გიორგი კალანდარიშვილი: მარნეულის ინციდენტზე ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, არ დავუშვებთ რომ ასეთმა მართულმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რაც კენჭისყრის დღესთან მიმართებით გავწიეთ
ფოტო: ცესკო
ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა შესაბამისი წარმოების პროცედურების სწრაფად განხორციელებისკენ, რათა თავის მხრივ, ცესკოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე სწორი და დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდეს.
„რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია მედია და ინტერნეტ სივრცეში, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ. მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას გაერკვიოს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები, რათა საზოგადოებას, ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის დღის მთლიანობას, რა თქმა უნდა, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას სასწრაფოდ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით.
ასევე ვეხმაურები, მარნეულის საოლქო კომისიის დაქვემდებარებაში არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ხორციელდება ვერიფიკაციის აპარატებში ხმების ჩაწევა, მაშინ როდესაც ამ აპარატებში ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს. ამასთან, ხმის ჩაწევის შესაძლებლობის რაიმე თეორიაც რომ არსებობდეს, აღსანიშნავია ის, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პირმა, ხელმეორედ გამოცხადების ან იმ უბანზე რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მივმართავ ყველა ამ ინფორმაციის ავტორს, გთხოვთ პატივი სცეთ საზოგადოებას, ამომრჩეველს და მივაწოდოთ მათ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ამასთანავე, მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, სადაც გარკვეულ ფსიქო-ემოციური მდგომარეობაში მყოფმა ამომრჩეველმა რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატი იმდაგვარად დააზიანა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. რა თქმა უნდა კომისიამ უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაგიზიარებთ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ასევე ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ყველა სიახლე
10 ივლისი 2026, 00:20
მსოფლიო
ზელენსკი: ნატოში გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას
საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წლებით იზომება, როდესაც ყველა ლიდერი მსჯელობს, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
10 ივლისი 2026, 00:08
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს ესმის, რომ მას ამჟამად უპირატესობა არ აქვს - უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჰაერში და ამის შესაბამის შედეგებს ყველა ხედავს
ვლადიმირ პუტინს ესმის, რომ მას ამჟამად უპირატესობა არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეცვალა თუ არა დონალდ ტრამპთან შეხვედრამ მისი ხედვა უახლოეს მომავალში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
10 ივლისი 2026, 00:07
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ვინმემ თქვა ევროპაში, რომ შუა დერეფანი არ სურთ?! კი, ერთი-ორჯერ საქართველო არ ახსენეს და რა თქმა უნდა კომიკური იყო, მაგრამ არ უთქვამთ, რომ მათთვის სასარგებლო არაა
ვინმემ თქვა ევროპაში რომ დერეფანი არ სურთ?! კი, ერთი ორჯერ საქართველო არ ახსენეს და რა თქმა უნდა კომიკური იყო, მაგრამ არ უთქვამთ, რომ მათთვის სასარგებლო არაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.
10 ივლისი 2026, 00:05
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: იქნებ ვცადოთ ნეიტრალიტეტი, ვცადოთ „ნეიტრალური საქართველოს“ მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან თანამშრომლობაზე
იქნებ ვცადოთ ნეიტრალიტეტი, ვცადოთ ნეიტრალური საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც მიმართული როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან თანამშრომლობაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კოტე ჟღენტმა. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო პროცესები ლიბერალურ-გლობალისტურ ძალებსა და კონსერვატორულ ძალებს შორის ბრძოლაა.
09 ივლისი 2026, 23:56
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე: „მოღალატეები, აგენტები“ - ამ სიტყვებს ატრიალებდნენ. საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ეკუთვნის ეს იარლიყი - იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქვეყანა ომის მოჯადოებული წრიდან გამოიყვანონ და ორგანიზაციებს თავისი სახე შეუნარჩუნდეს, თუ იმათ, ვისაც ამ მოჯადოებულ წრეში უნდათ ქვეყნის დატოვება
რაც უფრო მძიმედ აქვთ ქვეყნის შიგნით საქმე, მით უფრო გაცხოველებულია საგარეო მიმართულებით მათი ძალისხმევა და მცდელობები. დღესაც ამას ვხედავთ, რომ შიგნით არაფერი სათქმელი საკუთარ მოსახლეობასთან არ აქვთ და ასე ჯო უილსონის და ვიღაცების რეზოლუციებით ცდილობენ გარედან დაზაფრონ მოსახლეობა, რომ თითქოს რაღაც ხდება. სინამდვილეში, რაც მოხდა, მოხდა ის, რომ წერტილი დაესვა საერთაშორისო სამართალს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
09 ივლისი 2026, 23:50
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თავისივე ოდირის დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან ოდირს, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში, რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და განსაჯონ რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში
თავისივე ოდირის დასკვნის ხაზგადასხმა რომ ხდება რეზოლუციაში და ამის მხარდაჭერა, რაღა აზრი აქვს ან ოდირს, ან საარჩევნო დაკვირვებას?! პირდაპირ დაჯდეს ჯო უილსონი ამერიკაში და რასა იუკნევიჩიენე ევროპაში და იყვნენ უმაღლესი მსაჯულები, თავად განსაჯონ რომელი არჩევნები ვინ მოიგო და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
09 ივლისი 2026, 23:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი:ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვებაზე საუბრისას. მისივე თქმით, პროტესტის შემდეგ ბევრი დაინტერესდა რას ნიშნავდა საქართველოს ნაბიჯი.
