არქივი
24 დეკემბერი 2018, 23:59
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი კათოლიკე ქრისტიანებს შობის დღესასწაულს ულოცავს
„იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა არის სიმბოლო სიყვარულის, სიახლის, სიკეთის. კაცთმოყვარეობა არის ის, რაზეც დგას ქრისტიანობის ისტორია. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიმშვიდეს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
24 დეკემბერი 2018, 23:33
ტაბლოიდი
„გირჩი“ ახალ წელს ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს
#ჯაფარამეკვლედ- სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა. როგორც პარტიაში აცხადებენ, დაფინანსების მიზნით „გირჩი“ აუქციონს აწყობს.
24 დეკემბერი 2018, 23:14
ტექნოლოგიები
რამდენიმე მცდელობის შემდეგ SpaceX-მა სამხედრო სატელიტი წარმატებით გაუშვა
2019 წლისთვის SpaceX-მა აშშ-ის საჰაერო თავდაცვასთან $83 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. Falcon 9 ფლორიდადან აიღო სტარტი. წინა ოთხი მცდელობა რაკეტისთვის ამინდის გაუარესებისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო წარუმატებლად დასრულდა.
24 დეკემბერი 2018, 22:59
სპორტი
სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ინგლისურ კლუბში ბრუნდება, სადაც ის ოლე გუნარ სოლსკიაერის კონსულტანტი იქნება, რომელის სეზონის ბოლომდე მთავარი მწვთნელის მოვალეობას ასრულებს.
24 დეკემბერი 2018, 22:44
ტექნოლოგიები
Snapchat-მა კატების შემდეგ ლინზები ძაღლებისთვისაც დაამატა
სიახლე მესენჯერის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძაღლთან ერთად ფოტოები, „მრავალფეროვანი“ ლინზების მეშვეობით გადაიღოს. ბოლო პერიოდში Snapchat-ი უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა. შეიცვალა დიზაინი, რაზეც მომხმარებლების დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა.
24 დეკემბერი 2018, 22:23
პოლიტიკა
კახა კალაძე კათოლიკე ქრისტიანებს შობის დღესასწაულს ულოცავს
„განსაკუთრებულად ვულოცავ ამ უდიდესი სიხარულის დღესასწაულს ჩემს თანამოქალაქეებს საქართველოში, ჩემს მეგობრებს იტალიაში და ვუსურვებ მშვიდობიან, უსაფრთხო წელს, ერთობას, სიყვარულის და სიკეთის გამარჯვებას"-წერს კახა კალაძე.
24 დეკემბერი 2018, 22:11
მსოფლიო
ლიბიაში ISIS-ის მიერ მოკლულთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
ეთიოპიელი ქრისტიანები სიკვდილით 2015 წელს ქალაქ სურთში დასაჯეს. სამარხზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰიჰადისტების ნაწილი დააკავეს.
24 დეკემბერი 2018, 22:06
სამართალი
მიხეილ კალანდიამ მთავარი პროკურატურა დატოვა
მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ კალანდიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადება გააკეთა მისმა ადვოკატმა. როგორ ანა კოტეტიშვილი განმარტავს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმიდან ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იყვნენ ისინი მთავარ პროკურატურაში, თუმცა კონკრეტულად რომელი ეს უცნობია.
24 დეკემბერი 2018, 21:53
პოლიტიკა
ადგილები, სადაც 25-31 დეკემბერს თბილისში ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება
25-31 დეკემბერს მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით თბილისში ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად შეიზღუდება. ავტომობილებისთვის მოძრაობა აიკრძალება წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე.
24 დეკემბერი 2018, 21:24
პოლიტიკა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზვიად გამსახურდიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ადვოკატები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რათა დროულად მოახდინოს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება დაზარალებულად ცნობილი პირისათვის საქმის მასალების გადაცემის უფლებას.
