imedi /  11 აგვისტო 2017, 16:38 / სანდო წყარო

ცნობილია iPhone 8-ს Home-ღილაკის თავისებურება

დამოუკიდებელმა მექანიკოსმა სტივ ტროუტონ-სმიტმა, ახალი iPhone-ის ვირტუალური Home-ღილაკის მუშაობის პრინციპები აღწერა. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა. 

მისი თქმით, ღილაკს შეუძლია შეიცვალოს ზომა იმ აპლიკაციის მიხედვით, რომელიც გაშვებულია, ხოლო ვიდეოების ყურების დროს, ეკრანიდან გაქრება. მისგან მარჯვნივ და მარცხნივ ფუნქციური კლავიშები იქნება. გარდა ამისა, ტროუდონ-სმიტის თქმით, მომხმარებლები ვერ შეძლებენ ღილაკის ფერის შეცვლას. 

ივნისში, ტაივანური კომპანია Wistron-ის დირექტორმა რობერტ ჰვანგმა, რომელიც ინდოეთში iPhone-ს აწარმოებს, iPhone 8-ის ფუნქციების შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა. 

ჰვანგის განცხადებით, iPhone 8-ს, ისევე როგორც მის წინამორბედს, წყალგაუმტარი კორპუსი ექნება. ის, ასევე აღჭურვილი იქნება უსადენო დამუხტვის პრინციპით.

25 აპრილს ინტერნეტში iPhone 8-ს ფოტოები გავრცელდა. აშშ-ის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ბიურომ აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც Apple-ის "თხევადი ლითონის" (Liquidmetal) გამოყენების გეგმებია აღწერილი.

ახალი iPhone 8-ის პრეზენტაცია 2017 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

კომენტარები ()