არქივი

Google

08 ოქტომბერი 2018, 23:48

ტექნოლოგიები

სოციალური ქსელი Google+ უქმდება

Google-მა გადაწყვეტილება სოცქსელის პოპულარობის დაკარგვის გამო მიიღო. ცნობილია, რომ თითოეული ექაუნთის მფლობელის ინტერაქცია საშუალოდ 5 წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება. Google+ 2011 წელს ჩაეშვა ქსელში. პროექტი Google-ის პირველი წარუმატებელი მცდელობაა სოცქსელი ჰქონოდა.

სომხეთის პარლამენტი

08 ოქტომბერი 2018, 23:34

მსოფლიო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში გაიმართება

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პარტიის „აყვავებული სომხეთი“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა მიმდინარე წლის დეკემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

ალექსანდრე მიშკინი

08 ოქტომბერი 2018, 23:15

მსოფლიო

სკრიპალების მოწამვლაში მეორე ბრალდებულის ნამდვილი ვინაობა დასახელდა

სკრიპალების მოწამვლაში მეორე ბრალდებულის ალექსანდრე პეტროვის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე მიშკინია. მიშკინი, შეპიგას მსგავსად რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის განყოფილების („გრუ“) თანამშრომელია.

ჰოუპ ჰიქსი

08 ოქტომბერი 2018, 22:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი რუპერტ მერდოკის მედია იმპერიაში დასაქმდა

29 წლის ჰიქსი Fox-ში კომუნიკაციების ოფიცერი იქნება. მან თეთრი სახლი აპრილში დატოვა. ჰოუპ ჰიქსი ტრამპის ორგანიზაციისთვის 2014 წლიდან მუშაობდა. ზაფხულში აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-ის თანათავმჯდომარე ბილ შაინი ასისტენტად და კომუნიკაციების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაასახელა.

სკარლეტ ლი

08 ოქტომბერი 2018, 22:39

კულტურა

ბრიტანული X Factor-ის მონაწილეს ზედმეტი წონის გამო სიკვდილით ემუქრებიან

20 წლის მომღერლის თქმით, სოციალური ქსელების მომხმარებლები მას მსუქანს უწოდებენ და ზედმეტი წონის გამო მოკვლითაც დაემუქრნენ. „სიკვდილით მემუქრებოდნენ. ისინი წერდნენ, რომ დედაჩემს საერთოდ არ უნდა გავეჩინე"- ამბობს ლი.

საპლაჟო ჭიდაობა

08 ოქტომბერი 2018, 22:20

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 79 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ეს შეჯიბრი არის პირველი სალიცენზიო ეტაპი 2019 წელს სანდიეგოში გასამართი მსოფლიო ქვიშის თამაშებისათვის.

ჰიშამ ალ-აშმავი

08 ოქტომბერი 2018, 22:16

მსოფლიო

ლიბიის არმიამ ეგვიპტელი ჯიჰადისტი დააკავა

ლიბიის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ დარნაჰში ეგვიპტელი ჯიჰადისტი ჰიშამ ალ-აშმავი დააკავა. ლიბიის ეროვნული არმიის განმარტებით, დაკავებულს ჯიჰადის ქამარი ჰქონდა. ჰიშამ ალ-აშმავი არმიის ყოფილი ოფიცერია და ეგვიპტეში რამდენიმე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

08 ოქტომბერი 2018, 21:59

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ იუნკერმა ტერეზა მეის მსგავსად იცეკვა. ვიდეო

ევროკომიის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერის მსგავსად იცეკვა. ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლამდე ტერეზა მეის მოძრაობები გაიმეორა. 3 ოქტომბერს მეი კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, ლეგენდარული შვედური ჯგუფის, ABBA-ს სიმღერის ფონზე გამოვიდა.

საუდის არაბეთის საკონსულო სტამბოლში

08 ოქტომბერი 2018, 21:52

მსოფლიო

თურქეთი საუდის არაბეთის საკონსულოს ჟურნალისტის საქმეზე მტკიცებულების წარდგენას სთხოვს

მანამდე ერდოღანმა გაუჩინარებული არაბი ჟურნალისტის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. საუდის არაბეთმა ბრალდებებს უსაფუძვლო უკვე უწოდა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან საუდის არაბეთი დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

Ikea

08 ოქტომბერი 2018, 21:32

მსოფლიო

უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის IKEA £100 ათასით დააჯარიმეს

გაუმართავ სახურავზე მუშაობისას ინჟინერს ორი თითი ნახევრად ამპუტრებული დარჩა. ინციდენტი ბრისტოლის IKEA-ში 2016 წლის ნოემბერში მოხდა. კომპანიას სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაც დაევალა. თავისმხრივ ქალაქის საბჭომ IKEA-ს თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვისკენ მოუწოდა.

