არქივი

ნიკლას ბენდტნერი

09 სექტემბერი 2018, 23:59

ტაბლოიდი

დანიელ ფეხბურთელს ტაქსის მძღოლზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

ნორვეგული საფეხბურთო კლუბის „რუსენბორგის“ დანიელ თავდამხმელს ნიკლას ბენდტნერს ტაქსის მძღოლზე თავდასხმაში ადანაშულებენ. როგორც ტაქსის კომპანიაში აცხადებენ, მძღოლს ყბა აქვს მოტეხილი.

გურამ კაშია

09 სექტემბერი 2018, 23:49

სპორტი

გურამ კაშია ნაწყენი არ არის

გურამ კაშიამ საქართველო-ლატვიის მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ის არ არის ნაწყენი მათზე, ვინც მის წინააღმდეგ არის. გურამ კაშიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მატჩზე ბევრი ადამიანისგან იგრძნო მხარდაჭერა, ის ჯერჯერობით არ აპირებს Facebook-ის აღდგენას.

მოსკოვის მერის არჩევნები

09 სექტემბერი 2018, 23:43

მსოფლიო

მოსკოვის მერის არჩევნებში სერგეი სობიანინი ლიდერობს

ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, მოსკოვის მოქმედი მერი სერგეი სობიანინი არჩევნებში ლიდერობს, მას დედაქალაქში მცხოვრებთა ამომრჩევლების 74%-იანი მხარდაჭერა აქვს. მოსკოველებს არჩევანი 5 კანდიდატს შორის შეეძლოთ რომ გაეკეთებინათ.

09 სექტემბერი 2018, 23:39

სპორტი

სერენა უილიამსი სკანდალის მოწყობისთვის 17 ათასი დოლარით დააჯარიმეს

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობაში ქცევის წესების 3-ჯერ დარღვევისთვის 17 000 დოლარით დაჯარიმდა. ეს თანხა მას საპრიზო ანაზღაურებიდან დაექვითება: ფინალში მონაწილეობისთვის უილიამსმა 1,85 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

09 სექტემბერი 2018, 23:30

კულტურა

მონა ლიზას იდუმალ ღიმილს კიდევ ერთი ახსნა მოუძებნეს

ამერიკელი მეცნიერების მოსაზრებით, "მონა ლიზას" იდუმალი ღიმილი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოთირეოზია. მეცნიერი "მონა ლიზას" პირის კუთხეში ნაკეცზე, შეშუპებულ კისერსა და თმის სიგრძეზე მიუთითებს. ასევე ვარაუდობს, რომ მის კანს მოყვითალო ფერი შესაძლოა კაროტინის მომატებული შემცველობის გამო ჰქონდეს.

09 სექტემბერი 2018, 23:19

მსოფლიო

გამოკითხვა: გერმანელების უმრავლესობა ხელისუფლების მიგრაციულ პოლიტიკას უარყოფითად აფასებს

კერძოდ, რესპონდენტთა 83% მიიჩნევს, რომ არარეალიზებულია ან ცუდად რეალიზებულია იმ მიგრანტების დეპორტაციის სტრატეგია, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსის მისაღებად შეტანილ განაცხადზე უარი უთხრეს.

ბაქო, აზერბაიჯანი

09 სექტემბერი 2018, 22:56

ეკონომიკა

ბაქოში იმ რესტორნების დაჯარიმება დაიწყეს, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ იმ რესტორნების დაჯარიმება დაიწყო, სადაც ბოლის გამწოვი დანადგარები არ აქვთ. ახალი წესის ფარგლებში, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდა, ასევე ამოწმებენ ეგრეთ წოდებულ „საზეიმო სახლებს“.

მიქსუ პაატელაინენი

09 სექტემბერი 2018, 22:43

სპორტი

ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მსაჯის დანიშნული პენალტი უსამართლოა

როგორც პაატელაინენმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტის დანიშვნის მომენტში ისიმულიანტა და მსაჯი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო.

დაკავება სანქტ-პეტერბურგში

09 სექტემბერი 2018, 22:34

მსოფლიო

რუსეთში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციებზე 840-მდე ადამიანი დააკავეს

ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს - 354 მომიტინგე, დაკავებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ეკატერინებურგი - 129 ადამიანი. აქციების უმრავლესობა რუსეთის დიდი ქალაქებში არასანქცირებულია.

09 სექტემბერი 2018, 22:16

მსოფლიო

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია ლიდერობს

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს, რომელიც მიგრანტების საწინააღმდეგო პოლიტიკის მომხრეა.

გურამ კაშია

09 სექტემბერი 2018, 22:07

სპორტი

გურამ კაშიას შეხვედრა გულშემატკივრებთან მატჩის დასრულების შემდეგ. ვიდეო

მალევე გადმოიფინა გურამ კაშიას მხარდამჭერი ბანერი, რომლის მიმართულებითაც მატჩის დასრულების შემდეგ გურამ კაშია წავიდა - მან გაიხადა მაისური და ბანერის მიმართულებით გულშემატკივრებისკენ ისროლა.

გრიგოლ ვაშაძე

09 სექტემბერი 2018, 21:55

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ცააძის შეწყალებას გეგმავს

მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე "იმედის კვირასთან" პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა, შეიწყალებს.

09 სექტემბერი 2018, 21:52

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმის მიწურულს საჯარიმოში გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთის მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა წარმატებით შეასრულა.

09 სექტემბერი 2018, 21:28

თემა

კვირაში რამდენ საათს იმუშავებდით? შეიძლება თუ არა სამუშაო დროის ერთ დღემდე შემცირება

ზოგიერთი მთავრობა და დამსაქმებლები ექსპერიმენტებს ატარებენ და ცდილობენ 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებას. ამით მათ იმის დამტკიცება სურთ, რომ სამსახურშიგატარებული ნაკლები დრო შრომის ეფექტიანობაზე დადებითად აისახებადა სამუშაოს და პირად ცხოვრებას შორის საჭირო ბალანსს ქმნის. BBC ამ მხრივმსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე და იმის შესახებწერს, თუ რამდენად შეიძლება ტრადიციული, ხუთდღიანი სამუშაო კვირის შემცირება და ზოგადად, როგორია ჩვენი საქმიანიყოველდღიურობის ოპტიმალური ხანგრძლივობა.

09 სექტემბერი 2018, 21:27

მსოფლიო

11 ქურთი მეამბოხის მოკვლაზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო

ერაყის ტერიტორიაზე ავიადარტყმების შედეგად ირანელ ქურთთა 11 მეამბოხის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო. ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის სარდლობის ცნობით, ავიაიერიში ირანის საავიაციო დანაყოფებმა განახორციელეს.

აღლუმი ფხენიანში

09 სექტემბერი 2018, 21:16

მსოფლიო

ტრამპი კიმ ჩენს ბალისტიკური რაკეტების გარეშე აღლუმის ჩატარებისთვის მადლობას უხდის

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მადლობას უხდის, რომ აღლუმზე ბალისტიკური რაკეტები არ გამოიყვანა: "ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დიდი და პოზიტიური განაცხადა იყო", - ამბობს ტრამპი. ტრამპის თქმით, პარადის მთავარი თემა "ეკონომიკური განვითარება და მშვიდობა იყო".

09 სექტემბერი 2018, 21:06

მსოფლიო

სირიის ძალებმა რუსეთის დახმარებით იდლიბზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს

იერიშის სამიზნე იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლები გახდა. უფლებადამველების ცნობით, დაღუპულია 1 ბავშვი. ბოლო 2 დღის განმავლობაში პროვინცია დაახლოებით 5000-მა ადამიანმა დატოვა.

09 სექტემბერი 2018, 20:57

ტექნოლოგიები

ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოხუცებში სიკვდილიანობის რისკს 25%-ით ამცირებს

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით კი ეს დიეტა კარგად მოქმედებს მათზე, ვინც მას მკაცრად იცავს. ის სასარგებლოა გულისთვის, ძვლებისთვის, ტვინისა და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.

09 სექტემბერი 2018, 20:39

მსოფლიო

ალაბამაში McDonald’s-თან სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა

წინასწარი მონაცემებით, სროლას წინ კამათი უძღოდა. სამართალდამცველებს ეჭვმიტანილის შესახებ ცნობები აქვთ, თუმცა ის ჯერ არ დაუკავებიათ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოხუმი, აფხაზეთი

09 სექტემბერი 2018, 20:31

პოლიტიკა

აფხაზეთის დროებით დეფაქტო პრემიერმინისტრად დაურ არშბა დაინიშნა

აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრის გენადი გაგულიას ავტოავარიაში დაღუპვის შემდეგ, მის მოვალეობებს დეფაქტო პირველი ვიცეპრემიერი დაურ არშბა შეასრულებს. გენადი გაგულია ავარიაში 8 სექტემბერს, გვიან საღამოს დაიღუპა.

09 სექტემბერი 2018, 20:23

მსოფლიო

მოლდოვის პრეზიდენტის კორტეჟის ავარიის ვიდეო გავრცელდა

მოლდოვის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტის კორტეჟის ავარიის კადრები გაავრცელა. ვიდეოში ჩანს სატვირთო ავტომობილი, რომელიც საპირისპირო ზოლზე გადავიდა, რის შემდეგაც ის იგორ დოდონის კორტეჟს შეეჯახა.

09 სექტემბერი 2018, 20:12

ტექნოლოგიები

თბილისის მერს ავტობუსებში აუდიოგიდის დამონტაჟებას სთავაზობენ

მოქალაქის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ავტობუსებში, რომლებსაც თბილისის ტურისტულ ადგილებში უწევთ გავლა, დამონტაჟდეს დინამიკი, რომელიც მგზავრებს ქართულ (ზოგ შემთხვევაში ინგლისურ) ენაზე გააცნობს იმ ობიექტების ისტორიას, სადაც მოძრაობენ.

09 სექტემბერი 2018, 20:10

მსოფლიო

ინდოეთში ეძებენ ვეფხვს რომელმაც 13 ადამიანი შეჭამა

ცენტრალურ ინდოეთში, ქალაქ Pandharkaoda-ს და მასთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობა ეძებს ვეფხვს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 13 ადამიანი მოკლა. მისი პირველი მსხვერპლი მოხუცი ქალი იყო, ბოლოს კი მტაცებელმა ერთ-ერთი გარეუბანის გზაზე ბიჭი შეჭამა.

სალომე ზურაბიშვილი

09 სექტემბერი 2018, 20:01

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით გახარებულია

„ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ცხადია, ძალიან დადებითი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაბა ქემალფაშა

09 სექტემბერი 2018, 20:00

პოლიტიკა

თურქეთში ზღვაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს აჭარაშიც მოძებნიან

აჭარის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვინაიდან დინება თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით არის, სამძებრო სამუშაოები აჭარაშიც დაიწყება. ზღვაში საქართველოს მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

09 სექტემბერი 2018, 19:53

მსოფლიო

მადაგასკარი-სენეგალის მატჩზე ჭყლეტისას 1 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე დაშავდა

მადაგასკარზე, ფეხბურთის სტადიონზე, სადაც აფრიკის თასის შესარჩევი საკვალიფიკაციო ტურის თამაში უნდა გამართულიყო, ჭყლეტა მოხდა, რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. მადაგასკარი - სენეგალის თამაში მაინც ჩატარდა და ის 2:2 დასრულდა.

09 სექტემბერი 2018, 19:30

ტექნოლოგიები

დათვლილია თუ არა ტელევიზორის პულტის დღეები

ტელევიზორის პულტი ძალიან მარტივი მიზეზის გამო შექმნეს: ერთ ადამიანს არ სურდა რეკლამებისთვის ესმინა და უნდოდა, რომ ამ დროს ხმა გაეთიშა. მისი აზრით, რეკლამა ტელევიზორის ყურებისგან სიამოვნების მიღებაში ხელს უშლიდა. პირველი პულტი გაყიდვაში 1955 წელს გამოჩნდა.

09 სექტემბერი 2018, 19:27

ეკონომიკა

იტალიის ახალი მთავრობა კვირა დღეს ვაჭრობის აკრძალვას გეგმავს

იტალიის ახალი ხელისუფლება 2018 წლის ბოლომდე წარადგენს პროექტს, რომლის მიხედვითაც, დიდ კომერციულ ცენტრებს კვირა დღეს მუშაობა აეკრძალებათ. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი, ვიცეპრემიერი ლუიჯი დი მაიო ამბობს, რომ ინიციატივის მიზანი ოჯახური ტრადიციების დაცვაა.

09 სექტემბერი 2018, 19:23

სამართალი

„ქართული მარშის“ ოთხი წევრი პოლიციაში გამოკითხვაზეა

„ქართული მარშის“ წევრები კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე და გიორგი ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან. მათი გამოკითხვა სავარაუდოდ დღევანდელ საფეხბურთო მატჩს უკავშირდება. 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.

სამეფო ფლოტის  ავიამზიდი

09 სექტემბერი 2018, 18:55

ტაბლოიდი

აშშ-ში ბრიტანეთის სამეფო ფლოტის მთვრალი მეზღვაურები დააკავეს

ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი, £3.1 მილიარდად შეფასებული ავიამზიდის მთვრალი მეზღვაურები ქალაქ ჯექსონვილის სანაპიროზე ჩხუბობდნენ და როგორც თვითმხილველები ამბობენ, იქვე, ხალხის თვალწინ მოშარდეს კიდეც.