ბიძინა ივანიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება თუ სხვა.
„მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო ჩვენი გუნდის მიღწევები და ამბიციური, თუმცა რეალისტური პროგრამა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავია და უზომოდ სასიხარულოა საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის!
მაგრამ, თუკი მავანი „ქართული ოცნების“ პროგრესს არ ხედავს, ან ჩვენს სტატისტიკას და მონაცემებს არ ენდობა, შეუძლია გადახედოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს. ამაზე ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე უკვე დეტალურად ვისაუბრე; საქართველოს მოსახლეობა ამას საკუთარი თვალით ხედავს და უკიდურესად მიკერძოებული ოპონენტიც კი ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების მიხედვით კი, საქართველო ხან საუკეთესო ქვეყნების ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში!
სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია!
ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში.
რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ქვეყანას ასე სანუკვარი რამ - 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!
ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 12:13
კულტურა
„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬
სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.
26 ივლისი 2026, 11:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.
26 ივლისი 2026, 11:29
კულტურა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში ეკა მამალაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციები და მოგონებები გააცოცხლა. საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
26 ივლისი 2026, 11:27
საზოგადოება
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.
26 ივლისი 2026, 11:26
მსოფლიო
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა,
26 ივლისი 2026, 11:13
მსოფლიო
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა, ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა.
26 ივლისი 2026, 11:11
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ
უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 11:08
მსოფლიო
დმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია
„ჩვენთვის არსებობს მთავარი პირობა - ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა პესკოვმა.
26 ივლისი 2026, 11:08
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს
სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, შიო მესამე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს.
26 ივლისი 2026, 10:54
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 131 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 131 შეკვრად დაფასოებული და 164 გრამინარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
26 ივლისი 2026, 10:50
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 10:49
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ ბერლინის პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა
მედიის ცნობით, აბდულ ბ. ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისლამისტურ წრეებთან. სააგენტო dpa-სა და გამოცემა Die Welt-ის მონაცემებით, მანამდე ის სასჯელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იხდიდა და 2026 წლის მაისში გათავისუფლდა.
26 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმები შეაჩერა, რათა დიპლომატიას მისცეს შანსი
ამერიკული სარდლობის შეფასებით, ირანზე სერიოზული ზემოქმედების გაგრძელება მხოლოდ სრულმასშტაბიანი ოპერაციით იქნებოდა შესაძლებელი, სამხედროები მზად არიან ასეთი მოქმედებებისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება, - ნათქვამია პუბლიკაციაში. ამავდროულად, ჟურნალისტების მონაცემებით, ტრამპს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განკარგულება არ გაუცია.
26 ივლისი 2026, 10:16
მსოფლიო
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღიარა, რომ წინ „რთული დროა“. ამავდროულად, ვალენსიის ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად მამაკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 70 წლამდე ასაკის კაცი მეხანძრეებმა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, როდესაც მანიზესში, სალტ-დე-ლ’აიგუას ხეობაში ხანძარს აქრობდნენ.
26 ივლისი 2026, 10:13
პოლიტიკა
ალბი კორძაია: სააკაშვილი ჩემთვის განულდა მაშინ, როდესაც ლუკა ჭოხონელიძის დასაცავად, რომელიც მის პარტიაში პორტირდება, იკადრა ჩვენზე სიბინძურეების წერა - ტუტუცი, აწი გაირჭოს თავის სოლიდარობა
მეც არ მესიამოვნებოდა მიხეილ სააკაშვილისგან თუნდაც დადებითი პოსტი ჩემზე, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 09:50
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.
26 ივლისი 2026, 09:43
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს, მათ გეგმებში მშვიდობა არ არის
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას გეგმავს. ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
26 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
ბერლინში ყოველწლიური პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავტომობილი ხალხში შევარდა
ბერლინში ყოველწლიური პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავტომობილი ხალხის ჯგუფში შევარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
26 ივლისი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.