24 დეკემბერი 2018, 21:21
სპორტი
საქართველოს კრივის ფედერაციამ 2018 წელი შეაჯამა
ანგარიშის წარდგენისას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე კრივის ეროვნულმა ფედერაციამ 2019 წელს დაგეგმილი საქართველოში ჩასატარებელი ღონისძიებები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გეგმებიც გააცნო მედიის წარმომადგენლებს.
24 დეკემბერი 2018, 21:13
კულტურა
ქართველი დიზაინერები სოლიდარობის ფონდის საქველმოქმედო საღამოში ჩაერთნენ
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობენ: თამუნა ინგოროყვა, გიორგი ქებურია, ANOUKI, “ავთანდილი”, აკა ნანიტაშვილი, „მუზარადი“, 07/11, Dalood, Lalo Cardigans, ტატუნა ნიკოლაიშვილი, მარიამ გვასალია, ლაშა ჯოხაძე, ნინა ზარქუა, ანუკა ქებურია, „სამოსელი პირველი“, „ფაფანაკი“ და სხვები.
24 დეკემბერი 2018, 21:01
მსოფლიო
როგორ ხვდებიან შობას მსოფლიოში
კათოლიკური სამყარო 25 დეკემბრის, ანუ შობის შესახვედრად ემზადება. დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ხვდებიან.
24 დეკემბერი 2018, 20:54
მსოფლიო
ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ისევ ამოიფრქვა
ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, 130-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდამდე იყო. ადგილობრივი ვულკანოლოგის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლავა მთის სხვა ნაწილიდან ამოიფრქვა. მომხდარის გამო მთის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ.
24 დეკემბერი 2018, 20:45
კულტურა
ყვარელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
imedinews-ის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე ჩავიდნენ და ჩამონგრეული ისტორიული ძეგლის ნაწილი ხარაჩოებში მოაქციეს. ყვარელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლის ნაწილი დეკემბერსა და მარტში ჩამოინგრა.
24 დეკემბერი 2018, 20:34
მსოფლიო
ინდონეზიაში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს. ვიდეო
ბიჭმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ალის უწოდებენ, 12 საათი ავტომობილში გაატარა, რომელიც ნანგრევებში იყო მოყოლილი. გავრცელებული ცნობით, მოზარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია და ის ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
24 დეკემბერი 2018, 20:19
სამართალი
წავკისში მომხდარი მკვლელობის დეტალები
დაპირისპირების მიზეზი ამ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ავტოავარია გახდა. ლექსო ფეიქრიშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.
24 დეკემბერი 2018, 20:17
ტექნოლოგიები
Apple-მა ლგბტ თემის საწინააღმდეგო აპლიკაცია დაბლოკა
ირკვევა, რომ პროგრამულმა უზრუნველყოფამ ისეთი ამერიკული რელიგიური ჯგუფის რეკლამირება გასწია, რომელიც ამბობდა, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვა იყო. Apple-ის აპლიკაციების მაღაზიაში (App Store) მსგავსი აპლიკაცია ხელმისაწვდომი აღარ არის. ტექნოლოგიურ გიგანტში ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
24 დეკემბერი 2018, 20:06
სამართალი
მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება
ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
24 დეკემბერი 2018, 19:51
ტაბლოიდი
ინდოეთში ქალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა
მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა ქალის მშობლებმა მისი სამკაული იცნეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასკვნეს, რომ ის საყვარელმა მოკლა. გამოძიების დასრულების შემდეგ ოჯახმა ცხედარს კრემაცია ჩაუტარა, თუმცა 4 დღის შემდეგ ქალი სახლში დაბრუნდა.
24 დეკემბერი 2018, 19:48
ტექნოლოგიები
Zozo-ს კომბინოზონი ადამიანის სხეულის ზომებს დაადგენს. ვიდეო
სხეულის ფორმებისა და ზომების გასაგებად სმარტფონის წინ 360 გრადუსით ერთხელ დატრიალებაა საჭირო. სწორედ ფოტოს მეშვეობით გაზომავს აპლიკაცია მომხმარებლის სხეულს. ახალი პროდუქტი იმ ადამიანებისთვის იქნება სასარგებლო, რომლებიც ონლაინ სივრციდან ხშირად ტანისამოსის არასწორ ზომას იწერენ.
