თავდაცვის სამინისტრო ახალი პროექტის - „7 დღე ჯარისკაცად“, განხორციელებას გეგმავს
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
„7 დღე ჯარისკაცად“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემუშავების პროცესში არსებული სიახლე სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა.
ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ახალგაზრდებს სამხედრო საქმით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა პროექტის ორგანიზატორებს საკუთარი წინადადებებიც შესთავაზეს. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მომზადებულ 7-დღიან სასწავლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს სამხედრო თემაზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ისინი, ასევე ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნობიან. სამხედროები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.
„18 -დან 22 წლის სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია, პარალელურად რეზერვისტს სამოქალაქო სამსახური უნარჩუნდება. რეზერვისტმა წლის განმავლობაში 45-დღიანი მომზადება უნდა გაიაროს. მინიმალური წლიური ანაზღაურება კი, 2 700 ლარია“, - აცხადებენ სამინისტროში.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 10:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
აშშ-სთან ურთიერთობებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
01 მაისი 2026, 10:02
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინის ოდესის ოლქს დამრტყმელი დრონებით შეუტია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
01 მაისი 2026, 09:59
საზოგადოება
კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს
კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ტყის აღდგენის პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე, ტყის მართვის თანამედროვე მიდგომებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და მდგრად მართვას.
01 მაისი 2026, 09:42
მსოფლიო
რობერტ ფიცო: როცა პუტინს ვხვდები ყველა მაკრიტიკებს, მაგრამ როცა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, რა თქვა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, როცა ის მოსკოვში ჩადის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრება, დაბრუნებისთანავე ბრიუსელის საპირფარეშოებში მას ყველა ეკითხება, თუ რა ილაპარაკა კრემლის ლიდერმა.
01 მაისი 2026, 09:35
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ზოგიერთი სანქციის მოხსნის სანაცვლოდ, შეიძლება წინ წამოსწიოს
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ზოგიერთი სანქციის მოხსნის სანაცვლოდ, შეიძლება წინ წამოსწიოს, - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში გააკეთა.
01 მაისი 2026, 09:18
მსოფლიო
ტრამპი: საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება
დონალდ ტრამპის თქმით, საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
01 მაისი 2026, 09:05
რეგიონი
ოზურგეთის სპორტულ კლუბ „ზვანელებს“ საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა
ოზურგეთის სპორტულ კლუბ „ზვანელებს“ საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებისა და გურიის ახალგაზრდების შეხვედრაზე დასახელებული პრობლემა ერთობლივი მუშაობითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღმოიფხვრა.
01 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს ურჩევს ბრიტანეთის მეფისგან ისწავლოს მოქმედება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის, დაეხმარება, თუ არა გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის ვიზიტი ამერიკაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
01 მაისი 2026, 08:52
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივთან მართავენ შეხვედრებს
რომ ჰკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივს ხვდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
01 მაისი 2026, 08:42
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მარტის მოვლენებმა განსაკუთრებით ცხადყო, რომ საქართველო თუ შედგა როგორც სახელმწიფო, ამაში ეკლესიას დიდი როლი აქვს, ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ებრძვიან ეკლესიას
რატომ უნდა მოუნდეთ პოლონეთში ქართული ეკლესიის განსჯა?, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი.
01 მაისი 2026, 08:30
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის შექმნა, ფაქტების დამახინჯება, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა
ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის, აღქმების შექმნა, ფაქტების დამახინჯება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი სამსახურის გადაცემაში გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას.
01 მაისი 2026, 08:20
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ
მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს და რუსულ პროექტად შერაცხონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
01 მაისი 2026, 08:10
ეკონომიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია თავისივე დასკვნას დღეს განიხილავს.
01 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
01 მაისი 2026, 03:23
მსოფლიო
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომის დაფინანსება ევროპამ იტვირთოს, რადგან საფრთხე ამ კონტინენტთან გაცილებით ახლოსაა. გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები „მდიდრები“ არიან და მათი ჯამური მშპ 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს.
01 მაისი 2026, 03:14
მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
გოლდერს გრინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის ეროვნული დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიოზულ“ ნიშნულამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმის მცდელობა მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი.
01 მაისი 2026, 00:35
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “იმედი LIVE” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს.
01 მაისი 2026, 00:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ.
01 მაისი 2026, 00:14
მსოფლიო
რობერტ ფიცო: როდესაც პრეზიდენტ ტრამპს კარგად სძინავს, ფასები ეცემა - როდესაც არ სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად იზრდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული არასტაბილურობა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენა მკვეთრი განცხადებით შეაფასა.
01 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.


