არქივი

03 აგვისტო 2018, 23:43

მსოფლიო

აშშ-ის ქალაქ ფენიქსს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

აშშ-ის მეტეოროლოგიურმა ცენტრმა წინასწარ გააფრთხილა შტატი არიზონას ქალაქ ფენიქსში მცხოვრები ადამიანები, რომ ქვიშის ქარიშხალის გამო მხედველობის ხარისხი ნული იქნება, ხოლო ქარის სიჩქარე - 60 მილი საათში.

03 აგვისტო 2018, 23:15

პოლიტიკა

სეისმური მონიტორინგის ცენტრი: ნენსკრა მყინვარების სეზონური დნობის გამო ადიდდა

ნენსკრას ხეობაში, 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლისას, სატელიტურმა მონაცემებმა აჩვენა რომ თოვლის და მყინვარების სეზონურმა დნობამ და 4 ივლისის ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია მდ. ნენსკრას აუზის მდინარეების ადიდება. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება.

03 აგვისტო 2018, 23:10

ეკონომიკა

ბანანს გადაშენება ემუქრება

ტროპიკული სოკო ბანანის მოსავალს მთელ მსოფლიოში ანადგურებს. სოკოვანი ინფექცია, რომელიც პანამური დაავადებით არის ცნობილი, უკვე გავრცელდა აზიაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიასა და ცენტრალურ ამერიკაში. თუ ეს ინფექცია სამხრეთ აფრიკამდე ჩააღწევს, მეცნიერები შიშობენ, რომ კავენდიშის ჯიშის ბანანი გაქრება.

ჰარვი ვაინშტეინი

03 აგვისტო 2018, 22:59

მსოფლიო

ვაინშტეინის ადვოკატებმა პროდიუსერის გამამართლებელი მტკიცებულებები წარადგინეს

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის ადვოკატები აპირებენ გამოაქვეყნონ ელექტრონული წერილები, რომლითაც, მათი თქმით, პროდიუსერის გამართლებას შეძლებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

03 აგვისტო 2018, 22:10

მსოფლიო

ბრიტანეთის სასამართლომ ყველაზე ახალგაზრდა ჯიჰადისტ ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 18 წლის საფა ბულარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების მზადებაში ედება ბრალი. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2018, 21:59

ტაბლოიდი

იაპონელი ქალები იღლიის ადგილს რეკლამისთვის ყიდიან

იაპონიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჩნდნენ ქალები, რომლებსაც იღლიაზე სარეკლამო სტიკერები აქვთ მიკრული. ქალებს არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ, გარდა იმისა, რომ ხელი ჩასჭიდონ ზედა სახელურს, თანაც ისე, რომ მათი იღლია, მასზე მიწებებული სარეკლამო სტიკერით, თვალში მოხვდეს მგზავრებს“, - წერს გამოცემა.

03 აგვისტო 2018, 21:41

სამართალი

შორაპანთან რამდენიმე ავარია მოხდა

ზესტაფონში,სოფელ შორაპანში გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომობილში არსებული ტვირთი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ, გზაზე გადმოიყარა, მათ შორის შაქრის ტომრები.

03 აგვისტო 2018, 21:33

მსოფლიო

ოჰაიოში განსასჯელს სასამართლო პროცესზე პირი აუკრეს

32 წლის ფრანკლინ უილიამსს, რომელსაც შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით ასამართლებდნენ, პროცესზე პირი აუკრეს. ინციდენტი ოჰაიოს ქალაქ კაიაჰოგის სასამართლოში მოხდა. მოსამართლე ჯონ რუსომ უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართა, რაც განსასჯელის გაჩუმება ვერ შეძლო.

ანგელინა ხაჩატურიანი

03 აგვისტო 2018, 21:20

მსოფლიო

მოსკოვში სამმა დამ მოძალადე მამა მოკლა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი საკუთარმა შვილებმა მოკლეს. თავდასხმა მამაზე 17, 18 და 19 წლის ქალიშვილებმა ბინაში განახორციელეს. პოლიციის ცნობით, კაცს მჩხვლეტავი ნივთებით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე ჩაქუჩით მიყენებული დარტყმები თავზე.

