ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს
ფოტო: სპორტის სამინისტრო
სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 230 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 675 კგ დაძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; სამი მისვლის ჯამში 428 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა გიორგი დურგლიშვილი (-80 კგ). ინდივიდუალურ ასპარეზობაში დაძლეული 130 კილოგრამით ვერცხლი, სამი მისვლის ჯამში მოგროვებული 384 კილოგრამით კი ოქროს მედლები მოიპოვა მაკა კვინჩიამ (+86 კგ). გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 641 კგ დაძლია და ვერცხლის მედლებს დაეუფლა; სამი მისვლის ჯამში 467 კგ ასწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა იაგო გორგოძე (-107 კგ).
ახალგაზრდებს შორის მარიამ პაპიძემ (55 კგ) ორი ოქროს მედალი მოიპოვა, მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 45 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში კი 85 კგ დააფიქსირა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში 50 კგ, სამი მისვლის ჯამში კი 143 კგ დაძლია და ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალები მოიპოვა სერგო ტიგიევმა (49 კგ).
ევროპის ღია ჩემპიონატში 27 ქვეყნის 193 პარაათლეტი მონაწილეობდა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
საწვავის ბაზრის სტრუქტურა და ფასწარმოქმნის ჯაჭვი - ფასების შემსწავლელმა, პარლამენტის დროებითმა კომისიამ, ბაზრის ლიდერ ნავთობკომპანიებს მოუსმინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესმა, რომელიც სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით ახსნა. თითქმის ორი თვის განმავლობაში, კომისიის წევრებმა სხვადასხვა პროდუქტის და მედიკამენტების მწარმოებლებსაც მოუსმინეს.
30 აპრილი 2026, 20:31
თავდაცვა
30 აპრილი თავდაცვის ძალების დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშობლოს დაცვის გარანტი და ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერა- ასე შეაფასა ქართული ჯარი თავდაცვის მინისტრმა. სამხედროებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს.
30 აპრილი 2026, 20:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! - ძლიერი ქვეყანა იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს
დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი - მათ შორის Eurostat - მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
30 აპრილი 2026, 20:23
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში და ვიცე-პრემიერი - მამუკა მდინარაძის ოფიციალურ დანიშვნას პრემიერმა ხელი მოაწერა. დეტალები „ქრონიკაში“
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
30 აპრილი 2026, 20:03
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს
„რადიკალებს სურთ დამკვეთებს აჩვენონ - დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის შეხვედრებსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ გამოქვეყნებულ ბრალდებებს.
30 აპრილი 2026, 19:54
მსოფლიო
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: მსოფლიო უდიდესი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა „უმწვავეს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ“ კრიზისში აღმოჩნდა.
30 აპრილი 2026, 19:39
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო დელეგაციას უმასპინძლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
30 აპრილი 2026, 19:36
რეგიონი
გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 19:17
საზოგადოება
სტუდფესტი 2026 - სტუდენტური ფესტივალი 2026 სტარტს 1 მაისს რუსთავში აიღებს
18:00 საათიდან დაიწყება უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.
30 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა
სტატიაში მოყვანილია დანაშაულის სტატისტიკა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირის მასშტაბით პოლიციამ 256 302 სექსუალური ძალადობის ფაქტი აღრიცხა, რომელთაგან 98 190 გაუპატიურების შემთხვევა იყო. რაც საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენს. 2023 წელთან შედარებით, სექსუალური ძალადობის დანაშაულები 5%-ით გაიზარდა, ხოლო გაუპატიურების შემთხვევები 7%-ით არის გაზრდილი.
30 აპრილი 2026, 18:46
პოლიტიკა
გიორგი შონია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა, ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიას უხელმძღვანელებს
წყალმომარაგების კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, იგი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.
30 აპრილი 2026, 18:46
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტი სანდუს განცხადებაზე რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ: მზად ვართ - ახლა ყველაფერი მოლდოვის მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სურვილზეა დამოკიდებული
რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი ოთხშაბათს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებებს, რომელმაც რუმინეთთან გაერთიანების თემა მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების შესაძლო გზად განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 18:41
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდ შედეგებს მიაღწია
საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 18:24
მსოფლიო
კალასი: დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი
დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
30 აპრილი 2026, 18:19
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალებზე: მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ. მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან
მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 18:15
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში წელს 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მიზანია ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, სექტორში არსებული სიახლეების, ინოვაციებისა თუ ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
30 აპრილი 2026, 18:14
მსოფლიო
ტრამპი: გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, სადაც ის სრულიად არაეფექტური იყო, და თავისი დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას
გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, სადაც ის სრულიად არაეფექტური იყო, და თავისი დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
30 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი - გიორგი ჭყონია, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქ ბათუმში - ბანუ თერზიოღლუს შეხვდნენ.
30 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
წარმოუდგენელი რამ გვესმის, რომ თითქოს, ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონიათ პრობლემები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ
დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.


