ჯეიმს დევიდ ვენსი: ჯო ბაიდენი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, ხოლო კამალა ჰარისი მის გვერდით იყო ყოველ ნაბიჯზე
ჯეიმს დევიდ ვენსი
ფოტო: Reuters
დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს დევიდ ვენსი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჯო ბაიდენი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, ხოლო კამალა ჰარისი მის გვერდით იყო ყოველ ნაბიჯზე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ის იყო ბაიდენის ღია საზღვრებისა და თაღლითური „მწვანე“ პოლიტიკის თანაავტორი, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. ის დამნაშავეა ყველა ამ წარუმატებლობაში და იგი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ. პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ გადავარჩინოთ ამერიკა, ვინც არ უნდა იყოს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი“, - აღნიშნა ჯეიმს დევიდ ვენსმა.
TWITTER POST
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 15:21
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
20 სექტემბერი 2026, 15:08
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა გარეული კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐈
ბოლივიის ტყეებში აღმოჩენილი კატა ოფიციალურად ახალ სახეობად ცნეს - Leopardus tilcayo. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს ბუნებაში გარეული კატის ახალი სახეობის პირველი აღმოჩენაა. ჯერჯერობით მეცნიერებისთვის ამ სახეობის მხოლოდ ერთი წარმომადგენელია ცნობილი, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მისი გენეტიკური ნათესავები სამხრეთ ამერიკის ტყეებში ბინადრობენ.
20 სექტემბერი 2026, 15:01
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი: 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის
112-ში გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის, - განცხადებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 14:49
საზოგადოება
თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება
მოქალაქეებს მეტროს მუშაობისა და მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შიდა ინფრასტრუქტურის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. დამთვალიერებლებს სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაცია შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკურმა პერსონალმა მიაწოდა.
20 სექტემბერი 2026, 14:34
პოლიტიკა
რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს
ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! - ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.
20 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი გველესიანზე: ყოფილი ფეხბურთელის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და კითხვების დასმა არ შეიძლება, ბულინგისა და თავდასხმის მიზეზი გახდეს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის, მიმართ გამოხატულ კრიტიკას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.
20 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. რა დონეზე ხართ ჩამოსულები. არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება. არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკა, მარაზმამდე დადის
რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვნელობით დედა უტირეს ჯანდაცვის სისტემას, ისინი გამოდიან და კიდევ ჭკუას გვასწავლიან, - განაცხადა ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის დროს.
20 სექტემბერი 2026, 14:21
მსოფლიო
მარინ ლე პენმა და ჟორდან ბარდელამ განაცხადეს, რომ რუსეთი მუქარითა და დაშინებით საფრანგეთის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოიპოვებს
„არცერთ პროვოკაციას, არცერთ ფარულ ოპერაციასა და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ არცერთ ქმედებას არ შეუძლია აიძულოს საფრანგეთი, ხელი შეუწყოს უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო მიზნების მიღწევას. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა პარიზში სუვერენულად განისაზღვრება, მხოლოდ და მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე. ის ვერ განისაზღვრება ვერც მოსკოვში და ვერც რომელიმე სხვა უცხოურ დედაქალაქში“, - განაცხადეს ლე პენმა და ბარდელამ.
20 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
„გველესიანი გაგვიზრდია უბეში“ - გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგის კამპანია გააქტიურდა
გიორგი გველესიანის ბულინგის კამპანია გააქტიურდა, მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა კონკრეტული ძალების მხრიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა, რომლებიც აქციების დროს პოსტების დაწერას ავალებდნენ. კამპანიის ავტორები, რომელთაც გველესიანის ნათქვამი არ მოეწონათ, მას შეურაცხყოფას აყენებენ.
20 სექტემბერი 2026, 14:05
პოლიტიკა
ლევან მამალაძე: არაბიზაცია მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი - ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა, რომელიც 12 წლის განმავლობაში გაიზარდა 10-ჯერ, 70 პროცენტს შეადგენს დსთ-ს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მთლიანად, არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსულია 4 პროცენტი
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ, არაბიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიღო.
20 სექტემბერი 2026, 13:34
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
20 სექტემბერი 2026, 13:27
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გიორგი გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა
გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს.
20 სექტემბერი 2026, 13:22
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო
საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2026, 13:05
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს“, - აღნიშნულია განცხადბეაში.
20 სექტემბერი 2026, 13:05
ეკონომიკა
ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია
ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავისი პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2026, 12:32
მსოფლიო
ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე შეტევის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობისას სხვა შეფერხებებისთვის“ მზად იყვნენ.
20 სექტემბერი 2026, 12:13
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი კიევის ოლქზე 24 საათზე მეტია, დარტყმებს ახორციელებდა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ხუთ რაიონში დაზიანებულია 31 ობიექტი. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი: სამი ბავშვი და ერთი ქალი. ტკაჩენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად მოხდა ეს. მისი თქმით, 19 სექტემბერს, საღამოს, ვიშჰოროდის რაიონში განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.
20 სექტემბერი 2026, 12:00
მსოფლიო
ჩინეთი აშშ-ის „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე: ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი ინტერესების დასაცავად
„ჩინეთი ყოველთვის ახორციელებდა ნორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებთან თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე მხარეების წინააღმდეგ და არ უნდა ექვემდებარებოდეს მათგან ჩარევას ან ზეწოლას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებს და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და განვითარების ინტერესების, ასევე ჩინური საწარმოების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადეს სამინისტროში.
20 სექტემბერი 2026, 11:41
კულტურა
ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი გაიხსნა
კინოფესტივალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ მამუკა ბლიაძესთან ერთად დაესწრო.
20 სექტემბერი 2026, 11:40
რეგიონი
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო
მუსიკალური საღამოების გარდა, წელს ფესტივალი კინოჩვენებებსა და მუსიკაზე საუბრებს მოიცავს, დაგეგმილია მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი.