03 აგვისტო 2018, 20:38

მსოფლიო

უცნაური მოვლენები, რომელიც მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია

რამდენიმე დღეში, ევროპის კონტინენტზე შესაძლოა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ექსპერტები ცნობით, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე აიწევა.

03 აგვისტო 2018, 20:31

პოლიტიკა

ნინო გვენეტაძემ თეა წულუკიანის მოკითხვას ტექსტური შეტყობინებით უპასუხა

„მე ვცადე მასთან დაკავშირება, რომ ეს სიურპრიზი მასთან ერთად გამერკვია. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ელემენტარულია, რომ მე ის მომეკითხა და მან მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე მექნება, არ იდარდო, იმედი მაქვს ჩვენ უფრო გრძლად შევხვდებით ერთმანეთს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

03 აგვისტო 2018, 20:11

სამართალი

გახარია ხორავას ქუჩის მკვლელობაზე: მე ამ საქმეში სხვა უფრო გავლენიანი მშობლებიც ვიცი

კომისიის სხდომის პირველი ნაწილი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურიანი იყო. კითხვები ძირითადად მტკიცებულებებს, მირზა სუბელიანსა და საგამოძიებო მოქმედებებს შეეხებოდა. სხდომაზე კამათისას შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქმეში სხვა უფრო გავლენიანი მშობლები იკვეთებიან, ვიდე მირზა სუბელიანი იყო.

03 აგვისტო 2018, 19:41

პოლიტიკა

ხულოში ადგილობრივებმა ახალი ჩანჩქერები იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ადგილობრივებმა ახალ ჩანჩქერებს მიაკვლიეს. 7 ჩანჩქერიდან ყველაზე მაღალი დაახლოებით 30 მეტრიდან ეშვება. ჩანჩქერებისთვის ჯერ-ჯერობით სახელები არ შეურჩევიათ.

ანგელა მერკელი და 
იოაჰიმ ზაუერი

03 აგვისტო 2018, 19:17

მსოფლიო

ჟურნალისტები გერმანიის კანცლერს ვერ პოულობენ

ანგელა მერკელის ქმარი იოაჰიმ ზაუერი იტალიის ალპებში სათხილამურო კურორტზე ცოლის გარეშე გაემგზავრა. მანამდე ცოლ-ქმარი საზაფხულო შვებულებას ერთად ატარებდა. ამჯერად კი ზაუერი ზოლდენში ოთხვარსკვლავიან სასტუმროში თავის ვაჟთან ერთად დაბინავდა, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. კანცლერი ქმარს იტალიაში არ წაყვა.

მეუფე პეტრე ცაავა

03 აგვისტო 2018, 19:00

პოლიტიკა

მეუფე პეტრე: მეუფე იაკობი საქართველოს ეკლესიის სირცხვილია

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ მეუფე იაკობს „საქართველოს ეკლესიის სირცხვილი“ უწოდა. „მეუფე იაკობის საქციელი 2013 წლის 17 მაისიდან დღემდე შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ეკლესიის დიდი სირცხვილი და წმინდა სინოდის უხერხულობა “, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

03 აგვისტო 2018, 18:58

ეკონომიკა

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ რუსული ბანკი „აგროსოიუზი“ სანქციების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია დღეს მნუჩინის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტი აცხადებს, „აგროსოიუზი“ ჩრდილოეთ კორეაში მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროცესს უწყობდა ხელს.

03 აგვისტო 2018, 18:58

მსოფლიო

საფრანგეთში ქალის მიმართ უხამსი ქცევა კანონით დაისჯება

საფრანგეთის პარლამენტმა სექსუალური და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ქალის მიმართ უხამსი ქცევებისა და სიტყვებზე ჯარიმასაც გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ Europe-1-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2018, 18:51

კულტურა

ოსკარზე წარდგენის კანდიდატი ქართული ფილმები ცნობილია

ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

03 აგვისტო 2018, 18:42

პოლიტიკა

პაატა იმნაძე: ტკიპის ნაკბენი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, იმ შემთხვევაში თუ ტკიპის ნაკბენს შეამჩნევენ, დროულად მიმართონ ექიმს. პაატა იმნაძის განცხადებით, ტკიპის ნაკბენის დროს ერთ-ერთი სიმპტომი ტემპერატურის მატებაა.

