ირაკლი კობახიძემ მოსალოდნელ პროვოკაციაზე ილაპარაკა
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავსირებით ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში წარმართულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მიერ წარმართული კამპანია, დადებით წვლილს ვერ შეიტანს საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებაში.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართულ, ნამდვილად ევროპული სტილის კამპანიას ოპონენტებმა უპასუხეს აგრესიით, შეურაცხყოფით, პროვოკაციებით, სხვადასხვა ფორმით გამოხატული არაეთიკური ქცევით.
„დღეს გვინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც ორი თვის განმავლობაში უაღრესად ღირსეულად პასუხობდა ოპონენტების არაეთიკურ ქმედებებს. ამ საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი მახასიათებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ უკიდურესად დაუბალანსებელი მედიაგარემო.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ ფორმალურადაც კი არ ცდილობდა, დაეცვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და აქტიურად მიმართავდა რუსული ტელეარხებისთვის დამახასიათებელ ე.წ. ბრეინვოშინგის, ანუ ტვინის გამორეცხვის მეთოდს.
ამ საარჩევნო კამპანიის მორიგი უარყოფითი მახასიათებელი იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პირდაპირი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში და მათი გულგრილი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უხეში გადაცდომების მათ შორის – შეურაცხყოფისა და ცილისწამების, მუქარის, მძიმე პროვოკაციების, სალომე ზურაბიშვილის, მხარდამჭერების დაშინების მცდელობის, მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ მხარდამჭერთა სიების ფალსიფიკაცია.
„ეს პარტიები იმ დონეზე გაკადნიერდნენ, რომ პრემიერმინისტრის ხელმოწერის გაყალბებაც კი იკადრეს. სამწუხაროა, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული ორი სპექტაკლის ფონზე ჩაიარა. ორივე სპექტაკლმა სრული ფიასკო განიცადა, რადგან იქ, სადაც არ არის გადაცდომა, ხელოვნურად ვერავითარ კომპრომატს ვერ შექმნი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არც წარსულზე და არც მომავალზე საუბრის რესურსი, რაც მას მუდმივად ვითარების რადიკალიზაციის მცდელობისკენ უბიძგებს. ასეთი მცდელობებიც, როგორც ვხედავთ, წარუმატებლობისთვის არის განწირული. საარჩევნო პროცესის დადებითი მხარე იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართული ევროპული სტილის კამპანია, რომელიც ამომრჩევლისთვის საპრეზიდენტო ხედვის წარდგენაზე იყო ორიენტირებული”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, იზრუნონ საარჩევნო დარღვევების პრევენციაზე და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ადამიანების მობილიზებას ცესკო-ს შენობის წინ არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად. არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ყველა საარჩევნო გადაცდომაზე, რომელი პარტიის წარმომადგენლისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამისათვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში
დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში, - განაცხადა მეუფე შიომ პარლამენტის წინ ქადაგებისას.
09 აპრილი 2026, 14:40
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერმა ისრაელის ლიბანზე თავდასხმა დაგმო
ესპანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ისრაელის ლიდერი საერთაშორისო სამართალს არღვევს. პედრო სანჩესი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიბანი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები და ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს.
09 აპრილი 2026, 14:31
მსოფლიო
მაკრონმა ფეზეშქიანსა და ტრამპთან სატელეფონო საუბრები გამართა
მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორივე ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ლიბანზე იერიშების შეწყვეტა დაუსახელა. საფრანგეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას ცდილობს.
09 აპრილი 2026, 14:27
მსოფლიო
ისრაელი ლიბანში შეტევებს განაგრძობს
ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე თავდასხმებს განაგრძობს. „ცაჰალის“ ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის პირადი მდივანი.
