imedi /  15 ნოემბერი 2018, 19:02 / სანდო წყარო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 583 022 ლარი გამოიყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი გამოიყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ცესკოს ინიციატივით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:15

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში

„აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერშეტევებს - ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:12

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისადმი ურყევია

„საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოუცხადა 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“, - ნათქვამია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის წერილში, რომელსაც „real clear world“ აქვეყნებს. ელჩის თქმით, ამ კანონპროექტში, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, გაჟღერებულია მოწოდება აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ რუსეთის კიბერსაფრთხეებთან საბრძოლველად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „აღიარებულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი“.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 14:12

COVID19

პაატა იმნაძე: ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა

ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაოს დროს არ მომხდარა-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, მათი დაინფიცირება კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში მოხდა.

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:09

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო მხარდაჭერა საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლის აღიარებაზე მეტყველებს

„საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მარტის დასაწყისში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი“, - წერს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“ -ში გამოქვეყნებულ წერილში სათაურით - „საერთო ღირებულებები: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა“. მისი თქმით, ამ მრავალპარტიული შეთანხმების მიხედვით, რომელსაც წინ უძღოდა მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით, გაიზარდა პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა.

ლევან გოფოძე

10 აპრილი 2020, 14:08

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტი იმყოფება, მათგან სამია კორონავირუსით ინფიცირებული.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 14:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების წყალობით, ქვეყანამ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ძლიერი პასუხი გასცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მიერ გადაგმული წარმატებული ნაბიჯები აძლევს იმედს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ეფექტურად გადალახოს ეკონომიკური სირთულეები.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს რეგიონის უკვე მეორედ შემოწმება მიმდინარეობს. „ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირი იყოს გამოვლენილი. მარნეულსა და ბოლნისში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე საუბრობდნენ პირველი დღიდან ექიმები, დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 13:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სამედიცინო დოლბანდი სტრატეგიული პროდუქტია და ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა მისი გარეთ გატანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების ფასს განმარტავს. ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნედლეულს საქართველო საზღვარგარეთ კომერციულ ფასად ყიდულობს და ერთი პირბადის დამზადება ქვეყანას საშუალოდ 1 ლარი და 8 თეთრი უჯდება.

ბზის ტოტები

10 აპრილი 2020, 13:57

საზოგადოება

სატყეო სააგენტო: ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს

ბზის შეძენისას მოქალაეებმა ადგილწარმოების შესახებ ცნობა უნდა მოითხოვონ და რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ, - ამის შესახებ Imedinews-ს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტრადიციულად, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 13:54

COVID19

თეა წულუკიანი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე: დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური არაა

დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე დასმულ კითხვას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც არსებული საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის დრო მოახლოვდება, გაგრძელებაზე მსჯელობაც იქნება უფრო აქტიური.

ლინდსი გრემი

10 აპრილი 2020, 13:49

COVID19

სენატორი ლინდსი გრემი: ჩინეთის მთავრობა 16 000 ამერიკელის სიკვდილსა და 17 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენაზეა პასუხისმგებელი

„რესპუბლიკელი“ სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიაში, რამაც ამერიკელების სიკვდილი და რეკორდული უმუშევრობა გამოიწვია, ჩინეთის მთავრობაა დამნაშავე. ამის შესახებ სენატორმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

10 აპრილი 2020, 13:45

COVID19

ნათია თურნავა ქართული წარმოების პირბადეებზე: ეს არის ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი და მოხდენილი ნივთი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული წარმოების პირბადეს ყველაზე მოდური აქსესუარი უწოდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე პირველ რიგში არის პირადი დაცვის საშუალება და არა მოდური აქსესუარი.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძე: ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს

ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს COCID-19-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 აპრილი 2020, 13:35

სამართალი

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ნიგერიის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეროვნული ბანკის თანამშრომლები სამსახურში გარკვეული სიმპტომების გამოვლენამდე დადიოდნენ

ეროვნული ბანკის თანამშრომლები იქამდე დადიოდნენ სამსახურში, ვიდრე მათ გარკვეული სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მათთვის სამსახურში სიარულის აკრძალვის საფუძველი არ არსებობდა და ისინი რეკომენდაციებს იცავდნენ.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 13:31

COVID19

ნათია თურნავა: ვეცდებით, რომ პირბადეების მარაგი ძალიან მალე შევავსოთ

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღეა, პირველი პარტია - 400 000 პირბადე შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მოთხოვნა მართლაც დიდია“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 13:27

COVID19

პაატა იმნაძემ იხუმრა, რომ დემნა გვასალიამ შეიძლება საქართველოში წარმოებულის მსგავსი პირბადეები გამოუშვას

დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადეები გამოუშვას, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები მოსწონს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქართული წარმოების პირბადის დემონსტრირებისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში

სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

10 აპრილი 2020, 13:18

COVID19

კორონავირუსის გამო აშშ-ის 16 შტატში სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის 16 შტატში სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სასწავლო წლის ბოლომდე სკოლები შემდეგ შტატებშიო დაიხურა: ალაბამა, ალასკა, არიზონა, არკანზასი, ჯორჯია, ინდიანა, კანზასი, მიჩიგანი, მისური, ნებრასკა, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, პენსილვანია, ვერმონტი, ვირჯინია და ვაშინგტონი.

10 აპრილი 2020, 13:16

COVID19

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.პაატა იმნაძის თქმით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში გარდაიცვალა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.