30 ოქტომბერი 2024, 18:30 / სანდო წყარო

ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“: იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, შექმნილი იყო „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად „ლელოდან“

ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წევრობის შეთავაზებას დათანხმდა იმ რწმენით, რომ მისი ცოდნა და მოქალაქეობრივი ვალის განცდა ხელს შეუწყობდა კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვას და საბოლოო ჯამში მოკრძალებული წვლილის შეტანას არჩევნების ჩატარებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, თუმცა თანდათან მისი დამნიშნავი პირების მხრიდან აშკარად დაიწყო და სისტემატური ხასიათი მიიღო გადაწყვეტილებებში კომისიის წევრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობებმა, პირდაპირმა ჩარევებმა მითითებების და კატეგორიული დირექტივების სახით, რომელთა შინაარსი რიგ შემთხვევებში ნაკლებად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და ელემენტარულად მორალს.

მისივე თქმით, იყო მითითება, რომ მიზნად დაესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა ყველა საკითხზე, მიუხედავად საფუძვლების არსებობისა, თუმცა დარღვევებისა და გადაცდომების დიდი ნაწილი იყო ისეთი ხასიათის, რომელთა აღმოფხვრა იქვე შეიძლებოდა კონსტრუქციული თანამშრომლობის და კოლეგიალურობის ფარგლებში, რაც პირიქით, წაადგებოდა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, თუ მისი დამნიშნავების მიზანი ეს იყო და არა ხელოვნურად გამოწვეული ნეგატიური სტატისტიკის მიღება.

მანვე აღნიშნა, რომ კომუნიკაციისთვის შექმნილი იყო ერთიანი კოალიციის „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა, რომელიც იგზავნებოდა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიიდან ძირითადად "ლელოდან".

„საჯარო განცხადებები ჩემი სტილი არაა, თუმცა დღეს რაც მინდა საჯაროდ ვუთხრა საზოგადოებას, ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება და ჩემს ამ ნაბიჯსაც გასაგებს გახდის.
ვინც მიცნობს, იცის რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობდი, თუმცა მთავარი ჩემთვის პედაგოგის მისია და ახალგაზრდების აღზრდა - განათლებაა.
აქედან გამომდინარეც ვერ მივცემ თავს უფლებას, გავჩუმდე და დავმალო ის რეალობა, რასაც ამ არჩევნებზე წავაწყდი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ ერთ-ერთი საოლქო კომისიის წევრის რანგში.

წევრობის შეთავაზებას დავთანხმდი იმ რწმენით, რომ ჩემი ცოდნა და მოქალაქეობრივი ვალის განცდა ხელს შეუწყობდა კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვას და საბოლოო ჯამში მოკრძალებული წვლილის შეტანას არჩევნების ჩატარებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

ასეთი განწყობით ვმონაწილეობდი ტრენინგებში სხვა კოლეგებთან ერთად და შემდეგ უკვე საარჩევნო კომისიის საქმიანობაში.

თუმცა თანდათან ჩემი დამნიშნავი პირების მხრიდან აშკარად დაიწყო და სისტემატური ხასიათი მიიღო გადაწყვეტილებებში კომისიის წევრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობებმა, პირდაპირმა ჩარევებმა მითითებების და კატეგორიული დირექტივების სახით, რომელთა შინაარსი რიგ შემთხვევებში ნაკლებად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და ელემენტარულად მორალს.
მაგალითად მითითება, რომ საუბნო კომისიების წევრების არჩევისას არავითარ შემთხვევაში მხარი არ დამეჭირა კანდიდატურებისთვის, რომელთა შორის იყო ბევრი წესიერი, გამოცდილი ადამიანი, მათ შორის ჩემი კოლეგა პედაგოგები.
მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა ყველა საკითხზე, მიუხედავად საფუძვლების არსებობისა, თუმცა დარღვევებისა და გადაცდომების დიდი ნაწილი იყო ისეთი ხასიათის, რომელთა აღმოფხვრა იქვე შეიძლებოდა კონსტრუქციული თანამშრომლობის და კოლეგიალურობის ფარგლებში, რაც პირიქით, წაადგებოდა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, თუ ჩემი დამნიშნავების მიზანი ეს იყო და არა ხელოვნურად გამოწვეული ნეგატიური სტატისტიკის მიღება.

