არქივი
30 ნოემბერი 2018, 23:58
პოლიტიკა
ქარის გამო რიგის რეისი ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტში დაეშვა
ამასთან, უამინდობის გამო გაუქმდა ქუთაისი-მილანი-ქუთაისის, ქუთაისი ბარსელონა-ქუთაისისა და ქუთაისი- რიგის რეისები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების სხვადასხვა რეისებზე გადანაწილება.
30 ნოემბერი 2018, 23:49
ეკონომიკა
მერია: თბილისის მეტროს მალე მოდერნიზებული ვაგონები დაემატება
როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მეტროთი უამრავი ადამიანი მგზავრობს და დედაქალაქის მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა უფრო კომფორტული გახდეს.
30 ნოემბერი 2018, 23:30
სპორტი
ქართველმა კალათბურთელებმა ესტონეთი 80:73 დაამარცხეს
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც არასრულ 31 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრები საქართველოში 2 დეკემბერს, გამთენიისას დაბრუნდება. ილიას ზუროსის გუნდი 3 დეკემბერს ისრაელს თბილისში უმასპინძლებს.
30 ნოემბერი 2018, 23:13
არჩევნები 2018
დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
„გვინდა გულწრფელად მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება. პირდაპირი წესით პრეზიდენტის ბოლოჯერ არჩევა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ეს იყო არჩევნები სადაც იყო ბრძოლა და თქვენ ლიდერობას პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - ნათქვამია ტუსკისა და იუნკერის მილოცვის წერილში.
30 ნოემბერი 2018, 23:11
მსოფლიო
ალასკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განმარტებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ალასკას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ანქორაჟიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. იყო განმეორებითი ბიძგებიც. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და შენობები. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
30 ნოემბერი 2018, 22:29
არჩევნები 2018
გურჯაანის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვას შელაპარაკება მოჰყვა
კომისია დღეს 6 საჩივარს განიხილავდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის უბნიდან გაძევებას. ექვსიდან მხოლოდ ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა, რომელიც გურჯაანის მე-4 უბანზე ბიულეტინებზე რეგისტრატორების ბეჭდების არქონას უკავშირდებოდა.
30 ნოემბერი 2018, 22:14
პოლიტიკა
Wizz Air-მა ბარსელონა-ქუთაისის რეისი 1 კვირით გადადო
თავდაპირველად, მგზავრებს კომპანიაში 3 დეკემბრის რეისზე გადაუცვალეს ბილეთები, თუმცა ამ რეისზე ბილეთები ამოიწურა და მგზავრებს შემდეგი რეისის ბილეთებს სთავაზობენ, რომელიც 7 დეკემბერს არის დაგეგმილი.
30 ნოემბერი 2018, 22:00
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: თუ ბრიტანეთის თემთა პალატა შეთანხმებას ვერ მიაღწევს, Brexit-ი არ იქნება
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
30 ნოემბერი 2018, 21:53
კულტურა
ლიტერატურაში ყველაზე ცუდად აღწერილი სექსის სცენები დასახელდა
ამ „ჯილდოს“ ყოველწლიურად ბრიტანული ჟურნალი Literary Review-ი გასცემს. წლევანდელ შორთლისთში სულ 6 წიგნიდან სცენა მოხვდა, მათ შორისაა ცნობილი იაპონელი მწერალის ჰარუკი მურაკამის წიგნიც, რომელიც ნომინატებს შორის უკვე მესამედ მოხვდა.
30 ნოემბერი 2018, 21:29
პოლიტიკა
თბილისის 87-ე სკოლის მოსწავლეს მენინგოკოქცემია დაუდგინეს
8 წლის გოგონა საავადმყოფოში 27 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სხვა ბავშვებზე ინფექციის გადადების საფრთხე არ არის.
30 ნოემბერი 2018, 21:19
სამართალი
სექსუალური შევიწროება შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დაისაჯოს
კანონპროექტში მკვეთრად განისაზღვრება სექსუალური შევიწროების დეფინიცია. დღეს საკანონმდებლო ცვლილებებსა და სექსუალური შევიწროების პრევენციაზე, კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და USAID-ის მხარდაჭერით გაიმართა.
30 ნოემბერი 2018, 21:18
მსოფლიო
„დიდი ოცეულის“ სამიტზე მაკრონი ბინ სალმანს მოკლული საუდელი ჟურნალისტის საქმეზე ელაპარაკა
აუდიენციისას საფრანგეთის პრეზიდენტმა საუდელ პრინცს The Washington Post-ის მოკლული ჟურნალისტის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე ელაპარაკა. არგენტინაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე 5-წუთიანი აუდიენციისას ლიდერების საუბარი შეეხო იემენში არსებულ ვითარებასაც.
30 ნოემბერი 2018, 21:00
პოლიტიკა
1-3 დეკემბერს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. მომდევნო 3 დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით წვიმას, თოვლსა და ქარს პროგნოზირებენ.