08 ოქტომბერი 2018, 21:17

პოლიტიკა

ნაციონალები და ევროპული საქართველო ანაკლიაში პლაკატების გასაკრავ ადგილებს ვერ იყოფენ

ამ მიზეზით ანაკლიაში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს აქტივისტები დაუპირსპირდნენ. ორ პარტიად დაშლილი ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები ერთმანეთს მიმზანმიმართულ პროვოკაციებშიც ადანაშაულებენ

08 ოქტომბერი 2018, 20:57

კულტურა

დღეს იმედზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იწყება

იმედზე დღეს მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი იწყება. მასში მონაწილე წყვილები დღეს პირველ, საპრეზენტაციო შოუზე იცეკვებენ. ვინ იქნებიან ჟიურის წევრები და ვარსკვლავების მეწყვილეები, ჯერ კიდევ სიურპრიზად რჩება.

წყვილები

08 ოქტომბერი 2018, 20:57

მსოფლიო

ნიუ-იორკში ავტოსაგზაო შემთხვევისას 20 დაღუპულს შორის ახალდაქორწინებული წყვილიც იყო

ემი და ალექს სტინბურგები, რომლებიც ივნისში დაქორწინდნენ ემის დაბადების დღეს ზეიმობდნენ, როდესაც მათი ავტომობილის მძოლღმა საჭის კონტროლი დაკარგა. მომხდარს შეეწირა მათი რამდენიმე ნათესავი. ახალდაქორწინებული ირინ და შეინ მაკგოუანებიც ამ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.

08 ოქტომბერი 2018, 20:50

მსოფლიო

ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენაზე ხვალ იმსჯელებენ

სანქციების შენარჩუნებას რუსეთის წინააღმდეგ მხარს უჭერს საქართველო, ბრიტანეთი და უკრაინა. სწორედ ყირიმში განხორციელებული აგრესიის გამო შეუწყდა ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოში.

დონალდ ტრამპი

08 ოქტომბერი 2018, 20:36

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები სიცრუეა

მოსამართლე კავანო სენატმა 6 ოქტომებრს 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 53 წლის ბრეტ კავანომ ფიცი 6 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოში დადო. ბრეტ კავანოს უზენაესი მოსამართლის კანდიდატურაზე წარდგენის შემდეგ მას სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

ბარბარა ბუში

08 ოქტომბერი 2018, 20:26

ტაბლოიდი

უმცროსი ჯორჯ ბუშის შვილი დაქორწინდა

საკურთხეველთან ბარბარა მამამ მიიყვანა. ცერემონიალზე პატარძალს ძვირადღირებული სამაჯური ეკეთა, რომელიც მისმა ბაბუამ, უფროსმა ჯორჯ ბუშმა მეუღლეს, ბარბარა ბუშს ქორწინების 70-ე წლისთავზე აჩუქა

08 ოქტომბერი 2018, 20:19

პოლიტიკა

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს 10 წლის წინანდელი ინტერვიუსთვის აკრიტიკებს

ამჯერად მას ნაციონალური მოძრაობის წევრი და მოდელირებული „ქრონიკის“ ერთ-ერთი ავტორი, ეკა წამალაშვილი დაუპირისპირდა და 10 წლის წინ ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გააკრიტიკა.

აფეთქება

08 ოქტომბერი 2018, 20:12

მსოფლიო

კანადაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აფეთქდა

როგორც თვითმხილველებმა განმარტეს, აფეთქების ტალღამ შემოგარენში მდებარე დასახლებაში ბიძგები გამოიწვია. ჯერ უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი. მომხდარის გამო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

უკრაინა ნატო

08 ოქტომბერი 2018, 20:06

მსოფლიო

უკრაინაში ნატოს წვრთნა იმართება

წვრთნა ხმელნიცკისა და ვინიცის ოლქებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი ქვეყნების გარდა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ.

პიანინო

08 ოქტომბერი 2018, 19:58

ტაბლოიდი

ჩინეთში პიანინოებზე ერთდროულად დაკვრაში გინესის რეკორდი დაამყარეს

ღონისძიებიდან შემოსულ თანხას უსინათლო ბავშვებს გადაურიცხავენ. სულ ღონისძეიბაში ადგილობრივებთან ერთად მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსები მონაწილეობდნენ. წინა რეკორდი 11 წლის წინ კორეაში დაამყარეს. პიანისტებმა მაშინ ერთდროულად 555 ფორტეპიანოზე დაუკრეს.

