არქივი
31 დეკემბერი 2018, 23:57
პოლიტიკა
პატრიარქი: ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში.კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.
31 დეკემბერი 2018, 23:46
კულტურა
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული ამიკო ჩოხარაძე გახდა
იმედზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დასრულდა. მეგაშოუს გამარჯვებული ამიკო ჩოხარაძე გახდა.„ცეკვავენ ვარსკვლავები“ 8 ოქტომბერს დაიწყო.
31 დეკემბერი 2018, 23:33
მსოფლიო
აფეთქების საფრთხის გამო ამსტერდამის აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა
აფეთქების საფრთხის გამო ამსტერდამში სხიპჰოლის აეროპორტიდან ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შენობაში მყოფმა კაცმა განაცხადა, რომ ბომბი აქვს.
31 დეკემბერი 2018, 23:15
პოლიტიკა
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა
ინტენსიული თოვის გამო საავტომობილო გზის ამ მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. უწყების ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
31 დეკემბერი 2018, 23:05
ეკონომიკა
ვენეცია მოკლევადიან ვიზიტებზე ტურისტებს გადასახადს უწესებს
ტურისტები უკვე იხდიან მსგავს მოსაკრებელს, როდესაც ისინი იტალიაში, კუნძულ აიოლის სტუმრობენ. როგორც ვენეციის მერი განმარტავს, გადასახადიდან შემოსული თანხა ქალაქის სისუფთავეს მოხმარდება. რეგულაციის ამოქმედება 2019 წლის აქტიური ტურისტული სეზონიდან აირს დაგეგმილი.
31 დეკემბერი 2018, 22:51
პოლიტიკა
მცხეთის ისტორიული ძეგლების დამცავ ზონაზე მოქმედი მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა
დროებითი რეჟიმის შემსუბუქების მიზნით, ქართული მხარის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა და მისმა მრჩეველმა ორგანომ - ICOMOS-მა შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მხარეს 2018 წლის დეკემბერის ბოლოს გამოუგზავნა.
31 დეკემბერი 2018, 22:30
მსოფლიო
მსოფლიო სასურსათო პროგრამა ჰუსიტებს იემენში არაკანონიერი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაეროს სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დედალაქში მცხოვრებ მოსახლეობს მათი კუთვნილი სასურსათო დახმარება ამ დრომდე არ მიუღია. როგორც მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი განმარტავს, სადისტრიბუციო არეალში მყოფი სატვირთოებიდან ამბოხებულები სურსათს იღებენ, შემდეგ კი ღია ტიპის ბაზარში ყიდიან.
31 დეკემბერი 2018, 22:12
მსოფლიო
მაგნიტოგორსკში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-7-დე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
31 დეკემბერი 2018, 21:51
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის პირველ შეხვედრაში ესპანელი ალბერტ რამოსი ანგარიშით 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა.
31 დეკემბერი 2018, 21:38
ტექნოლოგიები
Google-ი Duo-ზე ჯგუფური ზარების სერვისს ტესტავს
შეიძლება ითქვას, რომ ერთდაერთი უსიამოვნო ამბავი, ვიდეოზარის მიმდინარეობისას, მესამე პირის კონფერენციაში ჩართვის ხელმიუწვდომლობაა. აპლიკაციაზე დაბალგანათებიანი რეჟიმის გამოცდის შესაძლებლობაც ექნებათ მომხმარებლებს. ჯერ უცნობია როდის შესთავაზებს Google-ი Duo-ს დაპირებულ სიახლეს.
31 დეკემბერი 2018, 21:26
მსოფლიო
2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში
მასშტაბურ ტერორისტულ აქტებსა და თავდასხმებს მსოფლიოში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 80 ჟურნალისტი. მსოფლიოს მოსახლეობას გამანადგურებელ დარტყმებს აყენებდა სტიქიაც. საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა ახლო აღმოსავლეთში.
31 დეკემბერი 2018, 21:10
კულტურა
როგორი იყო 2018 წელი მსოფლიო შოუბიზნესისთვის
როგორი იყო 2018 წელი მსოფლიო შოუბიზნესისთვის. რა შეიცვალა და ვისი სახელები დაგვიტოვა გასულმა წელმა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. 2018 წლის რამდენიმე განსაკუთრებული კულტურული მოვლენა „ქრონიკამ“ შეაჯამა.
31 დეკემბერი 2018, 20:56
ტექნოლოგიები
Grab-ს ვიეტნამური ტაქსის კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა
ვიეტნამურმა Sun Corp-მა Grab-ს არაჯანსაღი კონკურენციის მოტივით უჩივლა. 18-თვიანი დავის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ Grab-მა ვიეტნამური რეგულაციები დაარღვია. განაჩენის მიხედვით Grab-ს $200 მილიონის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
31 დეკემბერი 2018, 20:45
პოლიტიკა
2018 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, სპეცოპერაციები ღამის კლუბებში, ზაზა სარალიძის აქცია, პარლამენტიდან გაწვეული კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება და გრძელი საპრეზიდენტო მარათონი, რომელიც რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევით დასრულდა.
31 დეკემბერი 2018, 20:17
პოლიტიკა
რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართზე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიისკენ მიმავალი მანქანების ნაკადი იმოძრავებს ჭანტურიას ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით.
31 დეკემბერი 2018, 20:16
მსოფლიო
სენატორ ელიზაბეტ უორენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს
მიმართვაში 69 წლის პოლიტიკოსმა წინასაარჩევნო კამპანიის თემები დაასახელა. ესენია: ეკონომიკური თანასწორობა, ხელისუფლების ანგარიშვადებულება და მსხვილი კორპორაციების შეკავება.
31 დეკემბერი 2018, 20:08
სპორტი
ფარიკაობის ფედერაციამ 2018 წლის საუკეთესოები გამოავლინა
წლის საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძე (ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი) გახდა.საუკეთესო გუნდის ტიტული საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა კაცთა ნაკრებმა მიიღო, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ფარიკაობის ფედერაციის (FIE) რეიტინგში მე-8 ადგილი დაიკავეს.
31 დეკემბერი 2018, 19:48
კულტურა
ჰონგ-კონგელი რეჟისორი რინგო ლამი გარდაიცვალა
ლემის საუკეთესო ნამუშევარი 1987 წელს გადაღებული ქალაქი ცეცხლშია. სწორედ ამ აზიურმა მძაფრსიუჟეტიანმა კლასიკამ შთააგონა კვენტინ ტარანტინოს სადებიუტო ფილმის ცოფიანი ძაღლების გადაღება.
31 დეკემბერი 2018, 19:31
პოლიტიკა
ამირან გამყრელიძე: ვირუსების 95% ე.წ. ღორის გრიპია
განცხადება ამირან გამყრელიძემ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობისა და ვირუსის მძიმე შემთხვევების რიცხვის ზრდის შემდეგ გააკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გართულებული შემთხვევები გვიანი მიმართვიანობის ბრალია. გამყრელიძემ ორსულებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
31 დეკემბერი 2018, 19:12
ტექნოლოგიები
Tesla-ს სამეთვალყურეო საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს
Tesla-ს ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ორი ახალი წევრის დამატებით, სამეთვალყურეო საბჭოს დამოკიდებულება ყოფილ თავმჯდომარესა და მოქმედ დირექტორზე, ელონ მასკზე შემცირდება. Tesla-ს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარისა და 2 ახალი წევრის დანიშვნის შესახებ შეთანხმება სექტემბერში შედგა.
31 დეკემბერი 2018, 18:52
პოლიტიკა
14 მოსამართლიდან 7-ის ქონებრივი დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა
ქონებრივ დეკლარაციებში არაარსებითი დარღვევის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ცისანა სირბილაძე და ხათუნა კაკაბაძე გააფრთხილა.
31 დეკემბერი 2018, 18:29
კულტურა
ჯგუფ Walk off the Earth-ის ვოკალისტი გარდაიცვალა
ჯგუფის წევრების თქმით, ტეილორი ძილში გარდაიცვალა. მას 2 შვილი დარჩა. Walk off the Earth-ს 2012 წელს პოპულარობა სიმღერის Somebody That I Used to Know-ის ქავერმა მოუტანა. 1 თვეში ვიდეორგოლმა YouTube-ზე 47 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
31 დეკემბერი 2018, 18:28
ტექნოლოგიები
ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ
მსოფლიო ნელ-ნელა ცირული ხდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტ ინტერნეტრესურსს მოვიხმართ. 5G მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება ვიდრე ახლა გვაქვს.
31 დეკემბერი 2018, 18:21
ტაბლოიდი
ვინ როგორ იცეკვა მსოფლიო ლიდერებიდან 2018 წელს. ვიდეო
2018 წელი მსოფლიო პოლიტიკაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული, თუმცა მძიმე პოლიტიკურ ამბებზე წინასაახალწლოდ არ შევჩერდებით. მსოფლიო ლიდერებმა თავი არა მხოლოდ მკვეთრი განცხადებებით, არამედ ცეკვითაც გამოიჩინეს.
31 დეკემბერი 2018, 18:00
მსოფლიო
ლონდონში წვეულების 39 მონაწილე კაცის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს
30 წლამდე კაცი ლონდონის დასავლეთით ქუჩაში იპოვეს, მას დანით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ადამიანების ჯგუფი კაცს მას შემდეგ აედევნა, რაც მათ შორის მაღაზიაში ჩხუბი მოხდა.
31 დეკემბერი 2018, 17:44
ეკონომიკა
სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ ამ პროგრამას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
31 დეკემბერი 2018, 17:38
სამართალი
ბათუმში ავარიის შედეგად ქალაქის დასუფთავების თანამშრომელი დაიღუპა
ბათუმში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, წრიულთან, სავარაუდოდ ტაქსის მძღოლი ბათუმის სანდასუფთავების თანამშრომელს სამუშაოს შესრულების დროს დაეჯახა.
31 დეკემბერი 2018, 17:20
მსოფლიო
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წელი უკვე დადგა. ვიდეო
ავსტრალიაში უკვე ახალი წელია. ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი წლის დადგომას შეხვდნენ. ულამაზეს ფეიერვერკს ათობით ათასი ავსტრალიელი და ტურისტი ადევნებდა თვალს.
31 დეკემბერი 2018, 17:16
პოლიტიკა
გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა
ამირან გამყრელიძის განმარტებით, უახლესი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, წინა კვირაში კი ეს მაჩვენებელი 1000 ათას მოსახლეზე 221 ადამიანი იყო. ეპიდემია კი 500-იანი ნიშნულის დაფიქსირების შემთხვევაში იქნება.
31 დეკემბერი 2018, 17:11
პოლიტიკა
ირმა ინაშვილმა პარლამენტთან საახალწლო პროდუქტები დაარიგა
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დააანონსა, რომ მათ, ვისაც ამის სურვილი ექნებოდათ, 31 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოსთან შეხვდებოდა და სურსათს აჩუქებდა.


