imedi /  14 მაისი 2017, 17:48 / სანდო წყარო

სოცქსელებში ბრიჟიტ მაკრონისა და მელანია ტრამპის საინაუგურაციო ტანსაცმელს ადარებენ

ბრიჟიტ მაკრონი და მელანია ტრამპი
ქმრების ინაუგურაციების დროს

ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა. 

ცერემონიაზე საფრანგეთის პრეზიდენტს მისი მეუღლე ბრიჟიტ მაკრონიც თან ახლდა. ბრიჟიტ მაკრონი სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, მათ შორის ემანუელ მაკრონთან ასაკობრივი სხვაობის გამოც (ბრიჟიტი ქმარზე 24 წლით უფროსია). დღეს კი საფრანგეთის პირველი ლედის საინაუგურაციო ჩაცმულობაზე მსჯელობენ.

Twitter-ის მომხმარებლებმა ბრიჟიტ მაკრონის ტანსაცმელი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლის მელანია ტრამპის საინაუგურაციო სამოსს შეადარეს და წერენ, რომ ორივე პირველმა ლედიმ, ინაუგურაციის დღეს უპირატესობა ცისფერ სამოსს მიანიჭეს.

კიდევ ერთი მომხმარებელი კი წერს, რომ ბრიჟიტ მაკრონის შთაგონების წყარო დიდი ბრიტანეტის დედოფალი ელიზაბეტ მეორეა და სოციალურ ქსელში ფოტოსაც ავრცელებს.

კომენტარები ()