imedi /  25 ოქტომბერი 2017, 15:00 / სანდო წყარო

პოლიცია ბურჯანაძის პარტიის ლიდერებს საოლქო კომისიის დატოვებას სთხოვს. ვიდეო

მთაწმინიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში, სადაც "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ, ისევ ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები ბურჯანაძის პარტიის ლიდერებს შენობის დატოვებას სთხოვენ.

კომისიამ კახა კუკავას, გიორგი ახვლედიანის და დავით ლორთქიფანიძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც თავმჯდომარე განმარტავს, საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჩივრის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიის დამკვირვებელი საარჩევნო უბანზევე დააფიქსირებდა პრეტენზიას. "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" კი ამტკიცებს, რომ ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველადი შედეგის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში შდეგების გასაჩივრება შეიძლება. 

 

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 00:51

ტაბლოიდი

პაკისტანში ჭაში ჩავარდნილი ძაღლი და კატები 10 თვის შემდეგ გადაარჩინეს. ვიდეო

მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოველებს ადგილობრივი მცხოვრები აჭმევდა. შემდეგ საქმეში საქველმოქმედო ორგანიზაცია ACF Animal Rescue ჩაერთო, რომელმაც ცხოველების ჭიდან ამოყვანა გადაწყვიტა და სამაშველო ოპერაციის კადრები Youtube-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოზე ჩანს, რომ ჭაში წყალი არ არის, ცხოველები კი ნაგვით მოფენილ ფსკერზე დარბიან.

მარინა კაჭარავა

16 ივნისი 2021, 00:36

საზოგადოება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონზე: მაქვს განცდა, რომ ესაა ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმი - არ შეიძლება ბავშვებთან ასე მოქცევა

„ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომ არათუ საუკეთესო ინტერესები, ბავშვის უფლებები იყო დარღვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ბავშვები ამ ყველაფერს ისმენდნენ“, - განაცხადა ნინო წმინდის პანსიონის საქმის შესახებ საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 00:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება განვიხილოთ ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მუშაობს ჟან მონეს დიალოგზე და ქართული მხარე ფიქრობს, თუ რა შეიძლება იყოს ამ დიალოგის მთავარი საკითხები.

Serapias parviflora

16 ივნისი 2021, 00:34

ტაბლოიდი

ლონდონში ერთ-ერთი შენობის სახურავზე იშვიათი ჯიშის ორქიდეები აღმოაჩინეს🌸

Serapias parviflora-ს ჯიშის ყვავილები დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კორნუოლში 1989 წელს შემოიტანეს. კოლონია 20 წლის შემდეგ გადაშენდა. ახლა კი ამ ჯიშის 15 ყვავილი, რომელიც სახურავზე აღმოაჩინეს ამ სახეობის ერთადერთი ველური კოლონიაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Post Malone

16 ივნისი 2021, 00:24

ტაბლოიდი

Post Malone-მა ბრილიანტის კბილები ჩაისვა

მომღერლის ფოტო Instagram-ზე დანტისტმა ტომას კონელიმ გამოაქვეყნა. მისი თქმით, მუსიკოსმა ბრილიანტებით ეშვები ჩაანაცვლა. ძვირფასი ქვების საერთო წონა 12 კარატია. ეს კოსმეტიკური პროცედურა Malone-ს 1,6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნატოში ჩვენი ინტეგრაცია მეთოდური და ძალიან თანმიმდევრული პროცესია

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების იმედს გვაძლევს ამერიკის შეერთებული შტატების გაცილებით უფრო ენერგიული პოზიცია, ვიდრე ეს იყო ბოლო წლებში და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაშიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობითი სამიტის შემდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს დანარჩენ პარტნიორებს შორის გაიმართა, ეს პროცესი ახალი ენერგიით უნდა დაიძრას. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველა წინაპირობა არის“, - განაცხადა ხელაშვილმა.

მარინა კაჭარავა

16 ივნისი 2021, 00:18

საზოგადოება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონის საკითხის გაშუქებაზე: ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით

„ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით. ეს ძალიან სამწუხაროა. ჟურნალისტი ძალიან საპატიო პროფესიაა და დღეს, საზოგადოებაში ძალიან ნეგატიურ განცდებს იწვევს“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „იმედის ფაქტორთან“ საუბრისას, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხის გაშუქების შესახებ საუბრისას განაცხადა.

16 ივნისი 2021, 00:18

საზოგადოება

ქსელის ავარიულად დაზიანების გამო თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

15 ივნისს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ჯულიან სმითი

16 ივნისი 2021, 00:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ნატოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 00:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები განსაკუთრებით მიესალმებიან საქართველოს მედიაციით მიღწეულ სასიამოვნო შედეგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ვროპარლამენტარები განსაკუთრებით მიესალმებიან ბოლო პერიოდში საქართველოს მედიაციით მიღწეულ სასიამოვნო შედეგს, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა.

ანდრია ჯაღმაიძე

16 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდას პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: ჩვენ ალბათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია დავაგვიანეთ

„ის, რომ იქ ვიღაც არ შეუშვეს სულაც არ ნიშნავდა, რომ იქ იყო მძიმე დანაშაულები. თუმცა გადაცდომებზე ვამბობთ, რომ შესაძლოა იყო. მაგრამ ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ამის ჰიპერბოლიზაცია და რაღაც ამოუცნობი ობიექტის როლში ჩადგა ეს პანსიონი, უკვე ყველაფერი შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 00:04

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიდგომა ბრიუსელში ყველას ძალიან უკვირს

ბრიუსელში შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან ვმართავთ. ეს არის პირველი შემთხვევა არჩევნების შემდეგ, როდესაც შიდა პოლიტიკური პროცესების გარდა ევროპარლამენტარებს აინტერესებთ საქართველოს უფრო გრძელვადიანი ხედვა. სამწუხაროდ, ბოლო თვეების ჯაჯგურმა, რომელიც მთლიანად ოპოზიციის სინდისზეა, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მარტო ეს იყო სალაპარაკო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

თეა დარჩია

16 ივნისი 2021, 00:02

საზოგადოება

თეა დარჩიამ განმარტა როგორია ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონში

„მე იქ ვცხოვრობ ჩემ შვილებთან ერთად. ერთ სართულზე ვცხოვრობთ ყველა. მე ვცხოვრობ ბავშვების ოთახში ჩემს შვილებთან ერთად. დაცემინებაც ისმის იქ ბავშვის ოთახიდან ოთახში. რამე ისეთი რომ შემემჩნია... სახლი მაქვს, ბინა მაქვს ბათუმში, მაგრამ ერთი ღამეც არ გამითენებია იქ, იმდენად უყვართ ჩემს შვილებს იქ (პანსიონში) ყოფნა. შეიძლება ბევრს ჩემი არ სჯერა და შეიძლება ფიქრობენ, რომ რაღაც მიზეზების გამო ვიტყუები, მაგრამ ჩემი შვილები ხომ არ იტყუებიან, ბავშვებს ხომ ვერ მოატყუებ. ბავშვებს ხომ ვერაფერს დაუმალავ“, - განაცხადა დარჩიამ.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:54

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო

კარგია, რომ სახელმწიფომ შეძლო ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების დახმარების გაძლიერება. უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ოჯახების გაძლიერება. მინდობით გასული ბავშვის ოჯახი ფინანსდებოდა, და ჩვენ ვამბობდით, რომ სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო., - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:53

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე: არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები

სრული სურათის დასანახად უნდა დაველოდოთ იმ გამოკითხვებს, რომელიც მიმდინარეობს, ფსიქოლოგებისა და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს. ახლაც ძნელი დასაჯერებელია ყველა ის ბრალდება, რაც ისმის. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი გი პარმელენი

15 ივნისი 2021, 23:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: მზად ვარ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის

აშშ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მზად არის. ჯო ბაიდენი დღეს ჟენევაში ჩაფრინდა. ამერიკის ლიდერმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, გი პარმელენთან.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:44

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ ყოველთვის ვართ შეზღუდულები, რადგან ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე კი ერთია

„რამდენი ტელევიზია უთმობს ყველაზე ძვირფას ეთერს საპატრიარქოს და ეკლესიის საკითხებს? არაერთი. თითოეულ ტელევიზიას რა ბიუჯეტი აქვს და რამდენი იხარჯება ამაში. გეტყვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბიუჯეტს და მიხვდებით, რომ შეუძლებელია საინფორმაციო ნაკადის გადაფარვა ამ ძალებით. დროზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ შიგნით უნდა გქონდეს გამართული მექანიზმი, რომ უნდა შეგეძლოს პირდაპირი ეთერების წარმოება, უნდა გქონდეს სტუდია, მოიწვიო ხალხი. არ არის ასეთი საშუალება. ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვართ შეზღუდულები. ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე ერთია და ამაში ვერ შევეჯიბრებით აი ამ რესურსს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:34

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სახალხო დამცველი პანსიონში რომ შესულიყო, არაფერი დაშავდებოდა ამით

სახალხო დამცველი პანსიონში რომ შესულიყო, არაფერი დაშავდებოდა ამით. მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველი იქ არ შესულიყო, სულაც არ უკავშირდებოდა რაღაც მძიმე გარემოებებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ნინო ლომჯარია

15 ივნისი 2021, 23:29

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ოჯახებიდან ბავშვების 18% სახელმწიფომ სიღარიბის გამო გამოიყვანა

„ჩვენი მოთხოვნა და რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ პირველ რიგში თუ შესაძლებელია, ოჯახი გაძლიერდეს, უნარებით იქნება ეს თუ ფინანსური დახმარები. რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა იყოს ოჯახში. მაგრამ დღეს სახელმწიფოს მთავარი სისუტე არის ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მცირე რაოდენობით სოციალური მუშაკები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეაფასონ ოჯახის საჭიროებები, ვერ ახერხებენ ოჯახის გაძლიერებას და ამიტომ სოცმუშაკებს უწევთ ბავშვი გამოიყვანონ ოჯახიდან და წაიყვანონ სახლში ან პანსიონში და ამით გადაწყვიტონ პრობლემა. წლევანდელ ანგარიშში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოჯახებიდან ბავშვების 18% გამოიყვანა სახელმწიფომ სიღარიბის გამო. ანუ მიზეზად დასახელდა სიღარიბე. ეს არის ძალიან დიდი წილი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია

15 ივნისი 2021, 23:17

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ სახალხო დამცველი არ საუბრობდა ნინოწმინდის პანსიონის პრობლემაზე

აპრილის თვიდან მედია პრაქტიკულად უწყვეტად აშუქებდა იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველს პანსიონის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. ყველა იყო ინფორმირებული ამ პრობლემის თაობაზე და მე ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ სახალხო დამცველი არ საუბრობდა ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.