imedi /  28 ნოემბერი 2018, 10:44 / სანდო წყარო

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მარნეულში განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს.

„მე და ჩემი კოლეგები დიდი ინტერესით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში. მოხარულნი ვართ მარნეულში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე. მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია, ქვეყანა გაერთიანდეს ეროვნული ინტერესების გარშემო. ახლა არჩევნები ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

ყაზბეგი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, დღეს გრძელი და საინტერესო დღე იქნება. აჭარა, თბილისი - დიდი ბრიტანეთის დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე აკვირდებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ. საქართველოს პრეზიდენტობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სურთ.

28 ნოემბერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში უქმე დღეა.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

03 აპრილი 2020, 19:41

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გამოკვლეულ 16 პაციენტს კორონავირუსი არ აქვთ

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 16 პაციენტთან კორონავირუსი არ დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ვახტანგ კალოიანი

03 აპრილი 2020, 19:37

COVID19

ვახტანგ კალოიანი: კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა არ არის დრამატული

უახლოესი კვირები ჯანდაცვის სისტემისთვის გადამწყვეტი იქნება, როგორც ეპიდემიოლოგიური ისე ჰოსპიტალური სექტორის თვალსაზრისით. მთავარია როგორი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ და მოვახერხებთ თუ არა მის დაჭერას ათეულების ფარგლებში. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იზოლაციის და კარანტინის წესების დაცვას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

ვესტფალენშტადიონი

03 აპრილი 2020, 19:19

COVID19

ვესტფალენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება

საფეხბურთო კლუბი „ბორუსია დორტმუნდის“ სტადიონი ვესტფალენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება. ამის შესახებ ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში. „შაბათიდან „სიგნალ იდუნა პარკის“ ჩრდილოეთ ტრიბუნა უმზად იქნება მოემსახუროს პაციენტებს, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი

03 აპრილი 2020, 19:16

COVID19

თბილისში ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 120 მოქალაქე ჩამოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 120 მოქალაქე იმყოფება. მგზავრებს ჯერჯერობით თვითმფრინავი არ დაუტოვებიათ. ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

03 აპრილი 2020, 18:55

COVID19

კორონავირუსის გამო აშშ ახალი პასპორტების გაცემას დროებით შეაჩერებს

კორონავირუსის ეპიდემიის შეკავების მიზნით აშშ ახალი პასპორტების გაცემას დროებით შეაჩერებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისი გაკეთდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციებისთვის.

რატი იონათამიშვილი

03 აპრილი 2020, 18:53

სამართალი

რატი იონათამიშვილი: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით სამართლიანობა უკვე საერთაშორისო დონეზეც აღდგა

როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა, დადასტურებულია უკვე არაერთგზის - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა. რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:49

COVID19

კახა კალაძე: ყოველთვის როცა ამის საჭიროებაა, ეკლესია ქვეყნის სადარაჯოზე დგას

ჯერ აღდგომამდე დრო არის დარჩენილი, ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია , ამიტომ რთულია ამაზე საუბარი - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია მუდმივად იდგა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ეს ყოველთვის ასე გაგრძელდება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე პირველ რიგში ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:38

COVID19

კახა კალაძე: ათივე რაიონში მუნიციპალური სერვისების მუშაობა შევაჩერეთ და ეს სერვისები გადავიტანეთ მერიაში

პირველი რაც გავაკეთეთ ისევ და ისევ ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ათივე რაიონში მუნიციპალური სერვისების მუშაობა შევაჩერეთ, რადგან პირდაპირ უწევდათ კონტაქტი და კომუნიკაცია ადამიანებთან დავტოვეთ მხოლოდ მერიაში ეს სერვისები - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სერვისი თბილის მერიაში შენარჩუნებულია. კალაძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რთულ ვითარებაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.

03 აპრილი 2020, 18:38

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ილაპარაკა.

03 აპრილი 2020, 18:33

COVID19

1 დღეში StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 700 000 ლარით გაიზარდა

1 დღეში, StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა. მთლიანობაში COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:28

COVID19

კახა კალაძე: იმედი მაქვს ჩვენი სოლიდარობის აქტს კიდევბ ბევრი ადამიანი შეუერთდება

ეს ინიციატივა ვფიქრობ არის ერთობ მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დავიწყეთ აქტიური ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და გამოთქვამდა მზადყოფნას. გვეკითხებოდნენ როგორ შეიძლებოდა მათი ჩართულობა, რომ განეხორციელებინათ ფინანსური შემოწირულობა - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

03 აპრილი 2020, 18:26

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ქალი მართვით სუნთქვაზეა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობაც მძიმეა. ის კლინიკაში შემოყვანისთანავე დავაინტუბირეთ და მართვით სუნთქვაზეა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

ანგელა მერკელი

03 აპრილი 2020, 18:12

COVID19

ანგელა მერკელი კარტანტინის დასრულების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინიდან გამოვიდა და სამუშაოს დაუბრუნდა. ანგელა მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც ექიმს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მან კარანტინში 12 დღე გაატარა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:12

COVID19

კახა კალაძე: რეფერალური პროგრამების დაფინანსება ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაგრძელდება

კლინიკებს, ექიმებს, ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუგროვებთ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ლევან რატიანი

03 აპრილი 2020, 18:05

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს გულის უკმარისობა აღენიშნება. „კლინიკაში გადმოყვანილი ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკურად სახეზეა კორონავირუსის შემთხვევა, მწვავე პნევმონია. ანამნეზი ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა სათანადო კვლევები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს“, - განაცხადა რატიანმა.

03 აპრილი 2020, 17:58

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1129-ს მიაღწია, 86 667 კი დაინფიცირებულია. ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბავარიის მხარესა და ასევე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაშია.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 17:54

COVID19

კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, მიკროავტობუსებთან კი ხელშეკრულება გავაფორმეთ

კლინიკებს, ექიმებს, ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუგროვებთ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

03 აპრილი 2020, 17:35

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1576 ლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1813 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0237 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4134 ლარია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

03 აპრილი 2020, 17:33

COVID19

ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს დახმარებით სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელმა საწარმომ წარმოება გააფართოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელ საწარმო „დოქტორ გუდსს“ ესტუმრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმციით, მინისტრი საოპერაციო ნაკრების, ქირურგიული ხალათებისა და კომბინიზონების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავას განცხადებით, საწარმომ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო ფუნქციონირება და მისასალმებელია, რომ მათი თანამშრომლებს რაოდენობა 5-დან 70-მდე გაიზარდა.

მეუფე ანტონი

03 აპრილი 2020, 17:29

COVID19

მეუფე ანტონი: თუ ასე ეშინიათ, მაშინ სააღდგომო ლიტურგია სტადიონზე ჩატარდეს

„აღდგომას წირვა არ ჩატარდეს - ეს გამორიცხულია. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. შეიძლება ის სტადიონზე ან გარე სივრცეში ჩატარდეს, სადაც ადამიანებს დისტანციის დაცვა შეეძლებათ. აღდგომა დღეს ძალიან ბევრი ხალხი მოვა, ძნელი იქნება ტაძრებში დისტანციის დაცვა, ამიტომ ის გარეთ ჩატარდეს“, - განაცხადა მეუფე ანტონიმ.