საერთოდ მიუღებელი მგონია მითითება ბოიკოტირება მოგვეხდინა სხვადასხვა საარჩევნო პროცედურების, არ მიგვეღო მონაწილეობა და ხელი შეგვეშალა დანარჩენებისთვის ამ პროცედურების განხორციელებაში, პირდაპირ ვიტყვი „ჩასაფრებულის პოზიციაში“ უნდა ვყოფილიყავი გადათვლების და სხვა პროცედურების ნაწილშიც.

ასე გრძელდება დღევანდლამდე, რაც გრძელდება დღევანდლამდე და გაუგებარია, რა არის ჩვენი პოლიტიკური ძალის რეალური მიზანი - სიმართლე გვაინტერესებს და წარმატებული არჩევნების ჩატარება თუ საბაბების შექმნა აჟიოტაჟისთვის?

მიუხედავად ჩემი მცდელობებისა რომ რეალური მდგომარეობა ამეხსნა ხელმძღვანელობისთვის, ინფორმაცია რომ ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობდა კანონიერად, მშვიდად, ისე როგორც ვისწავლეთ ტრენინგების დროს, წავაწყდი რაღაც გაუგებარ გაღიზიანებას მათი მხრიდან და პირდაპირ დირექტივებსაც, რომ ჩემი საქმე არაა პროცესების შეფასება და საარჩევნო ადმინისტრაციის დახმარება, არამედ უნდა შევასრულო ის რასაც ხელმძღვანელი მეუბნება ზედმეტი ჩაძიების და კითხვების გარეშე.
ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ჩემთვის და ყველა პატიოსანი და საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება საჯაროდ განვაცხადო ამის შესახებ და დავტოვო პარტია და ამ პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციისთვის შექმნილი იყო ერთიანი კოალიციის „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა, რომელიც იგზავნებოდა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიიდან ძირითადად ლელოდან, ხოლო და არა ჩემი პარტიის დამნიშნავი ვანოდან. ადამიანს მე ცილს ვერ დავწამებ. ბუნებრივია არ იყო საშუალება აზრის თავისუფლად გამოხატვის და თუნდაც კითხვის დასმის ამა თუ იმ საკითხზე.

სამწუხაროდ, ამ პარტიის კედლებში შესაძლებელი არ აღმოჩნდა რიგითი ადამიანისთვის საკუთარი მოვალეობის კანონიერად და პატიოსნად განხორციელება.

იმედი მაქვს ამ პოსტით, ჩემი გულისტკივილის გამოხატვის გარდა, დავეხმარები სხვა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებსაც, რომლებსაც მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, კანონიერად სურთ საკუთარი საქმისა და ქვეყნის სამსახური“, - წერს თამუნა შიოლაშვილი.

ყველა სიახლე

ჯეფრი ეპშტეინი

23 აპრილი 2026, 21:55

მსოფლიო

CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახური ეპშტეინის ფაილების დამუშავების საკითხს გამოიძიებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შიდა ზედამხედველობის სამსახური იწყებს გამოძიებას დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილებისა და დოკუმენტების მომზადების პროცესზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

Euronews: „ტრამპის მარშრუტი“ ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში“, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს

აშშ-ის ტექნიკურმა დელეგაციამ ბაქოში დაასრულა მოლაპარაკებები „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) დერეფნის შესახებ - ვაშინგტონი ცდილობს აზერბაიჯანთან თავისი ახალი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აქციოს, - წერს Euronews-ი.

23 აპრილი 2026, 21:28

პოლიტიკა

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

23 აპრილი 2026, 21:27

ჯანდაცვა

დიუშენის სინდრომი - ცდები მედიკამენტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მედიკამენტი, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების ოჯახები ითხოვენ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში საცდელ პერიოდს გადის.

23 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

ოპოზიციური ერთობის დარღვეული ერთგულება - გაერთიანების შექმნიდან ორი თვის თავზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის დასატოვებლად ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პატიმარი სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსის წესებით თამაშს არ აპირებენ. ერთობა ერთობას ვერ ინარჩუნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 აპრილი 2026, 21:15

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას არ სჭირდება ევროკავშირის სიმბოლური წევრობა - უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში „სიმბოლური“ წევრობის იდეა და აღნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლა ევროპის დასაცავად არ არის სიმბოლური და ქვეყანა იმსახურებს გახდეს ბლოკის სრულუფლებიანი წევრი.