03 აგვისტო 2018, 18:41

მსოფლიო

პაკისტანში ტერორისტებმა 12 სკოლა დაბომბეს

პაკისტანელი „თალიბები“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები, რომლებიც გოგოების განათლებას ეწინააღმდეგებიან და ანტი-ისლამურ ქმედებად მიიჩნევენ ახალგაზრდა ქალებს თავს ხშირად ესხმიან. მალალა იუსაფზაი, რომელიც ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის 2012 წელს ექსტრემისტებმა დაჭრეს.

პედრო როდრიგესი

03 აგვისტო 2018, 18:34

სპორტი

პედრომ ჩელსისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ესპანელმა ნახევარმცველმა პედრო როდრიგესმა ლონდონის „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია დღეს კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

03 აგვისტო 2018, 18:19

კულტურა

თუშეთში ნასოფლარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ნასოფლარ ინდურთას და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.

03 აგვისტო 2018, 18:14

ტაბლოიდი

PayPal-მა ძაღლისთვის შეწირული თანხა დაბლოკა, რადგან მას Isis-ი ერქვა

კომპანია PayPal-მა ინგლისურ თავშესაფარში მცხოვრებ ლაბრადორისთვის თანხის შესაგროვებელი გვერდი დაბლოკა. ძაღლს სახელად ისისი ჰქვია - ISIS, რის გამოც, სერვისის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ ფულს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" ურიცხავენ.

შემთხვევის ადგილი

03 აგვისტო 2018, 18:13

სამართალი

საგანგებო სიტუაციების სამსახური: მესტიაში საფრთხე მოიხსნა

მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია - წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

ანა ფრანკი

03 აგვისტო 2018, 17:40

კულტურა

კვლევა: ანა ფრანკის ოჯახი აშშ-ში გაქცევას ცდილობდა

ახალი კვლევის თანახმად, ანა ფრანკის ოჯახი ნაცისტების დევნას გაურბოდა და შეერთებულ შტატებში გადასვლას ცდილობდა, თუმცა მას მკაცრმა საიმიგრაციო პოლიტიკამ და მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი.

03 აგვისტო 2018, 17:32

მსოფლიო

ვირჯინიის შტატში კაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ ლინჩბურგშიკაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა. კაშხლის ჩამოშლის საშიშროება დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლის შემდეგ გაჩნდა.

03 აგვისტო 2018, 17:30

ტექნოლოგიები

Musical.ly-მ სახელი შეიცვალა და TikTok-ი დაირქვა

კარაოკე აპლიკაცია Musical.ly-ს ყოველთვიურად 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. 2018 წლის პირველ კვარტალში TikTok-ი iOS-ზე, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაცია იყო. 2017 წლის ნოემბერში აპლიაკაცია ჩინურმა ByteDance-მ შეიძინა.

03 აგვისტო 2018, 17:12

კულტურა

მესტიაში მაჩუბების აღსადგენად 100 ათასი ლარი დაიხარჯება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაბა მესტიაში, ალექსანდრე გვარლიანის მაჩუბის პირველი ეტაპის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი.

03 აგვისტო 2018, 17:10

ტაბლოიდი

ტოჩინოშინის ინსპირაციით ქართულმა ოჯახმა სუმოს სცენა დადგა. ვიდეო

სოციალურ ქსელში ქართული სუმოს ქომაგების გვერდმა გაავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ქართულმა ოჯახმა, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინ) ინსპირაციით, სუმოს სცენა დადგა, სადაც მონაწილეობას ბავშვები იღებენ. ვიდეო Facebook-ზე მალევე გახდა პოპულარული.

03 აგვისტო 2018, 17:07

ტექნოლოგიები

პლასტმასი გარემოსთვის იმაზე საშიში აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ

ჰავაის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პლასტმასის ნაწილაკები გამოყოფენ კლიმატზე მოქმედ აირებს - როგორებიცაა ეთილენი და მეთანი. ამასთან, რაც უფრო ნაკლები ზომისაა ნაწილაკი მით მეტ აირს ათავისუფლებს.