არქივი

მარშალ გელოვანის გამზირი

13 თებერვალი 2019, 23:54

პოლიტიკა

მარშალ გელოვანის გამზირზე დილის 7 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს 00:00 საათიდან 14 თებერვლის 07:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.

მაიკ პომპეო

13 თებერვალი 2019, 23:50

მსოფლიო

მაიკ პომპეო: საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება

„რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომის საფრთხეს აშშ და სხვები სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ოფიციალურმა მოსკოვმა ფრონტის წინა ხაზი შესაძლოა აღმოსავლეთ ფლანგზეც გახსნას. ამ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ნახატები

13 თებერვალი 2019, 23:46

მსოფლიო

FBI-მ სერიული მკვლელის ნახატები გამოქვეყნა

სერიული მკვლელის ფოტოები FBI-მ, სადაც რამდენიმე მსხვერპლია აღბეჭდილი, იმ იმედით გამოაქვეყნა, რომ მათ ვინმე ამოიცნობს. 78 წლის სამუელ ლითლმა აღიარა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში 90 ადამიანი მოკლა. ეს იმ დროს, როდესაც ის სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით უვადოდ არის დაპატიმრებული.

შსს

13 თებერვალი 2019, 23:44

სამართალი

ნარკოტიკების მოხმარების გამო პოლიციიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

ზინედინ ზიდანი

13 თებერვალი 2019, 23:37

სპორტი

ზინედინ ზიდანი შესაძლოა ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელი გახდეს

ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს. როგორც ირკვევა ზიდანსა და ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

13 თებერვალი 2019, 22:49

კულტურა

ანიმაციის „გაყინულები 2“ თიზერი გამოქვეყნდა

სტუდია Disney-მ „გაყინულების“ გაგრძელების თიზერი აჩვენა. ეს არის მულტფილმი პრინცესა ელზაზე, რომელსაც ხელებით ყინულის მართვა შეუძლია და მის და ანაზე. თიზერში სხვა გმირებიც ჩანან - ალპინისტი კრისტოფი, ირემი სვენი და თოვლის კაცუნა ოლაფი.

ახალი ამბები iPhone-ზე

13 თებერვალი 2019, 22:48

ტექნოლოგიები

ხრიკი, რომელიც iPhone-ის მომხმარებლებს სტატიის ურეკლამოდ წაკითხვაში დაეხმარება

Apple-ის ბრაუზერ Safari-ს Mac-ზე, iPhone-სა და iPad-ზე აქვს ფუნქცია, რომელის მეშვეობითაც ახალი ამბების ვებგვერდებზე სიახლის წაკითხვა ისეა შესაძლებელი, რომ სტატიებში განთავსებულმა არაერთმა რეკლამამ მომხმარებელს თავი არ შეაწყინოს. ფუნქციას „ავტომატური კითხვის რეჟიმი“ (Automatic Reader mode) ჰქვია.

საქართველოს პროკურატურა

13 თებერვალი 2019, 22:25

სამართალი

სპეციალური სერვისების დირექტორი ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე დააკავეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ფაქტზე ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ დირექტორი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მონიკა უიტი

13 თებერვალი 2019, 22:12

მსოფლიო

ამერიკული საჰაერო ძალების ყოფილ ოფიცერს ირანისთვის ჯაშუშობა ედება ბრალად

მონიკა უიტი წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების კონტრდაზვერვის ოფიცერი იყო. FBI-ს განმარტებით, უიტი ბოლოს 2013 წელს, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში შენიშნეს. გამოძიება ბრალს 4 ირანელსაც სდებს, რომლებიც უიტის კოლეგების კომპიუტერებზე ჯაშუშობისთვის განკუთვნილი პროგრამის მომართვას ცდილობდნენ.

გიორგი ქადაგიძე

13 თებერვალი 2019, 21:46

პოლიტიკა

ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილი 24-საათიან საპროტესტო აქციას იწყებს

სტუდენტები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, ისინი ითხოვენ გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის ძველი სტატუსის აღდგენას.

13 თებერვალი 2019, 21:44

კულტურა

იარტ გალერეაში ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა იხსნება

„ღია ბარათები“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც ხვალ დამთვალიერებელს „იარტ გალერეა“ ელის. სასიყვარულო ღია ბარათების ნახატების სერია მხატვარმა ოლეგ ტიმჩენკომ შექმნა. გამოფენა ხვალ გაიხსნება და 3 მარტამდე გაგრძელდება.

