არქივი
20 ნოემბერი 2018, 23:58
ტექნოლოგიები
საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლისაა
საერთაშორისო კოსმოსური სადგური ეს უმსხვილესი ვარსკვლავური ლაბორატორიაა. 2 ათეული წლის განმავლობაში უნიკალურ პირობებში ათასობით სამეცნიერო ექსპერიმენტი და თასობით ექსპედიცია ჩატარდა.
20 ნოემბერი 2018, 23:42
ტექნოლოგიები
12 საუკეთესო უცნობი სანაპირო დასახელდა
გამოცემა New York Post-მა სამოგზაურო ინდუსტრიის ექსპერტის, ლოტი გროსის მიერ დასახელებული იმ საუკეთესო სანაპიროების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც ტურისტებს უმალავენ.
20 ნოემბერი 2018, 23:33
ტაბლოიდი
ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ორივე შეწყალებული ინდაური კენჭისყრით 50 ინდაურში აარჩიეს. შეწყალებულებს ვირჯინიაში, ფერმაში გაუშვებენ, სადაც ფრინველები სიცოცხლის ბოლომდე დარჩებიან. მადლიერების დღეს აშშ-ში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.
20 ნოემბერი 2018, 23:07
ტაბლოიდი
ბრაზილიელმა ქალმა მძარცველს სცემა და პატიება ათხოვნინა
22 წლის საბრინა ლეიტესი საკუთარი სახლის ეზოში იდგა, როცა მასთან მოტოციკლი გაჩერდა, 2 ბოროტმოქმედით. მათ მობილური ტელეფონი მოითხოვეს. გოგო 4 წელი ჯიუ-ჯიზუზე დადიოდა. მან გადაწყვიტა მძარცველებისთვის ჭკუა ესწავლებინა
20 ნოემბერი 2018, 23:00
მსოფლიო
სააპელაციო სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა
კიევის სააპელაციო სასამართლომ სავჩენკოს ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქტომბერში კიევის რაიონულმა სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა. სავჩენკო პატიმრობაში 2018 წლის 22 მარტიდან არის.
20 ნოემბერი 2018, 22:49
არჩევნები 2018
ივანიშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არალეგიტიმურია
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. „რაც ჩვენ მოვედით, საქართველოში არჩევნების გაყალბების მცდელობას არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს: ხელს მოვაჭრი ვინმემ გაბედოს და თავში გაივლოს, რომ ყუთში სხვის ბარათის ჩაგდებას გაიფიქრებს"- განაცხადა ივანიშვილმა.
20 ნოემბერი 2018, 22:41
არჩევნები 2018
ბიძინა ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილის სახით „ოცნებამ“ რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი შეარჩია
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს.
20 ნოემბერი 2018, 22:36
მსოფლიო
მაკრონის პარტიის შემოწირულობებზე გამოძიება დაიწყო
პარიზის პროკურატურამ საფრანგეთის პრეზიდენტის პარტიის - „წინ რესპუბლიკა“-ს შემოწირულობების გარშემო წინასწარი გამოძიება დაიწყო, ვინაიდან მათი წარმომავლობა არ დასტურდება.
20 ნოემბერი 2018, 22:36
არჩევნები 2018
ივანიშვილი: მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს
„მე მესმის ხმები, რომ ივანიშვილი ცდილობს ნაცები დაიყენოს წინ და იოლია გამრჯვება. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მცდელობისგან. უნდა იყოს უკეთესსა და კარგს შორის არჩევანი"- განაცხადა ივანიშვილმა.
20 ნოემბერი 2018, 22:28
ტაბლოიდი
ჩინეთში ბანკის თანამშრომლებს უფროსის ნებართვის გარეშე დაფეხმძიმება აუკრძალეს
კომპანიის წესის მიხედვით, თუკი დაორსულების შემთხვევაში ქალს მუშაობის გაგრძელება სურს, მან ორსულობა უნდა შეწყვიტოს. ერთ-ერთმა ქალმა ადგილობრივ პროფკავშირს მიმართა და თქვა, რომ მან ორსულობა არ შეწყვიტა, ამისთვის კი ხელმძღვანელობამ ფინანსურად დასაჯა. ქალმა პროფკავშირებს სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებაც მოუყვა.
20 ნოემბერი 2018, 22:27
არჩევნები 2018
ივანიშვილი: 5 წელი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო
„თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რა დონზე ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ფესვები გადგმული, რა დონზე ჰყავდათ ევროპელები და ამერიკელები მოტყუებული, რომ საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება გვაქს"- განაცხადა ივანიშვილმა.
20 ნოემბერი 2018, 22:24
არჩევნები 2018
ივანიშვილი: პარტიას ჩემთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს, გარდა ხალხზე ზრუნვისა
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ "ერთად ვართ გაჭირვებულები, პრობლემებს ერთად ვებრძვით და დაქირავებული ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, რომ ხალხს თავისი ყოფა შეუმსუბუქდეს".
20 ნოემბერი 2018, 22:20
ეკონომიკა
ივანიშვილი: ჭარბვალიანობის პრობლემაზე გაზაფხულიდან ვლაპარაკობთ, ის არჩევნებს არ უკავშირდება
აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება იმის კარგი მაგალითია, რომ "თუ ცდილობ, შეიძლება გამოვიდეს კიდეც".
20 ნოემბერი 2018, 22:15
არჩევნები 2018
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი
„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთეს შორის არჩევანი და ესეც უნდა მოხდეს. ეს უნდა მოახეხრხოს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა. ის ფაქტი, რომ დღეს ქართულ ოცნებას არ ჰქონდა კონსტრუქციული ოპონირება, მივიღეთ ეს შედეგი"- განაცახდა ბიძინა ივანიშვილმა.
20 ნოემბერი 2018, 22:12
პოლიტიკა
რა ცვლილებებს გეგმავს მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში
„რთულია ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება:მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ოჯახის ღირსეული შემოსავალი, თანხვედრაში არ მოდიოდეს. ერთადერთი რჩება სახელმწიფოს, ის უნდა იყოს ძალიან ძლიერი. ძლიერი არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობით"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
20 ნოემბერი 2018, 22:12
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ-ი საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად რჩება
„ჩვენ საუდის არაბეთთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ისინი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში ირანის წინააღმდეგ. აშშ აპირებს დარჩეს საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად ჩვენი ქვეყნების, ისაელის და რეგიონში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.
20 ნოემბერი 2018, 22:07
არჩევნები 2018
ბიძინა ივანიშვილი: მმართველი გუნდის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები სამარცხვინო იყო
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირველ ტურში ასეთი შედეგები დადგა ის არის, რომ მმართველ გუნდს ზედმეტი თვითდაჯერებულობა ჰქონდა. მან ინტერვიუში "ქართული ოცნების" მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლის შედეგებს სამარცხვინო უწოდა, რადგან არჩევნების რეალურ რეზულტათან დიდი ცდომილება ჰქონდა.
20 ნოემბერი 2018, 21:55
მსოფლიო
ბულგარეთში პატიმრებმა ოსმანური იმპერიის დროინდელ განძს მიაგნეს
ნაპოვნი 7 000 ვერცხლის მონეტა ოსმანური იმპერიის დროინდელია. მონეტები მიწაში 30 სანტიმეტრის სიღრმეში იყო ჩაფლული. ისტორიკოსები თვლიან, რომ მონეტები XIX საუკუნეში დამარხეს. არქეოლოგის თქმით, მონეტებს სავარაუდოდ ბევრი წელი აგროვებდნენ. ფულის ერთეულებს ამჟამად ნუმიზმატები სწავლობენ.
20 ნოემბერი 2018, 21:51
მსოფლიო
ქაბულის აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. უწყებისავე ცნობით, დაშავებულია 80-მდე ადამიანი.
20 ნოემბერი 2018, 21:27
მსოფლიო
ბრიტანელი ფინანსისტი: ინტერპოლი კრიზისშია
ბრაუდერმა თქვა, რომ თუ რუსი გენერალი გახდება ინტერპოლის ახალი ხელმძღვანელი, მაშინ დასავლეთს ალტერნატიული გეგმის განხილვა მოუწევს: ახალი წესების შემოღება, ან სრულიად ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა. ბრაუდერის თქმით, ის უკვე გამოვიდა ინტერპოლში რუსეთის მუშაობის შეჩერების ინიციატივით.
20 ნოემბერი 2018, 21:21
პოლიტიკა
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს მთავრობამ მიწის ნაკვეთები გადასცა
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს ფონდი „ქართუ“ აშენებს. ფონდი ოქტომბერში აცხადებდა, რომ სტუდენტების პირველ ნაკადს უნივერსიტეტი 2020 წლისთვის მიიღებს.პირველი ეტაპისთვის აშენდება რამდენიმე სასწავლო კორპუსი, თავისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.
20 ნოემბერი 2018, 21:20
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა ყალბ პირადობის მოწმობებს 2012 წლის არჩევნების დროს ბეჭდავდა
ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და ამას ყოფილი მმართველი პარტია 2012 წლის არჩევნების გასაყალბებლად იყენებდა. დღეს კი ანალოგიურ ბრალდებას, ისინი მომსახურების სააგენტოს უყენებენ, თუმცა ფაქტების გარეშე.
20 ნოემბერი 2018, 20:52
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ, სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, „მხარეები ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს განიხილავენ“.
20 ნოემბერი 2018, 20:34
პოლიტიკა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მსოფლიოში ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმოწერის დღე აღინიშნება. სპეციალურად თარიღთან დაკავშირებით UNICEF-მა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული კამპანია შეაჯამა.
20 ნოემბერი 2018, 20:30
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე სპორტსმენებთან შერიგებას წარუმატებლად შეეცადა
მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სპორტული პროგრამების დაფინანსება სულელური ხარჯია და ფუფუნებაა, ამ შეცდომის გამოსწორებას გრიგოლ ვაშაძე რუსთავი ორის სპორტულ გადაცემაში შეეცადა, სადაც სტუმრად მივიდა და ცდილობდა სპორტის ქომაგის როლი მოერგო.
20 ნოემბერი 2018, 20:25
ეკონომიკა
კანადაში ვერტიკალური დიზაინის კუპიურები გამოუშვეს
დესმონდმა პოპულარობა 1946 წელს, შოტლანდიაში, კინოთეატრში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოიპოვა. როგორც წესი, მაშინ კინოთეატრში ძირითადად თეთრკანიანი მაყურებლები ისხდნენ. მას კი მიყიდეს ბილეთი, რომლის ადგილიც აივანზე იყო. დესმონდმა მაინც სცადა პარტერში დაჯდომა, რის გამოც იგი პოლიციამ დააკავა, ხოლო მოგვიანებით დააჯარიმა კიდეც.
20 ნოემბერი 2018, 20:14
კულტურა
საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე მე-13 ნომრად გამოვა
საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილე თამარ ედილაშვილმა Minsk-Arena-ს 15 000-კაციან დარბაზში პირველი რეპეტიცია გაიარა. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
20 ნოემბერი 2018, 20:10
მსოფლიო
კვლევა: მსოფლიოში ბოლო 10 წელში 2 982 ტრანსგენდერი მოკლეს
კვლევის მიხედვით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ტრანსფობიურ ნიადაგზე 369 მკვლელობა მოხდა. ამავე მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ტრანსგენდერების მკვლელობის 2 982 რეგისტრირებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
20 ნოემბერი 2018, 20:04
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი რეკეტს აანონსებს
ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში მან პირდაპირ თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ისევ დაბრუნდება ქონებების წართმევა და ბიზნესმენების ტერორი, სწორედ ისე, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა.
20 ნოემბერი 2018, 19:45
პოლიტიკა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა
კონკურსი სულ სამ ეტაპიანია და გამარჯვებულს 2019 წლის გაზაფხულზე დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. საუკეთესო ინოვაციური გამოგონების გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. ასევე განსაკუთრებული ჯილდოები გადაეცემა სამ ფინალისტს.


