შალვა პაპუაშვილი: გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან, რაც წარმოადგენს უკანონო კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა საარჩევნო პროცესში უცხოური ძალების ჩარევის შესახებ. პაპუაშვილის შეფასებით, ამგვარი ფაქტები სამწუხაროა და წარმოადგენს დარღვევას.
„რაც შეეხება უცხოურ ჩარევებს, მე ადრე ბრიფინგის სახით მოგახსენეთ და ჩვენ ამ მონიტორინგს ვაგრძელებდით. პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია და ა.შ. დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა არის საქართველოს საარჩევნო კამპანიაში. არის სხვადასხვა სახის - დაწყებული განცხადებებით, რომელიც მედიასაშუალებით თუ მათი სოცმედია საშუალებით საჯაროვდება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მხარი არ დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ და ეს არის ჩარევა.
მეორე, დოკუმენტები - ევროპარლამენტის რეზოლუცია, 13 მინისტრის თუ ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელზეც სხვათა შორის დღემდე ვერ გავერკვიეთ რა ტიპის დოკუმენტია ეს, ერთადერთი წყარო, რაც მივაგენით დღემდე არის „ინტერპრესნიუსის“ ნიუსი ასე ვთქვათ, სადაც მოტანილია ეს ტექსტი. სხვაგან ვერსად, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის ოფიციალურ ვებგვერდზე, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის საელჩოს ვებგვერდზე ეს ტექსტი ვერ მოვიძიეთ და დღემდე პასუხი არ გვაქვს რა განცხადება იყო საერთოდ, ვისი განცხადება, ვისი ინიციატივა იყო, რატომ არის მარტო 13, თარსი რიცხვის ამბავი არის 13 თუ რატომ არ ვიცი. მოკლედ ყოველ შემთხვევაში გაურკვევლობა არის ამ მხრივ. შინაარსობრივად რა თქმა უნდა ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ ემოქმედათ განწყობებზე.
გარდა ამისა, ჩარევა იყო ასევე 20 ოქტომბრის თავყრილობა, რომელიც ენჯეოების და ოპოზიციის ერთობლივი ღონისძიება იყო და სამწუხაროდ გაუმჭვირვალობის პირობებში ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ 20 ოქტომბრის აქციაზე დაიხარჯა ენჯეოების თანხები, ანუ უცხოური თანხები დაიხარჯა საარჩევნო ღონისძიებისთვის და მათ შორის ამას გვაფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ამ აქციასთან დაკავშირებით და ამიტომ გვიჩნდება ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან, რაც წარმოადგენს უკანონო კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა და გარდა ამისა არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე სამწუხაროა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 16:02
საზოგადოება
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
09 აპრილი 2026, 16:01
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები
რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილის მონაწილეზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
09 აპრილი 2026, 15:59
საზოგადოება
ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქალაქ ახალციხეში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლისთავი აღნიშნეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:56
მსოფლიო
Reuters: ირანში ომის გამო ნავთობის გაყიდვით მიღებული რუსეთის შემოსავალი აპრილში 9 მილიარდ დოლარამდე გაორმაგდება
ნავთობიდან მიღებული რუსეთის შემოსავლები აპრილში გაორმაგდება და 9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:39
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი
დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
09 აპრილი 2026, 15:25
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:19
რეგიონი
ხაშურში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა შვილებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
09 აპრილი 2026, 15:18
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:17
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე, აჭარის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 15:14
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრევლებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად
9 აპრილი არის არა უბრალოდ თარიღი - ეს არის ტკივილი და ამავდროულად საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
09 აპრილი 2026, 15:08
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, მოთხოვნების შესაბამისად
ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
09 აპრილი 2026, 15:06
პოლიტიკა
მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი გიორგობიანმა.
09 აპრილი 2026, 15:05
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 15:02
სპორტი
გოგა ბითაძემ 22 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა🏀
გოგა ბითაძეს NBA-ში მორიგი კარგი შეხვედრა ჰქონდა. სულ რაღაც 22 წუთში ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, რასაც 6 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა.
09 აპრილი 2026, 14:55
მსოფლიო
პაველ დუროვი: ევროკავშირის „დიფ სთეითი“ გვეუბნება, რომ „ტელეგრამი“ პრობლემაა
„ევროკავშირის „დიფ სთეითი“ სახელმწიფო მედიისა და სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გვეუბნება, რომ „ტელეგრამი“ პრობლემაა, რადგან ხალხს შეუძლია სხვა სოციალური ქსელებიდან აღებული კონტენტის განხილვა ტელეგრამის პირად ჯგუფებში. ეს აბსურდი გამოიყენება თვალთვალის (Chat Control) და ცენზურის გასამართლებლად“, - წერს დუროვი.
09 აპრილი 2026, 14:53
სპორტი
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.
09 აპრილი 2026, 14:45
მსოფლიო
სენატორი ლი: ნატოდან ჩვენი გამოსვლა დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯია. ნატომ თავისი თავი ამოწურა
„ნატოდან ჩვენი გამოსვლა დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯია. ნატომ თავისი თავი ამოწურა. ის საფრთხეები, რომლებიც მისი დაარსებისას არსებობდა, 76 წლის შემდეგ რელევანტური აღარ არის. ევროპა ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე ინარჩუნებს საკუთარ უსაფრთხოებას და სანაცვლოდ ძალიან ცოტას სთავაზობს“, - წერს სენატორი.
09 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში
დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში, - განაცხადა მეუფე შიომ პარლამენტის წინ ქადაგებისას.
09 აპრილი 2026, 14:40
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერმა ისრაელის ლიბანზე თავდასხმა დაგმო
ესპანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ისრაელის ლიდერი საერთაშორისო სამართალს არღვევს. პედრო სანჩესი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიბანი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები და ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს.
09 აპრილი 2026, 14:31
მსოფლიო
მაკრონმა ფეზეშქიანსა და ტრამპთან სატელეფონო საუბრები გამართა
მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორივე ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ლიბანზე იერიშების შეწყვეტა დაუსახელა. საფრანგეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას ცდილობს.


