10 სექტემბერი 2024, 09:09 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, თუ როგორ ანადგურებენ გვარამია-მელიას პარტიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის საარჩევნო პლაკატებს

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ გვარამია-მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და გვარამია-მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებენ. აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან თუ როგორი რეაქცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე.

ყველა სიახლე

27 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

27 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება, შეფასდეს, რომ ჩიხშია შესული, ამის ერთადერთი მიზეზი არის დამოკიდებულება, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ

ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება, შეფასდეს ისე, რომ ჩიხშია შესული, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი. ეს მიზეზი არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.

მაკა ბოჭორიშვილი

27 აპრილი 2026, 14:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები

ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ისინი პარტნიორებს ქვეყნის გარეთ ეძებენ, რათა საქართველოს ინტერესები დააზიანონ.

27 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით მომზადებული, „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. საკითხის მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წარმოდგენილ რედაქციაში იურიდიული და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად აისახა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

27 აპრილი 2026, 14:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჰერჩინსკი თუ აქამდე მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა, ახლა მთლიანად საქართველოს ესხმის თავს

ეს არის აბსოლუტურად უმსგავსო განცხადება, რომელიც სითავხედის ყველანაირ საზღვარს სცდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 აპრილი 2026, 14:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო

„ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნინო წილოსანი

27 აპრილი 2026, 14:13

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: საქართველო მყარი ნაბიჯებით ივლის ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს

ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ ელჩის ასეთი ქმედებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არ ეხმარება.

27 აპრილი 2026, 14:07

მსოფლიო

ბარსელონაში ნატოს მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა ევროპისგან ისრაელისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაც მოითხოვეს. ომების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებს პალესტინის, ლიბანისა და ირანის დროშები ჰქონდათ გამოტანილი.

27 აპრილი 2026, 14:04

პოლიტიკა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 16 ათას ჰექტარზე მეტი საძოვარი დარეგისტრირდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების ინვენტარიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამა ფინალურ ეტაპზე გადავიდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პეტერ მადიარი

27 აპრილი 2026, 14:03

მსოფლიო

პეტერ მადიარი 29 აპრილს ბრიუსელში ჩავა

უნგრეთის მომავალი პრემიერ მინისტრი პეტერ მადიარი 29 აპრილს ბრიუსელში ჩავა. სოციალურ ქსელში X მან დაწერა, რომ ევროკომისიასთან არაფორმალურ მოლაპარაკებას გამართავს, უნგრეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვის საკითხზე.

27 აპრილი 2026, 13:57

რეგიონი

კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მიხეილ სარჯველაძე

27 აპრილი 2026, 13:31

ჯანდაცვა

29 აპრილს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტის წინაშე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოთხოვნის საფუძველზე წარსდგება.

27 აპრილი 2026, 13:24

პოლიტიკა

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილა.

პაველ ჰერჩინსკი

27 აპრილი 2026, 13:23

პოლიტიკა

ავლაბრის რეზიდენციაში მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა

ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ ავლაბრის რეზიდენცია უკვე დატოვა.

27 აპრილი 2026, 13:20

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გია ნოდია

27 აპრილი 2026, 13:07

პოლიტიკა

გია ნოდია სააკაშვილს: მიშა, საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა

მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტპოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა,- ასე პასუხობს პოლიტოლოგი, გია ნოდია, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მან გია ნოდიას მიერ ტელეეთერში გაჟღერებულ განცხადებას მიუძღვნა: „მე არ ვამბობ, რომ ყველა ვინც გვყავდა დიქტატორი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიული ლიდერი არცერთს არ ეთქმოდა“.

27 აპრილი 2026, 12:43

რეგიონი

აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადებას გეგმავს. ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

27 აპრილი 2026, 12:41

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

27 აპრილი 2026, 12:41

ტაბლოიდი

თურქეთში თუთიყუშებმა Eminem-ისა და რიანას ჰიტი შეასრულეს. ვიდეო

ამაზონის ჯიშის თუთიყუშების პატრონმა, სტამბოლელმა ალი ბურაქ სარიარმა, მომღერალი შინაური ფრინველების ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სულ რაღაც 3 დღეში კლიპმა თითქმის 20 მილიონი ნახვა და 2,3 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.

27 აპრილი 2026, 12:13

სპორტი

ისტორიაში პირველად 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავე ქალმა მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ კალიარიში ფარიკაობაში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.