13 თებერვალი 2019, 21:24

სამართალი

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი პროკურატურაში გამოკითხეს

თითქმის 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა მთავარ პროკურატურაში ბაჩანა შენგელია. ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი ამბობს, რომ გამომძიებლებს საკმარისზე მეტი დეტალი მიაწოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ია კერზაიაზე ზეწოლა ხდებოდა.

გერმანული პოლიცია

13 თებერვალი 2019, 21:16

მსოფლიო

გერმანიაში სირიელები ომის დანაშაულებისთვის დააკავეს

მტკიცების თანახმად, დაკავებულები სირიის პრეზიდენტ ასადის კრიტიკოსების წამებაში მონაწილეობდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ორივე დაკავებულმა სირია 2015 წლის მიგრანტთა კრიზისამდე რამდენიმე წლით ადრე დატოვა და გერმანიას თავშესაფრის საძიებლად მიაშურა. 2011-2012 წლებში საპყრობილეში 2,000 ადამიანი აწამეს.

13 თებერვალი 2019, 21:10

პოლიტიკა

ზუგდიდის კულტურის ცენტრში აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში დარღვევები აღმოაჩინა. მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ძირითადად მუნიციპალური ქონების განკარგვისა და სახელმწიფო შესყიდვების ნაწილს მოიცავს.

13 თებერვალი 2019, 20:59

სამართალი

ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ხუთივე ბრალდებული, რომელთაც გამოძიება ეგრეთ წოდებულ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობას ედავება. სპეცოპერაცია თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა და სულ ხუთი ადამიანი დააკავეს.

პედრო სანჩესი

13 თებერვალი 2019, 20:52

მსოფლიო

ესპანეთში ბიუჯეტის მიღება ჩავარდა. მთავრობა სავარაუდოდ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს

მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის კანონპროექტს 350 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უნდობლობა 191-მა დეპუტატმა გამოუცხადა. სანჩესი ესპანეთის პრემიერმინისტრის პოსტს ივნისიდან იკავებს. ვადამდელი არჩევნების თარიღი პარასკევს, 15 თებერვალს, მთავრობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

დაკავების სპეცოპერაცია

13 თებერვალი 2019, 20:45

სამართალი

ბათუმში 84 წლის ქალი გაზის კომპანიის თანამშრომლების სახელით გაძარცვეს

ბათუმში 84 წლის ქალის ძარცვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. დაკავების ოპერაცია ხელვაჩაურში ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან. დაკავებულები შენობიდან ბორკილებით გამოიყვანეს.

13 თებერვალი 2019, 20:40

პოლიტიკა

რუსულ ტუროპერატორს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ღიად მოქმედებაში ამხელენ

ქვეყანაში მოქმედ რუსულ ტუროპერატორს, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ღიად მოქმედებაში ამხელენ. „ტურაპია“ ტურისტებს სარვამარტოდ საქართველოში ეპატიჟება და ქვეყნის რუკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე აქვეყნებს.

13 თებერვალი 2019, 20:25

ეკონომიკა

გიორგი ქობულია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებს ხვდება

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამ წუთებში დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის წევრებს ხვდება. მინისტრმა შესავალ სიტყვაში ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ილონ მასკი ჯეკ დორსი

13 თებერვალი 2019, 20:19

ტექნოლოგიები

ილონ მასკი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ფავორიტია

გამოცემა Recode-სთვის მიცემულ ინტერვიუში დორსი სოცქსელში შეურაცხყოფასთან ბრძოლის არასწორ ხერხებზე ლაპარაკობს. Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ილონ მასკის ტვიტების უმრავლესობა ხშირად საკამათო იყო. ჯეკ დორსის ინტერვიუს ილონ მასკი გამოეხმაურა. „გმადლობ ჯეკ. Twitter-ი მაგარია“, - წერს მასკი.

ანუკი არეშიძე და მისი შვილები

13 თებერვალი 2019, 20:09

ტაბლოიდი

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის შვილებს აიფონები და სოციალურ ქსელში ექაუნთები არ აქვთ

დიზაინერი ანუკი არეშიძე აცხადებს, რომ ის ძალიან მკაცრი დედაა. მის შვილებს მისი შიშიც აქვს და რიდიც. რაც შეეეხება მის მეულღლეს, კახა კალაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი შვილები ჯანმრთელი და კარგი ადამიანები გაიზარდონ.

დენიელ რედკლიფი

13 თებერვალი 2019, 19:57

კულტურა

დენიელ რედკლიფი ფიქრობს, რომ „ჰარი პოტერი“ გაგრძელდება

რედკლიფმა ამის შესახებ პორტალ IGN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ჩანს ჯადოქრის იმიჯს ბრიტანელი მსახიობები ჯეიმი პარკერი და გარეტ რივზი მოირგებენ. ლონდონის ერთ-ერთ სცენაზე მათ უკვე შექმნეს პოტერის საკმაოდ საინტერესო სახე.

პოლიცია

13 თებერვალი 2019, 19:52

სამართალი

მზიურში კაფეს გაქურდვის ფაქტზე 4 მოზარდი დააკავეს

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ს.დ., 2002 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2004 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.

სიბილ მერი ჰიკსი

13 თებერვალი 2019, 19:27

ტაბლოიდი

კანადელმა ქალმა სიკვდილის წინ სახალისო ნეკროლოგი დაწერა

ონტარიოელი სიბილ მერი ჰიკსი ისტორიაში ყველაზე სახალისო ნეკროლოგის ავტორად შევა. 82 წლის ქალმა სიკვდილის წინ გადაწყვიტა საკუთარი ნეკროლოგი იუმორისტულ ჟანრში დაეწერა. გამოქვეყნების შემდეგ ნეკროლოგმა ხუმარა ბებოს და მის ოჯახს არნახული პოპულარობა მოუტანა.

გიორგი ქობულია

13 თებერვალი 2019, 18:57

ეკონომიკა

ქობულია: საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება

ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს არ შეაქვს საპენსიო ფონდში დამატებით 2 პროცენტს და თანხას დაქირავებულს ახდევინებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით, მეტი ანგარიში გავუწიეთ ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს შეაქვს კიდევ 2 პროცენტი ყველა მოსახლეზე. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სასარგებლო რეფორმა.,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

13 თებერვალი 2019, 18:49

ეკონომიკა

PMCG: სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 43%-ია დასაქმებული

საკონსულტაციო კომპანია PMCG -ის კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წელს დასაქმებულთა 43% სოფლის მეურნეობის, ხოლო 9% განათლების სექტორში მუშაობდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორების მიერ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შეტანილმა წვლილმა 8% და 5% შეადგინა.

Instagram-ის გამომწერები

13 თებერვალი 2019, 18:48

ტექნოლოგიები

Instagram-ზე ტექნიკურმა ხარვეზმა მომხმარებლებს გამომწერების რაოდენობა შეუმცირა

ფოტოს გაზიარების პლატფორმის მომხმარებლებმა ხარვეზის შესახებ 10 საათის წინ დაიწყეს ლაპარაკი. ზოგიერთი მათგანი ეჭვობდა კიდეც, რომ მათი გამომწერების რაოდენობის შემცირება Instagram-ის მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმებით იყო გამოწვეული. Instagram-ი ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს.

ჰესების მშენებლობა

13 თებერვალი 2019, 18:39

ეკონომიკა

2019 წელს 10 ჰესის ამუშავებაა დაგეგმილი

გიორგი ქობულიას განცხადებით, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 2“- ის ექსპლუატაციაში გაშვებაზე.

ზაზა სარალიძე

13 თებერვალი 2019, 18:32

პოლიტიკა

ზაზა სარალიძე პროკურატურაში გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ უწყება ყველანაირი გზით, მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას ცდილობს. მისივე განცხადებით მან უამრავი კითხვა დასვა, თუმცა პასუხი არცერთ მათგანზე არ მიუღია. სარალიძე ამბობს, რომ საქმეზე დანიშნულ რამდენიმე პროკურორს გამოძიებასთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გააჩნია.

Apple-ის ახალი ამბების გვერდი

13 თებერვალი 2019, 18:29

ტექნოლოგიები

Apple-ი ახალი ამბების ფასიან გვერდს ქმნის

კორპორაცია Apple-ი ახალი ამბების ფასიან სერვისის შექმნას უკვე არსებული Apple News-ის ბაზაზე გეგმავს. ის ხელმომწერებზე იმუშავებს. ერთი თვის საფასურით მომხმარებელი სხვადასხვა გამოცემის განუსაზღვრელ მასალას გაეცნობა.