არქივი

ლონდონი

30 დეკემბერი 2019, 23:59

ეკონომიკა

დასახელდა ევროპის ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

რეიტინგში პირველ ადგილს ლონდონი იკავებს, სადაც 1 კვადრატული მეტრის ფასი 25-35 ათასი ევროა. მეორე ადგილზეა პარიზი, მესამე ადგილს კი მოსკოვი იკავებს. ათეულში ასევე მოხვდნენ ვენა, ბერლინი, რომი, სტამბოლი, მადრიდი და ბარსელონა.

ვლადიმერ პუტინი
დონალდ ტრამპი

30 დეკემბერი 2019, 23:22

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ იმსჯელეს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 29 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას სხვა თემებთან ერთად შეიარაღებაზე კონტროლის საკითხი განიხილეს. პრეზიდენტებმა რუსეთსა და აშშ-ს შორის ორმხივი ურთიერთობები და მომავალში შეუარაღებაზე ეფექტური კონტროლის შესახებ ისაუბრეს"-აცხადებენ ტრამპის რეზიდენციაში.

30 დეკემბერი 2019, 22:33

ტაბლოიდი

თბილისის მერი რუსთაველზე საახალწლო საჩუქრებს არიგებს. ვიდეო

თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე საახალწლო საჩუქრებს არიგებს. კახა კალაძე საახალწლო სოფლის სიახლოვეს თბილისის მერიის თანამშრომლებთან ერთად მივიდა. დედაქალაქის მერმა რამდენიმე ავტომობილის მძღოლს საჩუქრები პირადად გადასცა.

ზუგდიდი პოლიცია

30 დეკემბერი 2019, 22:21

სამართალი

შამგონაში ცოლის თვითმკვლელობის გამო დაკავებულ ქმარს ბრალი წაუყენეს

ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ბარაკ ობამა

30 დეკემბერი 2019, 21:57

ტაბლოიდი

ბარაკ ობამამ 2019 წლის რჩეული ფილმები და სერიალები დაასახელა

პოლიტიკოსმა საუკეთესო ფილმებად „ქორწინების ისტორია“, „პარაზიტი“, „ამერიკული ფაბრიკა“, „ტრანზიტი“, „სუვენირი“, „აპოლო 11“, „ატლანტიკა“, „პატარა ქალები“, ირლანდიელი“ , „ჭკვიანები“, „დაიანა“ და სხვა კიდევ რამდენიმე ფილმი დაასახელა.

შიდსი

30 დეკემბერი 2019, 21:31

პოლიტიკა

შიდსის ცენტრი ინფიცირების შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში შიდსის 668 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ნოემბრის მონაცემებით მკურნალობს 5031 (4463 + 568 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვი.

თურქეთი ავარია

30 დეკემბერი 2019, 21:27

პოლიტიკა

თურქეთში ავარიისას დაშავებული 25 ქართველი სამშობლოში გამოემგზავრა

„დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კაბშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“- აცხადებენ სამინისტროში.

ბოლივია

30 დეკემბერი 2019, 21:18

მსოფლიო

ბოლივიის დროებითმა პრეზიდენტმა მექსიკელი და ესპანელი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ბოლივიის დროებითმა პრეზიდენტმა ჟანინ ანიესმა მექსიკის ელჩი და ორი ესპანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამდე ბოლივიამ დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლები ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული ფარული ჯგუფის საელჩოში ლობირებაში დაადანაშაულა.

დავით წერედიანი

30 დეკემბერი 2019, 20:59

კულტურა

პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი გარდაიცვალა

ცნობილი პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია imedinews-ს პოეტის ახლობლებმა დაუდასტურეს.1963 წლიდან წერედიანი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა, 1981 წლიდან კი მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა.

ლინკოლნ მიტჩელი

30 დეკემბერი 2019, 20:32

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: ტრამპის ეპოქაში საქართველომ გზა წარმატებით გაიარა

მიტჩელმა Imedinews-ს განუცხადა, რომ მთავარი გამოწვევა იმ საგარეო პოლიტიკის გაგრძელება იქნება, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას და დასავლეთში ინტეგრაციას გაზრდის - განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში მიმდინარე, აქამდე წარმოუდგენელი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე.