09 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 23:41
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
09 ივლისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე: არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი
არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ რაღაც კენჭისყრა იმართებოდა, მერე მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - ხომ იცით ყველანი პოლიტიკოსები ვართ, რა ვქნათ. რომ ვეუბნებით, რომ აყალბებთ თქვენსავე, ოდირის დასკვნის ჩანაწერებს. ბოლოს იყო ასე, რომ რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
09 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში
ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჰააგში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას. მისივე თქმით, ის პერიპეტიები, რაც მიმდინარეობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამ კონტექსტშია განსახილველი.
09 ივლისი 2026, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს
აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
09 ივლისი 2026, 22:33
პოლიტიკა
ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც თავად მოიაზრება, პარტიისგან დამოუკიდებელი.
09 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: განვსაზღვროთ რა ნაბიჯებს ვდგამთ თუ ნეგატიურად წავიდა ყველაფერი და არც 2028 წლისთვის და არც 2030 წლისთვის არ შეიცვალა ევროკავშირი და იგივე განაგრძო აი, მაშინ საქართველო რას აკეთებს? ისევ ვაცხადებთ იმას, რომ გინდა თუ არა მივდივართ ევროკავშირში, როგორიც არის ისეთში და როგორც გვექცევა ისეთში?!
ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, რომ როდისმე ისინი შეწყვეტენ მოთხოვნას, რომ შევცვალოთ ჩვენი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ნარატივს, მე ამის მოლოდინი არ მაქვს. პირიქით, მგონია, რომ კიდევ გაძლიერდება ეს წნეხი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.
09 ივლისი 2026, 22:13
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ომი არ დასრულებულა - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის, ჩვენ ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერნი უნდა დავრჩეთ
ისრაელის ძალები ლიბანში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
09 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღებაზე: ეს სამწუხარო დღეა ევროპელებისთვის
ევროპარლამენტის წევრმა, ფიდიას პანაიოტოუმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღება რეალობად იქცა.
09 ივლისი 2026, 21:39
საზოგადოება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს და ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ
09 ივლისი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: „ნაცებმა“ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან - ტყუილად ირჯებით! ვერანაირი ახალი შეფუთვა ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც თქვენ ამ ქვეყნის წინაშე გაქვთ ჩადენილი, საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც რეალობის აღქმა დაუკარგავს
დააკვირდით, ბოლო პერიოდში როგორ მიზანმიმართულად და იაფფასიანად ცდილობენ ნაცები საკუთარი სისხლიანი და ბნელი წარსულის გათეთრებას? აშკარაა, რომ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური, ახალი სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
09 ივლისი 2026, 21:26
მსოფლიო
ევროპარლამენტმა პირადი ჩატების კონტროლის უფლებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესებიდან დროებითი გამონაკლისის გახანგრძლივებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების (CSAM) ნებაყოფლობითი სკანირების უფლებას აძლევს. ეს ზომა, რომელიც საჯარო დებატებში ხშირად „ჩატ კონტროლის“ ფართო განხილვის ნაწილად მოიხსენიება, ძალაში 2028 წლის 3 აპრილამდე დარჩება.
09 ივლისი 2026, 21:11
მსოფლიო
BBC: გამოქვეყნდა 2025 წელს ინგლისსა და უელსში დაბადებული ჩვილებისთვის დარქმეული ყველაზე პოპულარული სახელები - გოგონების სახელებს შორის პირველ ადგილს ზედიზედ მეათე წელია ოლივია ინარჩუნებს, ხოლო ბიჭების სიაში მესამე წელია ლიდერობს მუჰამედი
გამოქვეყნდა 2025 წელს ინგლისსა და უელსში დაბადებული ჩვილებისთვის დარქმეული ყველაზე პოპულარული სახელები - გოგონების სახელებს შორის პირველ ადგილს ზედიზედ მეათე წელია ოლივია ინარჩუნებს, ხოლო ბიჭების სიაში მესამე წელია ლიდერობს მუჰამედი, - წერს BBC-ი.