09 აპრილი 2026, 14:24
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული
„დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ეს ლოცვითი დღეები კვლავ განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე და ასევე წინ გვაქვს, აღდგომამდე კიდევ მსახურებები და მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ასე რომ მთავარი ყურადღება ამაზე გვაქვს ახლა ეკლესიას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
09 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
09 აპრილი 2026, 14:06
საზოგადოება
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მივიდა და გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე შიო შეკრებილებს ქადაგებითაც მიმართავს. მასთან ერთად სასულიერო პირები იმყოფებიან. მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსპიკერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
09 აპრილი 2026, 14:05
პოლიტიკა
ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს
„სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებით ახორციელებს და მინისტრმა ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და დანაშაულის პრევენციის მექანიზმებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარადგინა. შეხვედრაზე ცალკე სასაუბრო თემა იყო საპოლიციო განათლების საკითხები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის აკადემია ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს, სადაც აკადემიის მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში სამუშაო გამოცდილების მიღებასაც შეძლებენ. ნდობის ჯგუფი სამინისტროს მიერ 2025 წელს გატარებულ საიდუმლო საქმიანობას და სპეციალური პროგრამების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს და მინისტრს და მის გუნდს წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
09 აპრილი 2026, 14:03
საზოგადოება
გივი მიქანაძე: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლის გამოც კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები მიდიან სასამართლოში - ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის დიპლომი აღიარებული იქნება
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზე ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება ის პრობლემა, რომელიც 2010 წლამდე დიპლომის აღიარებასთან იყო დაკავშირებული. ასევე, ის საკითხები, რომლითაც 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლება გათანაბრდება. კერძოდ, რიგ უმაღლეს სასწავლებლებში გვქონდა მოცემულობა, რომ 4-წლიან დასწრებულ პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იგივე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იგივე კვალიფიკაციას, რასაც 5-წლიან დაუსწრებელზე, მაშინ როდესაც 5-წლიანი ეთვლებოდათ მაგისტრის ხარისხში, ხოლო 4-წლიანზე ანიჭებდნენ ბაკალავრის ხარისხს.
09 აპრილი 2026, 13:57
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვერცერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ, რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის
„თუმცა, ეს არაა ერის ტრაგედია. ერი ამ ყველაფერზე უფრო უზენაესია, ეს მათი პირადი, საოჯახო ტრაგედიაა. მე ისინი არ მეცოდება, მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ესეც ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია - ნებაყოფლობით აირჩიო: უფლისკენ ხარ, თუ ლუციფერისკენ; „ცხვრების“ მხარეზე გინდა აღმოჩნდე, თუ „თხების“, ჟამსა მას შინა, ოდეს უფალი მოვიდეს სუფევითა თვისითა და განსაჯოს მართალნი და მტყუანნი საქმეთაებრ მათითა. თანაც, ყველა რომ უნდა გადარჩეს, ამაში არც სახარებას შევუყვანივართ შეცდომაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა იმ თავდადებული ქართველის სულები, რომლებსაც არასდროს შეშლია, თუ რომელი მხარე აირჩიონ ამ წუთისოფელში“, - წერს ქართველიშვილი.
09 აპრილი 2026, 13:38
პოლიტიკა
9 აპრილის მემორიალთან მისული გერმანიის ელჩი მიესალმა აქტივისტებს, რომლებიც ადგილზე საბოტაჟის მოწყობის მიზნით იყვნენ შეკრებილები
9 აპრილის მემორიალთან მისული გერმანიის ელჩი მიესალმა აქტივისტებს, რომლებიც ადგილზე საბოტაჟის მოწყობის მიზნით იყვნენ შეკრებილები.
09 აპრილი 2026, 13:32
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ ყურადღებას არ აქცევს ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ეხმარება, რადგან მოსკოვს ენდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ ყურადღებას არ აქცევს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე დარტყმების განხორციელებისას ეხმარება, რადგან ისინი პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ენდობიან.
09 აპრილი 2026, 13:28
საზოგადოება
9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს
9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს.
09 აპრილი 2026, 13:27
ეკონომიკა
ნანო ურუშაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივები ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 13:17
საზოგადოება
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.
09 აპრილი 2026, 13:13
ეკონომიკა
აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 13:09
საზოგადოება
ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
09 აპრილი 2026, 13:08
პოლიტიკა
გეკა გელაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 13:02
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
09 აპრილი 2026, 13:01
პოლიტიკა
ოდიშარია: მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ პატივის მისაგებად არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის დავალების აღსრულება, რომ დადგან ყალბი სურათი, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.