30 ნოემბერი 2018, 20:51
მსოფლიო
კრემლის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს შეხვდება
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter-ზე წერდა, რომ არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრის გაუქმების მიზეზი ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები იყო. საპირისპიროს ამტკიცებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
30 ნოემბერი 2018, 20:44
სამართალი
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მღოლს ჩაეძინა და ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
30 ნოემბერი 2018, 20:35
მსოფლიო
„დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს არ მიესალმნენ
უცხოურმა მედიამ მომხდარი მაშინ აღბეჭდა, როდესაც მსოფლიო ლიდერები ოჯახური ფოტოს გადასაღებად ემზადებოდნენ. ბუენოს-აირესში „დიდი ოცეულის“ სამიტი ორდღიანია. მსოფლიო ლიდერების აუდიენცია არგენტინაში დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.
30 ნოემბერი 2018, 20:30
პოლიტიკა
მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ NDI-ს მიმართავს
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ეხმაურებიან NDI-ის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქციები „უცნობი ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული“. მოძრაობის წევრების თქმით, ისინი წარმოადგენენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გაერთიანებას, რომლისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი.
30 ნოემბერი 2018, 20:20
პოლიტიკა
როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის დიდი სურვილის მიუხედავად, ზურაბიშვილი პრორუს პოლიტიკოსად წარმოეჩინათ, რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს მთავარი მოკავშირეა.
30 ნოემბერი 2018, 20:19
ტექნოლოგიები
Google-ის ჩინეთში განსახორციელებელ პროექტს კომპანიაში დასაქმებულები ეწინააღმდეგებიან
პეტიციას ხელი უკვე კონცერნის 600-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა, რითაც Google-ის გეგმებს ჩინეთში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. მანამდე Google-ში დასაქმებულთა ნაწილმა პროექტი არაერთხელ გააკრიტიკა. პარალელურად აზრი გამოთქვა Google-ში დასაქმებულთა მეორე ნაწილმაც და კომპანიის ჩინური პროექტი დაიცვა.
30 ნოემბერი 2018, 20:15
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს
მედიაში უკვე დასახელდა რამდენიმე გვარი. მათ შორის ერთ-ერთი, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანიაა. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძეც.
30 ნოემბერი 2018, 19:52
პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მიიწვია
ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მსოფლიო დონეზე მისი პრესტიჟის ამაღლებისა და აგრეთვე ეკონომიკურ-სოციალური რეფორმების სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება”, -ნათქვამია ანჯეი დუდას მილოცვის ტექსტში.
30 ნოემბერი 2018, 19:46
სპორტი
სამბომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დროებითი აღიარება მიიღო
სამბომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დროებითი აღიარება მიიღო. გადაწყვეტილება ტოკიოში ჩატარებულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ოლიმპიური ქარტიის 25-ე წესის თანახმად, დროებითი აღიარება, სამი წლის განმავლობაში ექნება სამბოს.
30 ნოემბერი 2018, 19:25
პოლიტიკა
ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
ქუთაისის აეროპორტიდან გადადებული რამდენიმე ავიარესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისის დროით მილანი მალპენსა - ქუთაისის მიმართულებით 20:45 წუთზე (იტალიის დროით 17:45) დაგეგმილი რეისი გაუქმდა. მანამდე მგზავრებს აცნობეს, რომ ავიარეისი 2 საათით 50 წუთით იგვიანებდა.
30 ნოემბერი 2018, 19:23
კულტურა
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საფრანგეთიდან თამარ მეფის მე-19 საუკუნის პორტრეტი დააბრუნეს
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.
30 ნოემბერი 2018, 19:21
არჩევნები 2018
იტალიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.
30 ნოემბერი 2018, 19:10
პოლიტიკა
პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა
საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა.
30 ნოემბერი 2018, 18:58
სამართალი
9 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ე.-მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი 9 წლის გოგონა ძალის გამოყენებით თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში განთავსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება.
30 ნოემბერი 2018, 18:56
პოლიტიკა
ევროპული საქართველო 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ კვირას, 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია სრულად სოლიდარულია თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მიდის აქციაზე უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
30 ნოემბერი 2018, 18:50
სამართალი
იზორიამ ამერიკელი ინსტრუქტორები მედლებით დააჯილდოვა
ლევან იზორიამ ქართველი სამხედროების მომზადებაში საქართველოს მთავარი სტრატეგიულ პარტნიორის - აშშ-ის წვლილი აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
30 ნოემბერი 2018, 18:46
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართა
თბილისში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 12 ავსტრიული კომპანია ჩამოვიდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის სექტორებს წარმოადგენენ. ფორუმის მთავარი ორგანიზატორები ავსტრიის სავაჭრო პალატა (WKO) და ,„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ არიან.


