა კლუბში არიან ნაკრების კანდიდატები, რომელთა რიცხვი ორმოცდაათს აღწევს.

იძულებითი პაუზის შემდეგ, ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადების განახლება აგვისტოში იგეგმება.

აგვისტოშივე უნდა დაიწყოს ერთობლივი ვარჯიში ყველა სხვა ასაკობრივმა ნაკრებმაც. ჭაბუკთა ორი, 20 და 18-წლამდელთა გუნდის ევროპის ჩემპიონატები ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ზაფხულიდან იანვარში გადაიტანა. გაისად ევროპირველობა უწევს გოგონათა 19-წლამდელთა ნაკრებსაც და ასევე ჭაბუკთა ახალ თაობას, 2004-05 წლებში დაბადებულებს. ნაკრების ყველა კანდიდატი აქამდე შინ, ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ემზადებოდა.

„საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დიდი ნდობით სარგებლობს საერთაშორისო ფედერაციებში და უმაღლესი დონის შეჯიბრებების ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზატორად ითვლება. 2015 წლიდან მოყოლებული აქ გაიმართა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების 3 ფინალური და 2 შესარჩევი ტურნირი, IHF ერთა თასი, EHF ქალთა თასი და IHF/EHF 2 ჩელენჯ-ტროფი; ამას გარდა, 2012 წლის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში. კიდევ ერთი ტურნირი ხელბურთის ამ ნაირსახეობაში - 2020 წლის ქალთა და კაცთა ევროპის ჩემპიონატები, რომლებისთვისაც ივლისში ბათუმს უნდა ემასპინძლა, პანდემიის გამო გაუქმდა“- აცახდებენ ფედერაციაში.

ყველა სიახლე

ბექა ძამაშვილი

17 აპრილი 2026, 09:09

საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების

თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ამ მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპს იმედი აქვს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დროს „კარგად მოიქცევა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების პერიოდში „კარგად მოიქცევა“.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 08:48

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში, ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარე ჩარევებს ვუწოდებთ

საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 08:39

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მიზანია, ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მთელს მსოფლიოშია

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

17 აპრილი 2026, 08:31

პოლიტიკა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

17 აპრილი 2026, 08:25

საზოგადოება

ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს სხვადასხვა დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე.

17 აპრილი 2026, 08:17

პოლიტიკა

საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება - შალვა პაპუაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავს

საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან. შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდება პარაგვაელ კოლეგას.

17 აპრილი 2026, 08:12

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

17 აპრილი 2026, 08:05

სამართალი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.

17 აპრილი 2026, 01:01

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:12

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან

ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

ბილ ლი

17 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია

დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.