მდინარაძე: მელია ცრუობს, კახა ისაკაძეს და გია მეტრეველს ქართულ ოცნებასთან შეხება არ აქვთ
მამუკა მდინარაძე
ფოტო: ქართული ოცნება
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია ნიკა მელიას კომენტარზე, სადაც ის ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს თავს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაესხნენ.
მდინარაძემ მელიას ამ განცხადებას ამორალური და ცრუ ინფორმაცია უწოდა.
"თუ წარსულში ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი. ბოლო დროს გავრცელებული ყველა ინფორმაციის ლაიტმოტივი არის ტყუილი და ისინი ყველა კომპონენტს თავის კამპანიაში ტყუილზე აგებენ.
წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენლმა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ონში. მე მინდა, სანამ ბატონი ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ბატონ ნოდარ ბურდილაძეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს რაც შეიძლება მალე და დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა იცრუა, როცა თქვა რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ,,ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია თუ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები.
ამიტომ, მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ მსგავსი ამორალური განცხადებებისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ერთადერთი, რაც მან თქვა მართალი არის ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ონში „ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ბურდილაძე 22 ნოემბერს გვიან ღამით დაჭრეს. შსს-მ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, ჩხუბში მონაწილე ორივე მხარე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
28 მაისი 2026, 11:44
სპორტი
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:31
რეგიონი
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
28 მაისი 2026, 11:25
სპორტი
ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.
28 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.
28 მაისი 2026, 11:20
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:16
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.
28 მაისი 2026, 11:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
28 მაისი 2026, 11:01
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
28 მაისი 2026, 10:52
მსოფლიო
კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.
28 მაისი 2026, 10:44
საზოგადოება
სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
28 მაისი 2026, 10:31
კულტურა
EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲
ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.
28 მაისი 2026, 09:51
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
28 მაისი 2026, 09:48
საზოგადოება
200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.
28 მაისი 2026, 09:42
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.