23 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.

ერიკ ნილ კროსი

23 აპრილი 2026, 21:02

პოლიტიკა

ერიკ ნილ კროსი: მე არ ვარ საქართველოს მომხსენებელი, ამიტომ სხვა მომხსენებლებს ვუსმენ. ისინი საუბრობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა

მე არ ვარ საქართველოს მომხსენებელი, ამიტომ სხვა მომხსენებლებს ვუსმენ. ისინი საუბრობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ ნილ კროსიმ.

გურამ ნიკოლაშვილი

23 აპრილი 2026, 21:01

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ილიე ბოლოჟანი

23 აპრილი 2026, 20:56

მსოფლიო

Reuters: რუმინეთის მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ის უმსხვილესმა პარტიამ დატოვა

რუმინეთის უმსხვილესი პარტიის, „სოციალ-დემოკრატების“ შვიდი მინისტრი პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის პროევროპული კოალიციური მთავრობიდან ხუთშაბათს გადადგა - აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე დატოვა და ევროკავშირის ფონდებზე წვდომა საფრთხის ქვეშ დააყენა, - წერს სააგენტო Reuters-ი.

23 აპრილი 2026, 20:54

სამართალი

ბრალდებები ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ - ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება და დაწყებული გამოძიება. ქრონიკის“ სიუჟეტი

აქტივისტებში დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. საქმე სიტყვიერ შეურაცხყოფამდეც მივიდა.

23 აპრილი 2026, 20:53

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი: საქართველოს დელეგაციის შეჩერება აღმაშფოთებელია. გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები

გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან და რეკომენდაციებს აძლევენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა მალტე კაუფმანიმ.

მაკა ბოჭორიშვილი

23 აპრილი 2026, 20:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, იგეგმება სიტყვით გამოსვლაც. „ქრონიკა“ საბერძნეთიდან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთშია. მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, იგეგმება სიტყვით გამოსვლაც.

ისრაელ კაცი

23 აპრილი 2026, 20:43

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი მზად არის, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის და ელოდება მწვანე შუქს ამერიკის შეერთებული შტატებისგან

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის და ელოდება „მწვანე შუქს ამერიკის შეერთებული შტატებისგან“, რათა სამიზნეში ამოიღოს ახალი უზენაესი ლიდერი და ირანის ენერგეტიკული ობიექტები.

23 აპრილი 2026, 20:42

სამართალი

ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულ ჯაშუშებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ერთი დაკავებულია, კიდევ ორ ადამიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებულები ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდნენ. ერთი დაკავებულია, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ ორ ადამიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

23 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

ბუნდოვანი მომავალი და ბნელ წარსულში დაბრუნების პერსპექტივა. რატომ ხედავს ევროკავშირის ელჩი საქართველოს მომავალს ასე და რას პასუხობს მმართველი გუნდი ევროპელ დიპლომატს? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ ხედავს ევროკავშირის ელჩი საქართველოს მომავალს მუქ ფერებში? „გზაგასაყარი და ბნელ წარსულში დაბრუნების პერსპექტივა“ - პაველ ჰერჩინსკის გზავნილს ხელისუფლებისთვის მუქარის ტონი აქვს.

23 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

23 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

რევოლუციური გეგმა ბლაჟევიჩისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებულებები. ხელისუფლება ოპოზიციას მორიგ კრახს უწინასწარმეტყველებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგები და ოპოზიციის რევოლუციური გეგმები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული მტკიცებულებები აქვს. ამის მიუხედავად, ჩეხი ინსტრუქტორის ქართველი მოსწავლეები მასთან კავშირს უარყოფენ.

23 აპრილი 2026, 20:16

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად, სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე, მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში. მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტი მომდევნო კვირას დაამტკიცებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად, სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე, მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში. მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტი მომდევნო კვირას დაამტკიცებს.

დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2026, 19:55

მსოფლიო

ტრამპი: ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან

ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.