imedi /  18 ნოემბერი 2018, 19:55 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: შავი პიარი ნაციონალური მოძრაობის და მათი რუსი პიარტექნოლოგების სტილია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას ე.წ. შავი პიარის წარმოებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, შავი პიარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დაქირავებული რუსი პიარტექნოლოგების სტილია. მდინარაძის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ნაციონალები მმართველი გუნდის პიარკონსულტანტების "გაშავებით არიან დაკავებულები, ებრაელი პიარკონსულტანტი ყოფილა დამნაშავე და რუსი, კრემლის პიარკონსულტანტები არიან ჭეშმარიტების მღაღადებლები", - თქვა მდინარაძემ.

უმრავლესობის წევრის განცხადებით, მმართველ გუნდს ამერიკის მთავარი პარტნიორი პიარკონსულტანტებიც ჰყავს. რაც შეეხება წინასაარჩევნოდ საზოგადოებასთან შეხვედრებს, მდინარაძე ამბობს, რომ ამ მხრივ კომუნიკაცია გააქტიურდება:

"ვფიქრობ, ეს აქამდეც არ გვაკლდა, თუმცა ამ შემთხვევაში დეტალურად მიდის ამ საკითხებზე საუბარი. თემატური ხასიათის შეხვედრებს კანდიდატიც აწარმოებს. სალომე ზურაბიშვილი შტაბის საქმიანობაშიც უფრო აქტიურადაა ჩართული და თუ მედიაში რამდენიმე დღე არ გამოჩნდება, ეს არ უნდა გახდეს ოპონენტებისთვის მთავარი დარტყმის საფუძველი. რაც შეეხება ვიღაცის მიერ გაკეთებულ ნეგატიურ პიარს, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამაკაცები წამოვიდნენ კამპანიაში წინა პლანზე, ესაა თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, რასაც საფუძველი არ გააჩნია. ლიდერებს შორის ჭარბობენ მამაკაცები და მათი ბილბორდებზე გამოჩენა გახდა კრიტიკის საფუძველი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მამაკაცები არავის ნაცვლად არ გამოჩენილან კამპანიაში. საუბარია იმაზე, რომ პარტიული მხარდაჭერა გამძაფრდა და გამოიკვეთა. ამით მესიჯი კამპანიაში იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს. ეს მესიჯი მეორე ტურში კიდევ უფრო გამძაფრდა", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქალაქში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული ბილბორდების გამოჩენას, მდინარაძე ამბობს: "დიდი სიამოვნებით გააკეთებდა იგივეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, აქაც არაა პრობლემა, არ გეგონოთ, რომ ვინმე თავს არიდებს მსგავსი ანტირეკლამის გაკეთებას. ამ შემთვევაში დაგვასწრეს და მსგავსი ბილბორდები გამოაკრეს კონკრეტულმა პირებმა".

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ენგურჰესი

18 თებერვალი 2019, 15:22

ეკონომიკა

ენგურჰესში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრება

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ დაიკლო, რის გამოც მარტში აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნება. როგორც ენგურჰესის ადმინისტრაციული და საერთო საკითხების მენეჯერი ნუგზარ სართანია ამბობს, საცავში წყლის დონემ დაიწია და დაახლოებით 20 მეტრის მარაგია დარჩენილი.

ლევან კობიაშვილი

18 თებერვალი 2019, 15:19

სპორტი

UEFA კობიაშვილზე: მეორე ვადით ეროვნული ნაკრების წარმატების ფონზე აირჩიეს

"ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კარგი გუნდური მოთამაშე ვიყავი“, – ამბობს კობიაშვილი, რომელიც ბუნდესლიგაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით (351) ისტორიაში მეორე უცხოელია.

კევინ დიურანტი

18 თებერვალი 2019, 15:04

სპორტი

NBA-ში ყველა ვარსკვლავის მატჩი შედგა

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის, ქალაქ შარლოტში შემდგარი საკალათბურთო ზეიმსი ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ გოლდენ სტეიტ უორიორზის ფორვარდი კევინ დიურანტი აღიარეს. თამაშის MVP-იმ 31 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მოაგროვა.

წიგნები

18 თებერვალი 2019, 14:57

კულტურა

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მაია დანელიასა და ცენტრის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერის, ნინო ნადიბაიძის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებსა და პარტნიორებთან.

18 თებერვალი 2019, 14:50

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მშობელთან დაკავშირებული ტერმინების შემოღებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა. ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთნაირსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.

გიგა ზედანია

18 თებერვალი 2019, 14:48

საქართველო

ილიაუნის აკადემიური საბჭო და სტუდენტები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განაცხადა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიზნესსკოლისთვის ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა უზრუნველყოფილი იქნება.

18 თებერვალი 2019, 14:40

მსოფლიო

ატლანტის ოკეანეში იშვიათი სახეობის ვეშაპები შეამჩნიეს

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა იშვიათი სახეობის ვეშაპი შვილთან ერთადაც შეამჩნიეს. ოკეანოლოგთა ვარაუდით დედალი ვეშაპი დაახლოებით 17 წლის იყო. აღმოჩენა მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს და სახელად პიკო დაარქვეს. მკვლევართა ვარაუდით ვეშაპს ბოლოს ნაშიერი 2011 წელს ჰყავდა.

18 თებერვალი 2019, 14:37

ტექნოლოგიები

ჩინეთის იმპერატორი 121 ცოლთან ღამის გასატარებლად გეომეტრიულ გრაფიკს იყენებდა

დროის გაზომვიდან ზღვის ნავიგაციამდე - მათემატიკა ძველი ცივილიზაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათემატიკის ისტორია ძველი ეგვიპტიდან, მესოპოტამიიდან და ძველი საბერძნეთიდან იწყება, თუმცა ამ ქვეყნების დაცემის შემდეგ, დასავლეთში მათემატიკის განვითარება ფაქტობრივად საუკუნეების განმავლობაში შეწყდა.

18 თებერვალი 2019, 14:19

საქართველო

ბესელია: ჩემი გვარი კომიტეტზე მომხსენებლთა სიიდან ამოიღეს

ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მისი გვარი ამოღებულია ორი კანონპროექტიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით პასუხისმგებელ პირთა შორის იყო.

საბავშვო ბაღები

18 თებერვალი 2019, 14:17

საქართველო

2018 წელს ცხენის ხორცი 4 საჯარო ბაღის მენიუში აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, საქართველოს საჯარო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა.

18 თებერვალი 2019, 13:42

ძალოვნები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

30 წლამდე კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.

დომინიკ პარსელი

18 თებერვალი 2019, 13:38

კულტურა

თბილისს მსახიობი დომინიკ პარსელი სტუმრობს. ფოტო და ვიდეოკოლაჟი

თბილისში სერიალ "გაქცევის" მსახიობი დომინიკ პარსელია ჩამოსული. მან Instagram-ზე თბილისში ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძესთან ერთად არის. დომინიკ პარსელი თბილისში სავარაუდოდ უბრალოდ, მეგობართან არის ჩამოსული და ის ლიკუნა ხაჭაპურიძესთან ერთად გადაღებებში არ მონაწილეობს.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 13:36

საქართველო

ზურაბიშვილი: საფრანგეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საფრანგეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან შეხვედრამდე განუცხადა.

დავით სერგეენკო

18 თებერვალი 2019, 13:33

საქართველო

სერგეენკო დეკანოზზე: პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია

"მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

18 თებერვალი 2019, 13:28

ტექნოლოგიები

მარსზე გაფრენისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა კარგი იუმორის გრძნობაა

მეცნიერები აცხადებენ, რომ მარსზე მისიის შესასრულებლად ეძებენ უდარდელი და კარგი იუმორის მქონე ადამიანს. კვლევამ დაადგინა, რომ სამომავლო მისიის წარმატება დამოკიდებულია ეკიპაჟის კლოუნ-წევრზე.

18 თებერვალი 2019, 13:27

მსოფლიო

ქაშმირში შეტაკებებისას 4 სამხედრო დაიღუპა

ქაშმირის შტატში, რომელსაც ინდოეთის ხელისუფლებას აკონტროლებს ოთხი სამხედრო სროლების დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. შეტაკება პულვამას რეგიონში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელის ტერაქტის დროს სულ მცირე 40-მდე ინდოელი პოლიციელი მოკვდა.

ბავშვთა უფლებები

18 თებერვალი 2019, 13:21

საქართველო

მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს

განათლების მინისტრის მოადგილის ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანის განმარტებით, მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომელიც მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება. საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ირაკლი ლექვინაძე

18 თებერვალი 2019, 13:18

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი მზადაა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობას შეხვდეს

უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სხვა ყველაფერი მიმაჩნია აბსოლუტურ პოლიტიკურ სპეკულაციად, თუ არ იქნება მეტი ინფორმაცია, ვიდრე დღეს არსებობს. რაც უფრო ნაკლები ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია იქნება, საფინანსო ისნტიტუტისთვის უკეთესი იქნება”,- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

18 თებერვალი 2019, 13:14

ძალოვნები

დაბა ბაკურიანში სამთო საბაზისო კურსი იმართება

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს სამი კვირის განმავლობაში თხილამურებით ტექნიკურ სრიალს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას, თოვლში თავშესაფრის მოწყობას, ზვავის დროს დაშავებულის ძებნა-აღმოჩენას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ორგანიზებულ ევაკუაციას შეასწავლიან.

ენტონი უინერი

18 თებერვალი 2019, 13:08

მსოფლიო

არასრულწლოვანთან სექსტინგის გამო გასამართლებულმა კონგრესმენმა ციხე დატოვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა ენტონი უინერმა, რომელიც არასრულწლოვნისთვის სექსუალური ხასიათის მესიჯების გამო მსჯავრდებული იყო, 15-თვიანი პატიმრობის შემდეგ ფედერალური ციხე დატოვა. ვაინერი სასჯელის დანარჩენ დროს ბრუკლინის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოიხდის.