არქივი

23 ივლისი 2018, 23:59

ტაბლოიდი

ზუგდიდის სოფელ ახალკახათში მცხოვრებმა უჩვეულო მოვლენა გადაიღო. ვიდეო

ზუგდიდის სოფელ ახალკახათში ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეულო მოვლენა გადაიღო მობილურით. ვიდეოში ჩანს მტვრის მასა, რომელიც ტორნადოს ჰგავს. თვითმხილველის და ვიდეოს ავტორის თქმით, ყველაფერი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ლინდსი ლოჰანი

23 ივლისი 2018, 23:58

ტაბლოიდი

ლინდსი ლოჰანს საკუთარი რეალითი შოუ ექნება

გამოცემის ინფორმაციით, ლოჰანი შოუში ბიზნესის გაფართოების გეგმების შესახებ ისაუბრებს და მაყურებელს რეალურ სურათს უჩვენებს. როგორც ირკვევა ამ ყველაფრის უკან MTV დგას, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ლოჰანს ყველაზე დიდი პოპულარობა 2004 წელს გადაღებულმა ფილმმა „ცუდი გოგოები“ მოუტანა.

თეთრი სახლი

23 ივლისი 2018, 23:43

მსოფლიო

ტრამპი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლების შეზღუდვას ითხოვს

საუბარია 6 ყოფილ მაღალჩინოსანზე, მათ შორის ბარაკ ობამას დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ უფროსზე ჯონ ბრენანზე, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილ ხელმძღვანელზე (რომელიც ტრამპმა მოხსნა თანამდებობიდან) ჯეიმს კომიზე და FBI- ის დირექტორის ყოფილ მოადგილეზე ენდრიუ მაკკეიბზე.

23 ივლისი 2018, 23:33

ეკონომიკა

Lime-ის მომხმარებელთა რიცხვმა 6-მილიონს გადააჭარბა

კომპანიამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და GV-ის, Uber-ის და სხვა კომპანიებისგან 335 მილიონი დოლარის მოზიდვიდან 70 ქალაქში გაფართოვდა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ამ მაჩვენებელს Bird-ისას შევადარებთ ეს ძალიან მაღალია. 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე Bird-ით ერთმა მილიონმა მომხმარებელმა ისარგებლა.

ანატოლი ბიბილოვი

23 ივლისი 2018, 23:15

პოლიტიკა

ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადს „რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო“ გადასცა

როგორც ბიბილოვმა ასადთან შეხვედრაზე თქვა, მან სირიის პრეზიდენტს ეს ჯილდო "მადლობის ნიშნად" გადასცა. თავის მხრივ, ასადმაც ანატოლი ბიბილოვი იმ ორდენით დააჯილდოვდა, რომელსაც სირიაში სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურში გაწეული შრომისთვის გადასცემენ ხოლმე.

პოლ მანაფორტი

23 ივლისი 2018, 22:57

მსოფლიო

სასამართლომ მანაფორტის საქმეზე ხუთ მოწმეს იმუნიტეტი მისცა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამარლომ ხუთ მოწმეს იმუნიტეტი მისცა. მათი ვინაობა უცნობია. სულ ბრალდების მხარეს, საქმესთან დაკავშირებით, 30-მდე ადამიანის გამოკითხვა სურს.

23 ივლისი 2018, 22:56

ტექნოლოგიები

Walmart-ი ვიდეო პლატფორმის შექმნას გეგმავს

როგორც ირკვევა, სერვისი Vudu-ს ბაზაზე შეიქმნება. ციფრულ-გასართობი სერვისი Walmart-ის საკუთრებაშია. წინასწარი ინფორმაციით, მისი გამოწერა ფასიანი იქნება. ამ მიზნით Walmart-ი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების ლიცენზიის მოსაპოვებლად აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

აქცია ბათუმში

23 ივლისი 2018, 22:40

პოლიტიკა

ბათუმში მოსახლეობა გადაჭარბებული ხმაურის გაკონტროლებას ითხოვს

ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ღამის საათებში, კაფეებიდან ხმაურით წუხდებიან. მათი თქმით, ხმამაღალი მუსიკის გამო ტერიტორიაზე ტურისტები ბინას აღარ ქირაობენ.

23 ივლისი 2018, 22:19

მსოფლიო

რუსეთში „როსკოსმოსიდან“ ინფორმაციის გაჟონვის საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს

რუსეთში ზებგერითი მფრინავი აპარატების შესახებ ინფორმაციის ნატოს წევრი ქვეყნებისთვის გადაცემის საქმეში სავარაუდოდ კიდევ ერთი პირი ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

23 ივლისი 2018, 22:10

მსოფლიო

ნატო კიბერთავდაცვას აძლიერებს

ოპერაცია „გადაჯვარედინებული ფარები“, ე.წ. „საბრძოლო ვაზნებით“ ჩატარებული კიბერვარჯიშია, რომელსაც ნატოს კოოპერატიული კიბერ-თავდაცვის ცენტრი ყოველწლიურად ესტონეთში ატარებს. ვარჯიშის მზიანი ის არის, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისა და მოკავშირეების შესაძლებლობები შემოწმდეს.

ჟან-კლოდ იუნკერი
დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2018, 22:02

ეკონომიკა

დონალდ ტრამპი ჟან-კლოდ იუნკერს თეთრ სახლში 25 ივლისს უმასპინძლებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირთან ტრანსატლანტიკური ვაჭრობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრებს. აუდიენციის დღესვე ჟან-კლოდ იუნკერი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) სიტყვით გამოვა.

იემენი

23 ივლისი 2018, 21:50

მსოფლიო

იემენში საჰაერო ავიაიერიშების დროს 10-მდე ექსტრემისტი დაიღუპა

იემენში საჰაერო ავიაირიშებსა და შეტაკებებში 10-მდე ექსტრემისტი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" წევრები იყვნენ. უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმები მარიბისა და შაბუის პროვინციებში განხორციელდა.

23 ივლისი 2018, 21:29

პოლიტიკა

თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა

"თურქეთის ავიახაზების" თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ავარიულად ქალაქ ტრაბზონში დაეშვა. ამის შესახებ "მაესტროს" ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ხატია ტყებუჩავამ უთხრა.

პუტინის ძეგლი

23 ივლისი 2018, 21:28

ტაბლოიდი

პუტინის დაკარგული ძეგლი ხორცის ქარხნის სათავსოში იპოვეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც კურგანის ოლქის სოფელ ჩასტოოზერეში ძეგლის „სამშობლოს მსახურება“ წინ უნდა აღმართულიყო, ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში იპოვეს.

23 ივლისი 2018, 21:22

მსოფლიო

Reuters: დიდი ბრიტანეთი ISIS-ის მებრძოლების სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს

როგორც აშშ-ის უშიშროების მინისტრმა განმარტა, დიდი ბრიტანეთი მზადაა 2 დაკავებული ექსტრემისტის თაობაზე გამონაკლისი დაუშვას და ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. დაკავებულები, რომლებიც ბრიტანული აქცენტით საუბრობენ მონაწილეობას იღებდნენ დასავლელი ტყვეების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში.

23 ივლისი 2018, 21:12

სამართალი

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ის სახაზინო ადვოკატი დაიცავს, რომელიც თავიდან იცავდა

ადვოკატი 19 წლის მწყემსს, გლდანის ციხეში 24 ივლისს მოინახულებს. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გაყვება თუ არა დაცვის მხარე თავდაპირველ ვერსიას, რომელზეც ბრალდებული საუბრობდა. კობაური ამბობდა, რომ სმითები ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა.

23 ივლისი 2018, 21:06

სამართალი

ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული ქეთი მურუსიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ქეთი მურუსიძის პროცესი გაიმართა. მას თაღლითობასა და ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავებიან. დაკავებული თაღლითობის ნაწილში ბრალს აღიარებს, მაგრამ ნარკოტიკის მოხმარებასა და გასაღებას უარყოფს.

თორნიკე კაჭარავა

23 ივლისი 2018, 20:54

სამართალი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თორნიკე კაჭარავას ბრალი წარედგინა

ადვოკატ შოთა მანელიძის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და სასამართლოზე აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი. თორნიკე კაჭარავას პროცესი 24 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება.

რაიან ლოჩტი

23 ივლისი 2018, 20:52

სპორტი

რაიან ლოჩტს დოპინგის წესის დარღვევისთვის 14-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის 12-გზის ოლიმპიური მედლის მფლობელმა 24 მაისს სოცქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ინტრავენურ თერაპიას იყენებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. ცნობილია, რომ ათლეტებს ინტრავენური თერაპიის გამოყენება რიგ შემთხვევაში ეკრძალებათ.

23 ივლისი 2018, 20:45

პოლიტიკა

ანდრის მამიკინსი: საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების შესრულებით ლიდერია

ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგებზე ანგარიშს ამზადებს. დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე გამოქვეყნდება.

23 ივლისი 2018, 20:39

პოლიტიკა

თეთნულდზე დაღუპული ტურისტის გადმოსასვენებლად სამუშაოები 24 ივლისიდან დილიდან განახლდება

მესტიაში, თეთნულდზე, უკრაინელი გარდაცვლილი ტურისტის ცხედრის გამოსასვენებლად სამაშველო სამუშაოები 24 ივლისს, დილიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

WhatsApp

23 ივლისი 2018, 20:37

მსოფლიო

WhatsApp-ის ჯგუფის „ადმინმა“ ინდოეთის ციხეში 5 თვე გაატარა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 21 წლის კაცი წამქეზებლობის ბრალდებით, „არასასიამოვნო“ მასალის გაგზავნის გამო დააკავეს. უცნობია რა ეწერა ტექსტურ შეტყობინებაში. პოლიცია განმარტავს, რომ სტუდენტი WhatsApp-ის ერთ-ერთი ჯგუფის ადმინისტრატორი იყო.

23 ივლისი 2018, 20:22

სამართალი

არასრულწლოვნების მიერ გახშირებული ქურდობის გამო შეიძლება კანონი გადაიხედოს

თბილისის შემდეგ არასრულწლოვნებმა ბათუმში გადაინაცვლეს, სადაც 4 მაღაზია გაქურდეს. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების თქმით, წაღებულია დიდი რაოდენობის თანხა, დაზიანებულია შესასვლელი კარები.

ორბელიანის ქუჩის მაკეტი

23 ივლისი 2018, 20:18

ეკონომიკა

თბილისის განვითარების ფონდი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს გამარტივებული შესყიდვის უფლებით ითხოვს.

„თეთრი ჩაფხუტები“

23 ივლისი 2018, 20:17

მსოფლიო

სირიის მთავრობამ „თეთრი ჩაფხუტების“ მოხალისეების იორდანიაში ევაკუაცია გააკრიტიკა

როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, სიტყვებით დაგმობის პოლიტიკა ამ საზიანო ქმედების გასაკიცხად საკმარისი არ არის. „თეთრი ჩაფხუტების“ მოხალისეების ნაწილი იორდანიაში გოლანის მთის მაღლობების გავლით იორდანიაში 21 ივლისს გადაიყვანეს.

23 ივლისი 2018, 20:08

ეკონომიკა

2018 წლის 6 თვეში პრივატიზაციიდან ბიუჯეტმა 63.5 მილიონი მიიღო

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-ივნისში „არაფინანსური აქტივების კლებით“ (პრივატიზაცით) მიღებული შემოსულობების მოცულობა 63.53 მილიონი ლარი იყო, მაშინ როცა საპროგნოზო შემოსავალი 27.7 მილიონი იყო.

23 ივლისი 2018, 19:53

მსოფლიო

ავსტრიამ თურქებს მშობლიურ ენაზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება აუკრძალა

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის, ნორბერტ ჰოფერის თქმით, ავსტრიაში მცხოვრები თურქები მართვის მოწმობის ასაღებად, ტესტების დაწერას მშობლიურ ენაზე ვეღარ შეძლებენ. აქამდე მოქმედი რეგულაციით, ავსტრიაში მცხოვრებ თურქებს შეეძლოთ, მოწმობის ასაღებად ევლოთ თურქულენოვან კურსებზე.

23 ივლისი 2018, 19:43

მსოფლიო

საბერძნეთში ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია

საბერძნეთში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ხანძარმა ათენიდან 50 კილომეტრში მდებარე კინეთას გარეუბნებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი მცხოვრებლები სტიქიური უბედურების ზონას ტოვებენ, მათი ნაწილი კი სახლების გადარჩენას ბაღის სარწყავი მილების საშუალებით ცდილობს.

ჯანდაცვის სამინისტრო

23 ივლისი 2018, 19:38

პოლიტიკა

აუდიტი: 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროში 938 228 ლარის პრემია შეუსაბამოდ გაიცა

სახელწმიფო აუდიტის სამსახურმა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შესახებ 2016 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროში შეუსაბამოდ გაცემული პრემიის ოდენობა 938 228 ლარია.

23 ივლისი 2018, 19:30

ტექნოლოგიები

კვლევა: პორნოგრაფია და კომპიუტერული თამაშები ვირტუალური ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალაა

SexLikeReal-ი განმარტავს, რომ 2016 წლიდან დღემდე 481 ვირტუალური რეალობის თამაში გამოვიდა, რამაც 50-მილიონ დოლარიანი მოგება მოიტანა. თუ ამას PlayStation-ს და Oculus Home-საც დავუმატებთ მაშინ წლიური ბრუნვა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს.