არქივი

ირაკლი ბათიაშვილი

05 ნოემბერი 2023, 23:56

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: განცხადებები, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, იქნება არა ხელისუფლების პოლიტიკის, არამედ ხალხის განწყობის და გეოპოლიტიკური ვითარების დამსახურება, არასერიოზული და არაკომპეტენტურია

ამ ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციურად დაკანონდა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ამას მოჰყვა, ასოცირება, უვიზო მიმოსვლა, განაცხადის შეტანა [კანდიდატის სტატუსზე] და სწორედ ამ პროცესის შედეგი იქნება ის, თუ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

05 ნოემბერი 2023, 23:55

მსოფლიო

„ქრონიკა“ ისრაელიდან: თელ-ავივში განგაშის ხმა გაისმა

„ქრონიკა“ ისრაელში მუშაობას აგრძელებს. როგორც „იმედის“ კორესპონდენტმა ილანა ჯანაშვილმა „იმედი LIVE“-ში განმარტა, რამდენიმე წუთის წინ თელ-ავივსა და მის მახლობლად მდებარე ქალაქებში კვლავ განგაშის ხმა გაისმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 ნოემბერი 2023, 23:45

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არ მეგულება 27 ქვეყნიდან რომელიმე სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ევროკომისიის პოზიტიური დასკვნის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ხმა

„ყველა შეხვედრაზე, ყველა დედაქალაქში, სადაც ჩვენ ვიყავით, იქნება ეს საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაცია, ყველა ქვეყნისგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ თუ ევროკომისია პირობებს შესრულებულად ჩათვლის, მაშინ დაგვიჭერენ მხარს, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 ნოემბერი 2023, 23:40

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ერთადერთი იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ამის ნიადაგზე გარკვეული ხმების მობილიზებას შეძლებდნენ

ცდილობენ ქართულ საზოგადოებას აჩვენონ, რომ სტატუსი ხელისუფლებამ და ხალხმა კი არ დაიმსახურა ერთად, არამედ ეს არის რაღაც ეფემერული მოვლენების შედეგი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 ნოემბერი 2023, 23:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დარწმუნებულები ვართ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაში, შესაბამისად, პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს

ევროკავშირში მოლოდინი არის რომ საქართველოში კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენც და მმართველ პარტიას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი არჩევნები ჩავატაროთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 ნოემბერი 2023, 23:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირი არ მუშაობს ასე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშიროს რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება

„ევროკავშირი არ მუშაობს ასე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშიროს რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. რა თქმა უნდა [სააკაშვილს] ჰყავს ლობისტები, მაგრამ ლობისტები საკმარისი არ არის, იმისთვის რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომ კონკრეტულ პირობად იყოს ჩაწერილი, რომ დამნაშავე ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ევროკავშირში ძალიან კარგად იციან, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე. მე ამას გამოვრიცხავ,მაგრამ რახან ჰიპოთეტურად ვსაუბრობთ, ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ მიდის სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 ნოემბერი 2023, 23:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ 11 რეკომენდაციაზე იქნება დადებითი პასუხი

ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ დასკვნასთან დაკავშირებით განწყობილი, რადგან ყველა ის ნაბიჯი და და რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ იმისკენ იყო მიმართული, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროკავშირს. შესაბამისად, ვიცით, რომ ეს ასახული იქნება ანგარიშში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE„ განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

05 ნოემბერი 2023, 23:11

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: თუ მოსწავლეს აინტერესებს მაგალითად ჰუმანიტარული მიმართულება, სკოლამ არჩევანის თავისუფლება უნდა შესთავაზოს

მე-10 მე-11 კლასებში გვინდა შემოვიტანოთ ინტერესებიდან გამომდინარე გზის გაგრძელება. მაგალითად, თუ აინტერესებს მოსწავლეს ჰუმანიტარული მიმართულება, სკოლამ ადამიანს არჩევანის თავისუფლება უნდა შესთავაზოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „ნოესთან" განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

05 ნოემბერი 2023, 23:00

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასწავლებლის დღე არ იყოს მხოლოდ აღიარება და დაფასება, არამედ ამას მოვაყოლოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ახლო მომავალში გავაჟღერებთ პრემიერთან ერთად

„მასწავლებლებს უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული ადამიანების სტატუსი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ ჩვენს შვილებზე, არამედ, ზოგადად ქმნიან საზოგადოებას, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ქვეყანას“, - აღნიშნა ამილახვარმა.

ენტონი ბლინკენი

05 ნოემბერი 2023, 22:40

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი ერაყში ჩავიდა

მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებსაც ის უკვე ესაუბრა, დადებითად შეაფასეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების იდეა, რა დროსაც სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევა, იქიდან კი მშვიდობიანი მოსახლეობა გავა.

გიორგი ამილახვარი

05 ნოემბერი 2023, 22:37

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: საქართველოში თუ არ შეიქმნა ე.წ. ცოდნის ეკონომიკა, თუ ადამიანებს სწორი უნარები არ მივეცით, მაშინ ალბათ ფუჭი იქნება ჩვენი, ყველას შრომა

მაშინაც მჯეროდა და მითუმეტეს დღესაც ასე ვფიქრობ, რომ განათლებული საზოგადოება არის ყველა პრობლემის მოგვარების საწყისი, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „ნოესთან" განაცხადა.

05 ნოემბერი 2023, 22:11

სპორტი

გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მძიმეწონოსანი თუშიშვილი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ფინელ მარტი პუმალაინენთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

05 ნოემბერი 2023, 22:02

მსოფლიო

The New York Times-ის გამოკითხვა: ტრამპი ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

ილია სულამანიძე

05 ნოემბერი 2023, 21:40

სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ილია სულამანიძე (100კგ) საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან იპონით დამარცხდა.

05 ნოემბერი 2023, 21:37

კულტურა

„ჟირაფი ჟოზე“ ამერიკულ ბაზარზე გადის

„იმედის კვირა“ ჟოზეს ავტორს, გიორგი მარშანიას შეხვდა, რომელიც „ჟირაფი ჟოზესთვის“ სცენარებსაც წერს და თავადვე ახმოვანებს. ცნობილია, რომ სერიები ინგლისურად საქართველოში გახმოვანდება.

დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი

05 ნოემბერი 2023, 21:21

საზოგადოება

დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი: ვისაც სინოდის განჩინებამდე ჰქონდა დაგეგმილი ნათლობები უახლოეს მომავალში, მათზე ნათლიების რაოდენობაზე დაშვებულია გამონაკლისი

რას ითვალისწინებს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც ორ ნათლიაზე მეტს კრძალავს. ამ საკითხით „იმედის კვირა“ დაინტერესდა და კითხვებზე პასუხების მისაღებად დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილს მიმართა. მან ნათლიის ისტორიულ როლსა და სინოდის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

05 ნოემბერი 2023, 21:20

კულტურა

სერვანტესის ინსტიტუტმა დათო მაღრაძე „აღიარების მედლით“ დააჯილდოვა - ექსკლუზიური რეპორტაჟი მადრიდიდან

სერვანტესის ინსტიტუტში საქართველო მთავარი თემაა. ქართულ-ესპანურ საღამოზე, პოეზიის და ლიტერატურის მოყვარული აუდიტორიის შეკრების მიზეზი ქართველი პოეტია.

ზურაბ აზარაშვილი

05 ნოემბერი 2023, 21:16

ჯანდაცვა

ზურაბ აზარაშვილი: ძალიან მალე საზოგადოებას ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ, სადაც ძალიან მკაფიოდ გვექნება გაწერილი ყველა ის კომპონენტი, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას სჭირდება

ნოემბრიდან ძალაში შევიდა და ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს თუ დასჭირდა ონკოქირურგიული ჩარევა, ამასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. გვინდა, რომ ჩვენ უზრუნველყოთ მაქსიმალურად ყველა ის დაკავშირებული ხარჯი, რაც ამ დაავადებას თან ახლავს, - ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

05 ნოემბერი 2023, 20:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ეს ერთი წელი არამხოლოდ უცხოელი პარტნიორების დარწმუნება გვიწევდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, არამედ მუდმივ დეზინფორმაციასთან, საბოტაჟთან და ქვეყნის ღალატთან ბრძოლა

სხვა ქვეყანა, რომელიმე ევროკავშირის ქვეყანა, რომ ამ კითხვარის შევსებაში დაგვხმარებოდა, ასე არ იყო, თუმცა ასე იყო უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში. ჩვენ გადავახედეთ შემდეგ ჩვენს მეგობრებს ჩვენს მიერ შევსებული კითხვარი და მათ გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაო შეიძლება ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი ვერ გაეწია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

05 ნოემბერი 2023, 20:58

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: მოვისმინეთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები და შეფასებები, რომლის თანახმადაც ხორციელდებოდა ტექნოლოგიების სტიგმატიზაცია

„იყო [პროცესის დისკრედიტაციის] აბსოლუტურად მიზანმიმართული მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ იმავე დღეს მოვისმინეთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები და შეფასებები (უკვე მეორედ), რომლის თანახმადაც ხორციელდებოდა ტექნოლოგიების გარკვეულწილად სტიგმატიზაცია და რუსულ სისტემასთან ანალოგიის გავლება. ფაქტობრივად იმავე დღეს, ერთი და იგივე პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, ამ ყველაფერმა კამპანიური და კომპლექსური ხასიათი შეიძინა“, - ამბობს კალანდარიშვილი.

ილია დარჩიაშვილი

05 ნოემბერი 2023, 20:38

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი პარტნიორები ნახავენ მთავარს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველომ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა

„მთავარს ნახავენ ჩვენი პარტნიორები, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველომ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა, იმისთვის რომ შეგვესრულებინა პირობები. შესრულებაც შეფასებადია. ზოგიერთი კანონი იყო მიღებული, რომელსაც პრაქტიკული კონვერტირება სჭირდება სამართლებრივ სივრცეში. ეს დროს ითხოვს და ძალისხმევის გაგრძელებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები შესაბამისად შეაფასებენ ჩვენ მიერ გაწეულ საქმეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2023, 20:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის თემა გახდა პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო გახლეჩის საფუძველი, ამისთვის ისინი ქმნიდნენ ჭარბ მოლოდინებს, ამბობდნენ, რომ სტატუსის მიღებისთანავე, ეკონომიკური ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა

[ზელენსკის მიერ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის] შემდეგ აქტუალური გახდა ეს საკითხი ჩვენთვისაც, ასევე მოლდოვისთვის. ჩვენ გვქონდა მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება განაცხადის შეტანის თაობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

ანა ლიფშიცი

05 ნოემბერი 2023, 20:21

მსოფლიო

ძალიან ბევრი ბავშვი ცოცხლად დაწვეს, აჭრიდნენ ხელებს, ფეხებს. აუპატიურებდნენ 15 წლის ბავშვებს - რას უყვება „იმედის კვირას“ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულის შვილიშვილი

„ახლაც ფსიქოლოგიურად ცუდადაა. ფსიქოლოგი მუშაობს მასთან. ძალიან განიცდის, განიცდის ბაბუას გამო, რომელიც არ ვიცით სადაა, იმიტომ რომ ბოლოს ნახა ჩვენი კიბუცის შესასვლელთან, ძირს იწვა, ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი, ხელში იყო დაჭრილი. მაგრამ რადგანაც ჩვენმა ჯარმა ვერ ნახა ცხედარი, ვფიქრობ, რომ ღაზაში გადაიყვანეს ბაბუაც. არ ვიცით, როგორ არის. იმედია, ცოცხალია. ბებიას თქმით, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ყველა ადამიანი, იმიტომ რომ ასეთ პირობებში ვეღარავინ გაძლებს“, - ამბობს ლიფშიცი.

05 ნოემბერი 2023, 20:01

მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად იტალიაში 6 ადამიანი დაიღუპა

ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ტოსკანაში ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. სპეციალისტები ამას შტორმ კიარანს უკავშირებენ, რომელმაც დასავლეთ ევროპაში 13 ადამიანი იმსხვერპლა.

ლაშა ბექაური

05 ნოემბერი 2023, 19:58

სპორტი

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა ბექაურმა (90კგ) საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი სპორტსმენი სერბ ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდა და დამატებით დროში იპონით წააგო.

რომის პაპი ფრანცისკე

05 ნოემბერი 2023, 19:20

მსოფლიო

რომის პაპმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა. „კვლავ ვფიქრობ სერიოზულ სიტუაციაზე პალესტინასა და ისრაელში, სადაც ბევრი, ბევრი ადამიანი დაიღუპა. უფლის სახელით, გევედრებით: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

05 ნოემბერი 2023, 18:42

მსოფლიო

თურქეთში ისრაელის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ნატოს ბაზაზე შეჭრა სცადეს

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ჰუმანიტარული ფონდი იყო. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, თუმცა სხვა ადგილას უნდა გამართულიყო. ამის გამო პოლიციელებმა ბაზასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. როდესაც დემონსტრანტებმა ბაზაზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ მათ დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენა.

ელიზაბეტ და მაგედ ელ-ნაკლა

05 ნოემბერი 2023, 18:23

მსოფლიო

შოტლანდიის პირველი მინისტრის ოჯახის წევრები, რომლებიც ღაზაში იყვნენ ჩარჩენილები, სახლში დაბრუნდნენ

პარასკევს მათ ღაზა რაფაჰის გამშვები პუნქტის გასვლით დატოვეს და ეგვიპტეში გადავიდნენ. ისინი ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.

გია ცაგარეიშვილი

05 ნოემბერი 2023, 18:09

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო

მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელ გუნდს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი მოლოდინი სრულად დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მარკ რეგევი

05 ნოემბერი 2023, 18:08

მსოფლიო

ნეთანიაჰუს მრჩევლის განცხადებით, ჰუმანიტარული პაუზა ღაზაში მძევლების გათავისუფლებას უნდა ითვალისწინებდეს

მან ასევე გააკეთა კომენტარი „ჰამასის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 60 მძევალი დაიღუპა. „ამის დადასტურება არ შემიძლია. ვფიქრობ, ეს „ჰამასის“ ფსიქოლოგიური პროპაგანდის ნაწილია. უნდათ რომ მათ აღარ დავარტყათ, ამიტომ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ხალხს ვკლავთ. უნდათ, რომ ამის გვჯეროდეს“, - განაცხადა მან.