24 დეკემბერი 2018, 19:26
პოლიტიკა
გიორგი მიქაუტაძე: უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიაზე გადაწყვეტილება გუნდური იყო
„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ძალიან დიდი რაოდენობით გაჭიანურებული საქმეებია. ამიტომ არის მოქალაქეთა უკმაყოფილება, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში საჩივრების რაოდენობა იმატებს. ეს კი, მიანიშნებს, რომ მოსამართლეთა სიმცირის გამო, არ არის სამართალწარმოების პროცესი მოწოდების სიმაღლეზე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
24 დეკემბერი 2018, 19:25
მსოფლიო
ცნობილია რაზე ილაპარაკებს ბრიტანელი მონარქი ტრადიციულ საშობაო ტელემიმართვაში
92 წლის მონარქი ადამიანების ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს და განმარტავს, რომ განსხვავებული აზრის პატივისცემაა საჭირო. წინასაშობაო ვიდეომიმართვა ბუკინგემის სასახლეში 12 დეკემბერს ჩაიწერა. ის 25 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე გადაიცემა ტელევიზიით.
24 დეკემბერი 2018, 19:12
სამართალი
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება
მამუკა მდინარაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ხანდაზმულობის ვადას არ ეხება, არამედ შეეხება ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან არის დაკავშირებული.
24 დეკემბერი 2018, 19:02
ტექნოლოგიები
ავსტრალია დრონების იდენტიფიცირების სისტემას აამოქმედებს
ავსტრალიის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ორგანო (Casa) პრაქტიკულ ნაბიჯებს 2019 წლის იანვრიდან გადადგამს. ავსტრალიამ უპილოტო საფრენი აპარატების რეგულაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გეთვიკის აეროპორტში დრონებით უნებართვო გადაადგილებამ ქაოსი შექმნა.
24 დეკემბერი 2018, 18:52
მსოფლიო
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის აპრილში გაიმართება
კოალიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ გამოკითხვა, რათა საბოლოოდ გადაწყდეს იმ კანონპროექტის ბედი, რომელიც ჯარში ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების გაწვევას გულისხმობს.
24 დეკემბერი 2018, 18:36
მსოფლიო
სიდნეიში ახალაშენებულ ცათამბჯენში ბზარები გაჩნდა, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია
სიდნეიში ახალაშენებული ცათამბჯენიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც მედია იტყობინება, მოქალაქეებმა "ბზარების ტკაცუნის ხმა" გაიგეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ მათ ბზარი 33-სართულიან შენობაში მე-10 სართულზე იპოვეს.
24 დეკემბერი 2018, 18:30
მსოფლიო
ინდონეზიაში ცუნამის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
მანამდე ინფორმაცია 281 დაღუპულზე გავრცელდა. 120-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით გრძელდება
24 დეკემბერი 2018, 18:18
ტექნოლოგიები
კვლევა: ყოველ მესამე კაცს სექსთან დაკავშირებული პრობლემა აქვს
ბევრი კაცისთვის სექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი ისევ ტაბუდადებული თემაა. როგორც სოციოლოგიური ორგანიზაციის Splendid Research-ის კვლევამ აჩვენა, ყოველ მესამე კაცს სულ ცოტა ერთხელ მაინც ჰქონია ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემები.
24 დეკემბერი 2018, 18:09
ტექნოლოგიები
ტაივანური კომპანია, რომელიც iPhone-ებს აწყობს, ჩინეთში ჩიპების წარმოებას გეგმავს
ტაივანური კომპანია, რომელიც Apple-ის iPhone-ებს აწყობს, ჩინეთის ქალაქ ჟუხაის ადმინისტრაციასთან ქარხნის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზეა. ნახევრადგამტარი ჩიპების ქარხანის აშენების მიზნით 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.


