imedi /  25 ნოემბერი 2018, 20:19 / სანდო წყარო

ცესკო: ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სტამბაში ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა, მცდარია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სტამბაში ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა, მცადრია. შპს „კარტოგრაფში“ ასევე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის შესვლა, რაც მათივე თქმით, გარკვეულწილად ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ამ კონკრეტულ სტამბაში, რომელიც გახლავთ შპს „კარტოგრაფია“, დაიბეჭდა 7 საოლქო საარჩევნო კომისიის ბიულეტენები. პროცესზე დამკვირვებლები იყვნენ ცესკოს წარმომადგენლები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც განსაზღვრულია ცესკოს განკარგულებით. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ, ამ კონკრეტულ სტამბაში ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირის შესვლის ფაქტს. ეს გარკვეულწილად ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს კონკრეტული პირი ახლდა საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და სტამბამ მიიჩნია, რომ იგი იყო საოლქო კომისიის წარმომადგენელი და შეეძლო მას ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დაკვირვება განეხორციელებინა. მოგეხსენებათ, ბეჭდვის პროცესს თან ახლავს წუნდებული პროდუქცია, ასეთ დროს სტამბის მიერ ასეთი ბიულეტენები გროვდება ცალკე, გადაიდება და შემდეგ, ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება, რაზეც დგება შესაბამისი განადგურების აქტი“, - განმარტა ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ნინო ხარატიშვილი

27 თებერვალი 2020, 16:02

კულტურა

მწერალი ნინო ხარატიშვილი ბუკერის პრემიაზეა წარდგენილი

ნინო ხარატიშვილი ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდზე წარდგენილია წიგნით „მერვე სიცოცხლე“. მას გარდა წლის საუკეთესო წიგნის კატეგორიაში კიდევ 12 ავტორი იბრძვის. მათი ნაწარმოები ჟიურის წევრებმა 124 წიგნს შორის აარჩიეს. ჯილდოს ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე ნათარგმნ და დიდი ბრიტანეთსა ან ირლანდიაში გამოქვეყნებულ წიგნებს ენიჭება. გამარჯვებული ავტორი და მისი წიგნის თარჯიმანი 50 000 გირვანქის ოდენობის ჯილდოს გაიყოფენ.

იტალია

27 თებერვალი 2020, 15:49

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რიგი ქვეყნის მოწოდება, რომ მათმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ იტალიაში გამგზავრებისგან, გაუმართლებელია

კორონავირუსი იტალიის ტერიტორიის მხოლოდ 0,05%-ზეა გავრცელებული და რიგი ქვეყნების მოწოდებები, რომ თავიანთამა მოქალაქეებმა თავი შეიაკავონ იტალიაში გამგზავრებისგან, გაუმართლებელია. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. ლუიჯი დი მაიოს თქმით, იტალია კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან გამჭვირვალედ მოქმედებდა.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 15:48

საქართველო

დავით ზალკალიანი: ყველაფარეს ვაკეთებთ, რათა ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომების შესახებ ინფორმირებულნი ვიყოთ

„ყველა ზომას ვიღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულნი იყვნენ და ჩვენც ვიყოთ იმ ზომების შესახებ ინფორმირებულნი, რასაც ისინი იღებენ. ჟენევაში ჩვენი მისია აქტიურ კომუნიკაციაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინასთან, ძირითადი ინსტრუქციები მოდის ამ ორგანიზაციისგან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა.

დავით მათიაშვილი ტვ პირველი

27 თებერვალი 2020, 15:32

საქართველო

იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ რჩევებს აძლევს

„ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც გრიპის სიმპტომები აქვს და არ მოდის. ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. თუ გაქვს სიცხე და თუ გაქვს გაციების სიმპტომები, უნდა იყო სახლში. იმკურნალო ისე, როგორც მკურნალობ ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს. და თუ დამძიმდება სიტუაცია და თუ გართულდა სიმპტომები, მაგ შემთხვევაში უნდა მივმართოთ საავადმყოფოს, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ სერვისი ვერ გაუძლებს ამდენ პაციენტს“, - განაცხადა მათიაშვილმა.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 15:21

საქართველო

დავით ზალკალიანი: იტალიიდან ფრენების შეზღუდვას ჯერჯერობოთ არ განვიხილავთ

ამ მომენტში, ჯერჯერობით ჩვენ იტალიიდან ფრენების შეზუდვას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოს ფერენები მხოლოდ ორ ქვეყანასთან, ირანთან და ჩინეთთან აქვს შეზღუდული, „იცით, რომ ორი ქვეყანა, ვისთანაც ფრენების შეზღუდვები გვაქვს, ეს ჩინეთი და ირანია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

აფხაზეთი

27 თებერვალი 2020, 15:17

საქართველო

ბრაზილიელ ტურისტებს ე.წ.-მა მესაზღვრეებმა კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურის ხიდის გადაკვეთის უფლება არ მისცეს

ბრაზილიელი ტურისტები, რომლებიც ენგურის ხიდის გადაკვეთას ცდილობდნენ, ე.წ.-მა მესაზღვრეებმა არ გაატარეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო ე.წ. სასაზღრო კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა ყველა უცხოელს აეკრძალება. აკრძალვა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

იაპონიის სკოლები

27 თებერვალი 2020, 15:13

მსოფლიო

იაპონიის პრემიერმა ქვეყანაში სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებების ფარგლებში, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ პრეფექტურებს მოსთხოვა, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

ჰუბერტ ქნირში

27 თებერვალი 2020, 14:48

საქართველო

გერმანიის ელჩი: არ მიგვიღწევია შედეგისთვის, თუმცა ყველა მუშაობს ამისთვის, მოთმინებას გთხოვთ

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში დიპლომატების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს გამართულ შეხვედრას წარმატებულს უწოდებს. გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს კონკრეტული შედეგისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 14:41

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ეს იყო საერთაშორისო მეგობრების ბოლო მცდელობა, რომ პოზიციები დაეახლოებინათ

ეს იყო საერთაშორისო მეგობრების ბოლო მცდელობა, რომ პოზიციები დაეახლოებინათ, - ამის შესახებ პარტია “შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ბურჯანაძე

27 თებერვალი 2020, 14:39

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ჯერჯერობით იმ ვარიანტების მოთელვა იყო, რაზეც შეთანხმება შეიძლება

ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარი პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

გიგა ბოკერია

27 თებერვალი 2020, 14:37

საქართველო

გიგა ბოკერია: გიორგი მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში მისასალმებელია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში მისასალმებელია". ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, ის თავის პარტნიორად განიხილავს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია უნდა იყოს.

მარიამ ჯაში

27 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

მარიამ ჯაში: დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ძალისხმევით ყინული დაიძრა

“რეალური შესაძლებლობა ჩნდება, რომ დიალოგი განახლდეს. დღეს იყო ახალ შემოთავაზებაზე საუბარი, თუმცა კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ნაადრევია. ნებისმიერმა წინასწარმა ინფორმაციამ შეიძლება დააზარალოს დიალოგი. საქართველოს სჭირდება, რომ დიალოგის შედეგად კონსენსუსი მიიღწეს. კვირაზე ნაკლები რჩება საბოლოო შეთანხმებამდე, იქნება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში“, - განაცხადა დეპუტატმა.

მარინა ენდელაძე

27 თებერვალი 2020, 14:31

საქართველო

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელი პაციენტი აბასთუმანშია გადაყვანილი

ირანის მოქალაქე, რომელმაც გუშინ ბოქსირებული განყოფილება მედიკოსების ნებართვის გარეშე დატოვა და ჟურნალისტებს გაესაუბრა, აბასთუმანში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა როგორც შესაძლო შემთხვევა, რადგან სამი დღის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა.

თამარ ჩუგოშვილი

27 თებერვალი 2020, 14:30

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: კარგი იქნება თუ ყველა მონაწილე კომპრომისზე წავა, რათა ჯანსაღი საარჩევნო გარემო მივიღოთ

ეს იყო არაფორმალური შეხვედრა და ამ შეხვედრებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა. „დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ სხვადასხვა ვერსიაზე იყო მსჯელობა და კარგი იქნება თუ ყველა მონაწილე კომპრომისზე წავა, რათა ჯანსაღი საარჩევნო გარემო მივიღოთ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება შედგეს

ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართლიან პრინციპებზე შედგეს შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა. თალაკვაძემ ამ შეხვედრას წინ გადადგუმლი ნაბიჯი უწოდა, რათა ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეხვდნენ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები ერთმანეთთან შეათანხმონ.

ინფექციური საავადმყოფო

27 თებერვალი 2020, 14:12

საქართველო

„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ინგა გრიგოლიას განმარტებით, თავისი კოლეგა დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

27 თებერვალი 2020, 14:05

ძალოვნები

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ანას ბაღი

27 თებერვალი 2020, 14:04

საქართველო

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობა შეაჩერა

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩხეტიამ მიიღო. სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 14:00 საათზე მერიის ზედამხედევლობის სამსახურს ოფიციალურად ჩააბარებენ.

ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი 2020, 14:04

საქართველო

ელიზაბეთ რუდი: დღევანდელმა შეხვედრამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს მომავალ დღეებზე აისახება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა. დიპლომატის თქმით, შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. „საუბარი იყო კონსტრუქციული და დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს მომავალ დღეებზე აისახება“, - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 14:00

საქართველო

ირანში მოგზაურობიდან დაბრუნებული რამდენიმე მოქალაქე ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ირანში მოგზაურობდა, საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია ,,ქრონიკას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ ოჯახის ერთმა წევრმა, კაცმა შეძლო, მისი ცოლი და შვილი კი აზერბაიჯანში დააბრუნეს.