11 დეკემბერი 2020, 18:47 / სანდო წყარო

UEFA საქართველოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს

UEFA საქართველოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ევრო-2020 მომავალ წლამდე გადაიდო, უეფამ უკვე დაიწყო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რომლებიც „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის 2020-24 წწ. ციკლით არის გათვალისწინებული. „ჰეტ-ტრიკი“ არის ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მოპოვებული შემოსავლის ნაწილს თავის წევრ ასოციაციებს ურიცხავს. უახლოეს მომავალში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ სპეციალური სტატიების სერიას, სადაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა ეროვნული ასოციაციის მიერ „ჰეტ-ტრიკის“ დაფინანსებით განახორციელებულ პროექტებს. ამჯერად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე, რომელსაც წარმატებით ახორციელებს საქართველო.

2014 წელს ამოქმედდა უეფა-ს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ საპილოტე ასოციაციას - სომხეთს, ბელარუსს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას - ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ეხმარება.

უეფა-ს დახმარებით, ამ ოთხ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ეროვნული აკადემიების სტრუქტურა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებაზე და ამგვარად ფეხბურთისა და განათლების ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებაზე. კონკრეტული პროგრამები მორგებული იქნა თითოეული ასოციაციის საჭიროებებზე. ისინი მოიცავენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიას, ფიზიკურ, ტაქტიკურ და დიეტოლოგიურ სისტემებს, ისევე როგორც ფეხბურთელთა განვითარებაზე მიმართულ მოქმედების გეგმას.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხებსა და განხორციელებულ პროექტებს ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისთვის აქვს დასახული. ჰეტ-ტრიკის“ ბოლო ციკლის საინვესტიციო პროექტის კომპონენტით ჩვენ გავხსენით რუსთავის ტექნიკური ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცენტრალური აკადემიის ადგილსამყოფელს. საქართველოში ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განითარებისთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვესაჭიროება მსგავსი ინფრასტრუქტურა. „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ჩვენ ყოველწლიურად საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ მსგავსი პროექტები, ასევე ხელი შევუწყოთ ქალთა ფეხბურთის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მწვრთნელთა განათლების მიმართულებების განვითარებას“ - აცხადებს სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი.

საქართველოს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა - ძირითადი ფაქტები:

რეგიონალურ აკადემიებში ვარჯიშობენ 14 და 15 წლამდე ასაკის ფეხბურთელები. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით უკვე მოქმედებს სფფ-ს ოთხი აკადემია.

რეგიონალური ცენტრებიდან ხდება ფეხბურთელების შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებისთვის. 16 წლამდე ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ფედერაციას ეხმარება სკაუტების ფართო ქსელი. პირველ ეტაპზე ხდება 20-დღიანი შეკრებისთვის 60-მდე ფეხბურთელის შერჩევა.

60 ფეხბურთელიდან რუსთავის აკადემიაში ყოველწლიურად გადადის 22 უნიჭიერესი ჭაბუკი. მათ საშუალება ეძლევათ, მოიპოვონ უმაღლესი დონის საფეხბურთო განათლება.

ფეხბურთელები 1-3 წლის მანძილზე ცხოვრობენ აკადემიის ტერიტორიაზე. მათთვის უზრუნველყოფილია ვარჯიში, საჯარო სკოლაში განათლების მიღება, კვება, ტანსაცმელი, აღჭურვილობა და სამედიცინო მომსახურება, ხოლო საჭიროების შემთზვევაში ფსიქოლოგიური დახმარებაც.

რუსთავის აკადემიის პროგრამის დასრულების შემდეგ, 17 წლამდე და უფროს ფეხბურთელებს შეეძლებათ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებსა და პროფესიულ დონეზე თამაში.

აკადემიების დაფინანსებას უზრუნველყოფენ უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უეფას მიერ გამოყოფილი თანხებით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სფფ ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაში აშენებს ახალ ობიექტებს.

აკადემიების ადგილმდებარეობა

სფფ-ის სტრუქტურაში მოქმედებს რამდენიმე აკადემია. კოლექტიურად ისინი უზრუნველყოფენ პროგრამის წარმატებას:

რუსთავი (U-14, U-15 და U-16)

ზუგდიდი (სამეგრელო), ჩამოყალიბდა 2016/17 სეზონის დასაწყისში (U-14 - U-15). (გადაინაცვლებს რუხის აკადემიაში, მშენებლობის დასრულების შემდეგ)

რუხი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო) - მშენებლობის სტადიაზეა

ლაგოდეხი (კახეთი), ჩამოყალიბდა 2017/18 სეზონის პერიოდში (U-14 - U-15)

გვიმბალაური (გურია), ჩამოყალიბდა 2020 წელს (U-14 - U-15)

ქუთაისი (მშენებლობის სტადიაზეა)

პროგრამის შედეგები

სამოქმედო გეგმის ტექნიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტების მიმართ თანმიმდევრულმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგები. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო საკვალიფიკაციო ციკლები გაცილებით უკეთესად ჩაატარა და შედეგები გააუმჯობესა.

საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა დიდ ტურნირამდე. 2020 წლის ნოემბერში გუნდმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - კიდევ ერთ ქვეყანასთან, რომელიც ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამით სარგებლობს.

საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდული ნაკრებები 2019/20 სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში გავიდნენ.

„ეს პროექტები ძალზედ წარმატებით მიმდინარეობს. მათი განხორციელებით უეფა სწორ გზაზე დგას. ოთხივე ასოციაციამ ყველა კომპონენტში მიაღწია წინსვლას“ - აღნიშნავს უეფა-ს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი, ჟან-ფრანსუა დომერგი.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.

26 აგვისტო 2026, 11:15

მსოფლიო

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 11:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

26 აგვისტო 2026, 11:10

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 11:07

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.

26 აგვისტო 2026, 11:05

საზოგადოება

სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.

26 აგვისტო 2026, 10:56

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

26 აგვისტო 2026, 10:52

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:52

ტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა

მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.

26 აგვისტო 2026, 10:49

სამართალი

პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

26 აგვისტო 2026, 10:47

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

26 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი პესკოვი

26 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.

26 აგვისტო 2026, 10:32

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

სედრაკ ქოჩარიანი

26 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:05

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.

26 აგვისტო 2026, 10:04

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.

26 აგვისტო 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 09:32

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.