ყველა სიახლე

23 ივლისი 2018, 12:58

მსოფლიო

ნევადაში მორმონების ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

48 წლის კაცი ეკლესიაში შეიჭრა და სროლა ატეხა. ამ დროს ეკლესიაში 50 ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ კაცმა ინციდენტის ადგილი მშვიდად დატოვა და სახლში წავიდა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელი ეკლესიის მრევლის წევრი ჯონ ო კონერი აღმოჩნდა.

23 ივლისი 2018, 12:56

საქართველო

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს მოამზადებს

კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრის მამიკინს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, რითაც ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა.

23 ივლისი 2018, 12:46

მსოფლიო

საფრანგეთში პარკინგით გამდიდრებული სოფლის მოსახლეობა გადასახადებისგან გათავისუფლდა

საფრანგეთში, სოფელ Le Perthus-ს მოსახლობა გადასახადებისგან გაათავისუფლეს. მიზეზი ისაა, რომ სოფელი საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზეა. დასახლებამ ერთ წელიწადში, მხოლოდ საზღვარზე გადამსვლელთა მიერ საპარკინგე გადასახადით, შემოსავლის სახით £700 ათასი მიიღო.

23 ივლისი 2018, 12:45

ძალოვნები

თემურ აბაზოვის ადვოკატები შალვა თადუმაძეს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე 6 აგვისტოს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს და ვადის გადაწევას 20 სექტემბრამდე მოითხოვს.

23 ივლისი 2018, 12:44

მსოფლიო

იაპონიაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ქალაქ კუმაგაიაში. მთელი ქვყენის მასშტაბით, ძლიერი სიცხე უკვე რამდენიმე კვირაა ნარჩუნდება. ამ პერიოდში მაღალ ტემპერატურას 41-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

23 ივლისი 2018, 12:36

კულტურა

ჯორჯ მაიკლის შეყვარებული ამბობს, რომ მუსიკოსმა თავი მოიკლა

ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს ბრიტანეთში, ოქსფორდშირის საგრაფოში, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მის სახლში მისული პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

23 ივლისი 2018, 12:35

ეკონომიკა

გარემოს დაცვის სამინისტრო: აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ამბობს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი თითქმის მინიმუმადეა შემცირებული. ნოზაძემ ამის შესახებ აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომაზე განაცხადა.

23 ივლისი 2018, 12:18

კულტურა

მზიურში სმენადაქვეითებულებისთვის ფილმს აჩვენებენ

23 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, „მზიურის" ტერიტორიაზე ნანა ჯანელიძის ფილმს: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!" აჩვენებენ. ფილმი ადაპტირებულია სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

23 ივლისი 2018, 12:17

საქართველო

არასამთავრობოებმა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ხარვეზები დაადგინეს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მომზადებული ერთობლივი ანგარიშის თანახმად, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის და ძალის დემონსტრირებაზე იყო გათვლილი.

23 ივლისი 2018, 12:13

საქართველო

რუსეთის მოქალაქეს სტეფანწმინდაში ლაშქრობისას მეხი დაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწმინდაში, მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს. 1969 წელს დაბადებულ კაცს მყინვარწვერზე ლაშქრობისას მეხი დაეცა.

23 ივლისი 2018, 12:12

მსოფლიო

ტრამპი ირანს: არასდროს დაემუქროთ აშშ-ს

"წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ისეთ შედეგს, რომლის წინაშეც ისტორიაში ძალიან ცოტა თუ დამდგარა. ჩვენ უკვე აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აიტანს თქვენს უგუნურ და ძალადობის შემცველ მუქარას. ფრთხილად იყავით“, – წერს დონალდ ტრამპი.

23 ივლისი 2018, 12:02

საქართველო

„საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები გადადგნენ

„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე.

23 ივლისი 2018, 12:02

ძალოვნები

ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლების რეგისტრაცია დაიწყეს

,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ოფისში, ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლებისა და ყველა იმ პირის რეგისტრაცია დაიწყეს, ვინც მათი თქმით, სისტემის მსხვერპლია და უსამართლობის განცდა აქვს. ცენტრი მასალებს პროკურატურას და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის წარუდგენს.

23 ივლისი 2018, 11:55

ეკონომიკა

„სოკარ ჯორჯია გაზს“ 21.3 მილიონი ლარის გაზსადენები პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენები კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზს” პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. მთავრობის №1413 განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, გაზსადენებში ,,სოკარ ჯორჯია გაზმა” 21,3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.

23 ივლისი 2018, 11:42

მსოფლიო

ბრიტანეთში 3 წლის ბავშვზე მჟავით თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ისინი 22, 25 და 26 წლის კაცები არიან. ასევე დაკავებულია 39 წლის კაციც. მცირეწლოვანზე თავდასხმა ქალაქ უორსესტერში მოხდა. ბავშვს სახისა და ზედა კიდურების არეებში დამწვრობის მძიმე ფორმები აღენიშნება.

23 ივლისი 2018, 11:36

საქართველო

ტყიბულის მერი: „საქნახშირის“ ხელმძღვანელები თანამდებობას დღეს დატოვებენ

ტყიბულის მერის განცხადებით, ის ესაუბრა „საქნახშირის“ხელმძღვანელობას და დღეს თანამდებობას დატოვებენ კომპანიის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე.

23 ივლისი 2018, 11:25

ძალოვნები

გიორგი გიორგანაშვილი სტასბურგის სასამართლოს მიმართავს

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) აცხადებს, რომ ის ქართული სასამართლოს განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებს. „მე უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართმსაჯულებას და მომიწევს ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო“, - აცხადებს გიორგანაშვილი.

23 ივლისი 2018, 11:15

ტექნოლოგიები

პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას. რჩევები

ზაფხულში ადამიანს წყლის დიდი რაოდენობით დალევა სჭირდება. ხშირად, ბოთლს, რომლითაც წყალს ყიდულობენ, კვლავ ავსებენ წყლით და მრავალჯერადად იყენებენ, თუმცა ყველა ბოთლის ბევრჯერ გამოყენება არაა სასურველი. გასათვალისწინებელია ბოთლის ძირზე (ზოგჯერ გვერდით), ისრებისგან შეკრულ სამკუთხედში ჩაწერილი ციფრები.

23 ივლისი 2018, 11:14

ძალოვნები

ბოლო 3 წელში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის 54 პირის მიმართ დევნა დაიწყო

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დევნა საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართაც დაიწყო. 2018 წელს იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი, სისხლის სამართლებრივი დევნა თურქეთის 4 მოქალაქისა და 2-2 აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო.

23 ივლისი 2018, 11:12

საქართველო

NDI–ის დელეგაცია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს

დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.CategoryTitle}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}