საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ნათია იოსელიანი
ფოტო: ცესკო
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს აირჩევენ, - განაცხადა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი.
„მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ასარჩევად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არც დაწყებულა, და შესაბამისად, არც არის ცნობილი თუ ვის აირჩევენ აღნიშნულ პოზიციებზე, უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა. ჩართული მხარეების სხვადასხვა წარმომადგენელი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ასარჩევ პირთა სტიგმატიზაციას და მიკერძოებულად წარმოჩენას.
ის, რომ დაინტერესებული მხარეები შეეცდებოდნენ პროცესის დაზიანებას, გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ანალოგიური ვითარება იქმნება ყველა არჩევნების წინ და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ჯერ კიდევ არჩევამდე ხდებიან სტიგმატიზაციის მსხვერპლნი.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს და დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ასეთი უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მის საქმიანობას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს. ამიტომ, ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი. ასევე, მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი.
თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყოველთვის იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ინტერესების დამცველი. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეული საარჩევნო მოხელისგან მოითხოვს პროფესიონალიზმისა და ეთიკის იმ მაღალი სტანდარტების დაცვას, რომელიც გაწერილია ცოტა ხნის წინ მიღებულ დოკუმენტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ამ პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.
ახლა კი გაგაცნობთ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 2-5 სექტემბრის პერიოდში განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში. სულ შემოვიდა 24 425 განაცხადი, საიდანაც 9 111 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 314 კი კომისიის წევრობის კონკურსში.
კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13 წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.
21 ივლისი 2026, 20:26
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.
21 ივლისი 2026, 20:24
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდიდან საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაცია აღარ იძებნება. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
7 თვიანი ლოდინის დასასრული და შესაძლებლობა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვისთვის - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია რწმუნებათა სიგელებს გერმანიის პრეზიდენტს 23 ივლისს გადასცემს.
21 ივლისი 2026, 20:11
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში. „ქრონიკა“ სინგაპურიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში - მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური რეფორმები, ფინანსური სექტორი და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების გამოცდილების გაზიარებაა.
21 ივლისი 2026, 19:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
21 ივლისი 2026, 19:39
მსოფლიო
Euronews: რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა
რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 19:36
პოლიტიკა
თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
21 ივლისი 2026, 19:15
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 19:03
მსოფლიო
უნგრეთში, ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს
უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ სამშაბათს, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ ოფისებში, სადაც მისი ინტერნეტ-სერვერებია განთავსებული და ახალი მთავრობა პარტიის საქმიანობის აღკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.