ბურჭულაძის ფონდი იავნანა

08 ოქტომბერი 2018, 19:56

სამართალი

პროკურორი: ბურჭულაძის ცოლისგან თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე პასუხები ვერ მივიღეთ

ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდებოდა წლების განმავლობაში ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების დაფინანსება უშუალოდ ფონდის თანხებიდან, კონკრეტულად რა მიზნებით მიემგზავრებოდა ის საქართველოდან და რა მიზნებით ჩამოდიოდა საქართველოში,“ – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

08 ოქტომბერი 2018, 19:40

ეკონომიკა

დენდროლოგიური პარკების გახსნის თარიღები დასახელდა

ფონდი "ქართუს" განცხადებით, სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში. გახსნისთანავე, ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის.

08 ოქტომბერი 2018, 19:37

სამართალი

წერეთლის გამზირზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა. წერეთლის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი 50 წლამდე კაცს დაეჯახა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა.

Intel

08 ოქტომბერი 2018, 19:31

ტექნოლოგიები

Intel-მა მე-9 თაობის ახალი პროცესორი წარადგინა

განახლებული CPU-ს სიმძლავრე 5GHz არის. განსხვავებით მე-8 თაობის პროცესორისგან, რომლიც სიხშირიც 3.6GHz-ს არ აღემატებოდა. Intel-ის მე-9 თაობის პროცესორი გაყიდვაში 19 ოქტომბრიდან გამოვა, თუმცა მომხმარებელს მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შეუძლია.

ტელეპათია

08 ოქტომბერი 2018, 19:28

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სამი ადამიანი ერთმანეთთან გონების ძალით დააკავშირეს

სამმა უცხო ადამიანმა, რომლებიც ერთმანეთს გონების ძალით უკავშირდებოდნენ, აშშ-ში ერთად კომპიუტერული თამაში "ტეტრისი" ითამაშა. თითოეული მათგანი ენცეფალოგრაფზე იყო მიერთებული და კავშირს მეორესთან იმპულსების საშუალებით ამყარებდა.

ავღანეთი

08 ოქტომბერი 2018, 19:12

მსოფლიო

თალიბების თავდასხმას ავღანეთში სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 15 წარმომადგენელი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა. რადიკალები ჯაუზჯანის პროვინციაში რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

რაგბი

08 ოქტომბერი 2018, 19:06

სპორტი

ქართველმა მორაგბეებმა საფრანგეთში 3 ლელო დადეს

ტოპ 14-სა და პრო დე2-ში მოთამაშე ბექა გორგაძემ, გიორგი ცუცქირიძემ და ოთარ გიორგაძემ წარმატებით იასპარეზეს. 22 წლის გორგაძე პირველი იყო, ვინც 48-ე წუთზე ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. შეხვედრა წარმატებული გამოდგა 21 წლის ცუცქირიძისთვისაც, რომელმაც ფრანგულ ელიტაში პირველი ლელო დადო.

მამუკა ნაცვლიშვილი

08 ოქტომბერი 2018, 19:06

სამართალი

შს მინისტრი თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამას შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამასთან, მამუკა ნაცვლიშვილთან შეხვედრას დათანხმდა. მამუკა ნაცვლიშვილმა მინისტრთან შეხვედრის სურვილის შესახებ დღეს თქვა.

ტოკიო

08 ოქტომბერი 2018, 19:01

კულტურა

იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილის პატივსაცემად, იაპონია ქართული კინოს ფესტივალს უმასპინლებს. რეტროსპექტივა 13-26 ოქტომბერს ტოკიოში მდებარე კინოთატრ „ივანამი-ჰოლში" გაიმართება.

დამატკბობელი

08 ოქტომბერი 2018, 18:56

ტექნოლოგიები

მეცნიერები: სინთეზური დამატკბობლების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა დიაბეტი გამოიწვიოს

ხელოვნური დამატკბობლების შესახებ კვლევა მეცნიერების ორმა ჯგუფმა დამოუკიდებლად ჩაატარა და ორივემ დაახლოებით ერთნაირი შედეგი მიიღო. კვლევებმა აჩვენა, რომ სასმელში დამატკბობლების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა მეორე ტიპის დიაბეტიც კი გამოიწვიოს.