ნილ ინესი

30 დეკემბერი 2019, 19:53

კულტურა

ბრიტანელი მსახიობი და პაროდისტი ნილ ინესი გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, მუსიკოსი და პაროდისტი ნილ ინესი 75 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Sky News მსახიობის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს. ის მონაწილეობდა პოპულარული კომიკ-ჯგუფის ფილმებში Monty Python. ოჯახი მსახიობის გარდაცვალების შესახებ ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

კრიშტიანუ რონალდუ

30 დეკემბერი 2019, 19:53

სპორტი

Globe Soccer Awards-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუა

Globe Soccer Awards-ის ვერსიით, წლის საუკეთესო მოთამაშე პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ეს პრიზი მან კარიერის განმავლობაში უკვე მეექვსედ მიიღო. დაჯილდოების ცერემონია დუბაიში გაიმართა.

სმარტფონები

30 დეკემბერი 2019, 19:23

ტექნოლოგიები

Vivo გამოუშვებს სმარტფონს, რომელსაც სელფის 4 კამერა ექნება

პატენტი ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სამმართველოს ბაზაში აღმოაჩინეს. ქსელში გავრცელებული ფოტოების თანახმად, კომპანიამ სმარტფონის 3 დიზაინი დაარეგისტრირა.ჯერჯერობით უცნობია, როდის აპირებს კომპანია ამ მობილური ტელეფონის გამოშვებას.

ინდოეთი

30 დეკემბერი 2019, 19:10

ეკონომიკა

ინდოეთის ეკონომიკა, შესაძლოა მსოფლიოში მესამე გახდეს

ინდოეთის ეკონომიკა შესაძლოა 2026 წლისთვის მსოფლიოში მესამე გახდეს, ხოლო 2034 წელს მესამე პოზიციაზე დაწინაურდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ქვეყანა დაგეგმილ რეფორმებს გაატარებს. ამის შესახებ ბრიტანეთის ეკონომიკის და ბიზნესკვლევების (Centre for Economics and Business Research, CEBR) ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.

მაიკ პომპეო

30 დეკემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

პომპეო უკრაინას ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინაში ვიზიტს იანვარში გეგმავს. France24-ის ცნობით, ამერიკელი დიპლომატი ასევე ჩავა ბელარუსში, ნურსულთანში, უზბეკეთსა და კვიპროსზე. უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ბეჭედი

30 დეკემბერი 2019, 18:50

ტაბლოიდი

მოდელმა კაცს ცოლობაზე უარი უთხრა, თუმცა £250 ათასიანი ნიშნობის ბეჭედი დაიტოვა

ლონდონელი მოდელის თქმით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში კაცი გაიცნო, რომელმაც მობილურის ნომერი დაუტოვა, შემდეგ კი სასიყვარულო წერილების წერა დაიწყო. მალე მოდელმა გაარკვია, რომ ეს კაცი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო და რომ მას ცოლი ჰყავდა.

ქორწილი

30 დეკემბერი 2019, 18:28

ტაბლოიდი

პატარძალმა ფოტოგრაფს განქორწინების შემთხვევაში ფოტოსესიის თანხის დაბრუნება მოსთხოვა

ფოტოგრაფმა ქსელში წერილის სქრინი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ის მზად არის ასეთ პირობებს დათანხმდეს. ფოტოგრაფისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 1.5 ათასი ფუნტი სტერლინგია. პატარძალმა ფოტოგრაფს უთხრა, რომ თუ განქორწინდება, მას ქორწილის ფოტოები აღარ დასჭირდება.

Facebook

30 დეკემბერი 2019, 17:55

ტექნოლოგიები

ბრაზილიის იუსტიციის სამინისტრომ Facebook-ი $1.64 მილიონით დააჯარიმა

ბრაზილიის იუსტიციის სამინისტრომ Facebook-ი $1.64 მილიონით დააჯარიმა. Reuters-ის ცნობით, ტექნოლოგიური გიგანტის დაჯარიმების მიზეზად უწყება მომხმარებლების მონაცემების არასათანადოდ გავრცელებას ასახელებს. Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა.

ბელა ჰადიდი

30 დეკემბერი 2019, 17:40

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდი Instagram-ის ვარსკვლავად დასახელდა

პორტალ Models.com-ის გამოკითხვის შედეგად 2019 წელს ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი Instagram-ის ვარსკვლავად დასახელდა. ინტერნეტრესურსის მონაცემებით, ასევე Instagram-ზე ყველაზე გავლენიან ქალად მისი კოლეგა ნაომი კემპბელი დასახელდა. სოციალური ქსელის ვარსკვლავის პრეტედენტობას ერთმანეთს 20 ცნობილი პერსონა ეცილებოდა.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

30 დეკემბერი 2019, 17:28

ტაბლოიდი

თურქმენეთის პრეზიდენტმა ცირკში წარმოდგენა გამართა. ვიდეო

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ცირკში წარმოდგენა გამართა. სპორტულ ფორმაში ჩაცმულმა ბერდიმუჰამედოვმა წარმოდგენა ცხენებთან ერთად გამართა. მოგვიანებით პრეზიდენტი მხედრებს საჩუქრები დაურიგა, მათ შორის თავისი რეპ-კომპოზიციების ალბომი.

გრიპის ვირუსი

30 დეკემბერი 2019, 17:16

პოლიტიკა

NCDC: წინა წელთან შედარებით გრიპის გართულების შემთხვევები შემცირებულია

გასული კვირის მონაცემებით, გრიპის სეზონური ვირუსებითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 312 ადამიანია. ეს მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებზე 35-ით მეტია - 2018 წლის ამავე პერიოდში 100 ათას ადამიანზე ავადობის მაჩვენებელი 277 ადამიანი იყო.

ანტონიო გუტერეში

30 დეკემბერი 2019, 17:05

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა მდივანმა საახალწლოდ ახალგაზრდებს მიმართა

„თქვენი თაობა წინა ხაზზეა და ყველა სფეროში ყურადღების ეპიცენტრში: დაწყებული კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფამდე. თქვენ სამართლიანად ითხოვთ, რომ უფლება მოგცენ მომავლის მშენებლობაში, გაერო თქვენს მხარესაა"- განაცხადა გუტერეშმა.

ეკა გიგაური გოგა ხაინდრავა

30 დეკემბერი 2019, 16:42

პოლიტიკა

სააპელაციომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა

მოსამართლემ განაცხადა, რომ სადავო განცხადებას ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი არ გააჩნია, მოსამართლემ ხაინდრავასა და ადამაშვილის განცხადებები აზრის გამოხატვად შეაფასა. ეკა გიგაური გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა.

ხის სტადიონი

30 დეკემბერი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

ინგლისში მსოფლიოში პირველ ხის სტადიონს ააშენებენ

დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირის საგრაფოში საფეხბურთო კლუბ Forest Green Rovers-ისთვის მთლიანად ხისგან დამზადებული სტადიონი აშენდება. ინფორმაციას ამის შესახებ პროექტის შემსრულებელი, ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული ბიურო ავრცელებს.

მატეუშ მორავეცკი

30 დეკემბერი 2019, 16:33

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერმა პუტინი ტყუილში დაადანაშაულა

პოლონეთის პრემიერმინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა „პოლონეთის შესახებ ბევრჯერ იცრუა“ და ამას ყოველთვის „შეგნებულად“ აკეთებდა. ამის შესახებ განცახდება პრემიერის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

30 დეკემბერი 2019, 16:03

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს 9,3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,1%-ით მეტია. დღეს ტურიზმის ადმინისტრაციამ წლიური ანგარიში წარადგინა, რომელსაც მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს რკინიგზა

30 დეკემბერი 2019, 15:51

პოლიტიკა

დღესასწაულებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისები დანიშნა

„საქართველოს რკინიგზამ“ დღესასწაულებთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დამატებითი რეისები დანიშნა. თბილისი-ზუგდიდი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება - 2020 წლის 3, 4, 5, 6 და 7 იანვარს.

შერონ სტოუნი

30 დეკემბერი 2019, 15:48

ტაბლოიდი

შერონ სტოუნი გაცნობის აპლიკაცია Bumble-ში დაბლოკეს

​„შევედი Bumble-ზე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი გვერდი დაბლოკილია. ზოგიერთმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ ეს ყალბი გვერდი იყო“, - დაწერა 62 წლის მსახიობმა Twitter-ზე და სამაჭანკლო აპლიკაციის ადმინისტრაციას გვერდზე წვდომის აღდგენა სთხოვა.

გაზის ტარიფი

30 დეკემბერი 2019, 15:37

ეკონომიკა

სემეკმა „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვა

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56. 928 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.929 თეთრ/მ3-ს). სს „საქორგგაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.990 თეთრ/მ3-ს.

კახა კალაძე

30 დეკემბერი 2019, 15:27

პოლიტიკა

კახა კალაძემ 2019 წლის მთავარი შეცდომა დაასახელა

კახა კალაძის განცხადებით, 2019 წელი რთული, წარმატებული და საინტერესო იყო. პოლიტიკური წლის შეფასების კონტექსტში კალაძემ განაცხადა, რომ 2019 წელი რთული წელი იყო და "გარკვეული არეულობის მცდელობებიც იყო, დაპირისპირების, კანონის გადაცდომების, მაგრამ არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა".