Imedi /  19 სექტემბერი 2017, 11:57 / სანდო წყარო

აუდიტის სამსახურში დღეს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი შემწირველი გამოკითხეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურში დღეს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი შემწირველი გამოკითხეს. ნინო ჩაჩუამ ოპოზიციურ პარტიას, სხვა შემწირველების მსგავსად, 5 ათასი ლარი გადაურიცხა. მისი განმარტებით, გადარიცხული თანხის ოდენობა მის შემოსავალს არ აღემატება.

ფინანსური მონიტორინგს სამსახურს დღეს 4 შემწირველი უნდა გამოეკითხა, თუმცა სამს იურიდიულ მისამართზე გამოკითხვის ოქმები არ ჩაჰბარდა. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოკითხვა ხვალიდან განახლდება.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის - ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან რამდენიმე პირმა პროცესის გადადება მოითხოვა

18 სექტემბერს, აუდიტის სამსახურმა  "ევროპული საქართველოს“ ორი წევრი გიორგი მაკასარაშვილი და მარიამ რამინაშვილი გამოკითხა. მათ პარტიას 5 ათასს - 5 ათასი ლარი შესწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველების გამოკითხვა 18 სექტემბერს დაიწყო. გამოკითხვაზე ჯამში სულ 14 შემომწირველია დაბარებული. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მილიონ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ - 323 675 ლარი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას” - 5 432 ლარი შესწირეს. მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვთ 7 26.993 ლარი. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

29 აგვისტო 2026, 14:21

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა

რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

29 აგვისტო 2026, 14:15

სამართალი

ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .

ცოტნე ანანიძე

29 აგვისტო 2026, 13:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

29 აგვისტო 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.

29 აგვისტო 2026, 13:16

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 აგვისტო 2026, 13:14

საზოგადოება

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის

29 აგვისტო 2026, 13:00

მსოფლიო

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 13:00

რეგიონი

სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

დიმიტრი მედვედევი

29 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.

29 აგვისტო 2026, 12:14

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 11:29

მსოფლიო

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

29 აგვისტო 2026, 11:20

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.

29 აგვისტო 2026, 11:04

რეგიონი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:50

სამართალი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.