არქივი
24 მაისი 2022, 23:48
მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭომ „თალიბანის“ ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეცვალოს პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ავღანელი ქალებისა და გოგონების უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს
გაეროს უშიშროების საბჭომ „თალიბანის“ ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეცვალოს პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ავღანელი ქალებისა და გოგონების უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს.
24 მაისი 2022, 23:37
კულტურა
ეროვნულ არქივში გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ გაიხსნა
ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 22 ივნისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
24 მაისი 2022, 23:20
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მალე უნდა მიიღოს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მალე უნდა მიიღოს.
24 მაისი 2022, 23:02
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე და ნინო იობაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ
„შეხვედრისას ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან დაგეგმილ ანექსიის ნაბიჯებზე მათ შორის, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე. ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე და იმ სტრატეგიაზე, რომელიც სახელმწიფოს ამ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით აქვს. ასევე, ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს ჩვენი გეგმა გავაცანით მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოვთქვით. შეხვედრისას, ყურადღება გავამახვილეთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და იმ მძიმე განვითარებაზე, რომელიც შესაძლოა რეგიონის უსაფრთხოებას მოჰყვეს“, - განაცხადა სამხარაძემ.
24 მაისი 2022, 23:00
მსოფლიო
ამერიკული მედია: აშშ-ში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირი ჯორჯ ბუშის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დააკავეს
აშშ-ში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირი ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
24 მაისი 2022, 22:44
საზოგადოება
„ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
„ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართეს. როგორც ნანა გაბელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და აქტიური მუშაობის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხშირია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
24 მაისი 2022, 22:33
მსოფლიო
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ეს ნაბიჯი მისცემს მთავრობა „მანევრირების სივრცეს და დაუყოვნებლივ რეაგირების შესაძლებლობას“ იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება.
24 მაისი 2022, 22:31
მსოფლიო
ჯორჯ სოროსი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება იყოს
ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა.
24 მაისი 2022, 22:17
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების პირობა დაასახელა
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ოკუპანტების მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა.
24 მაისი 2022, 22:05
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.
24 მაისი 2022, 21:41
საზოგადოება
პრეზიდენტმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
24 მაისი 2022, 21:33
მსოფლიო
პოდოლიაკი კისინჯერის განცხადებაზე: კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰენრი კისინჯერს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს, რათა ქვეყანაში რუსეთის შეჭრა დასრულდეს.
24 მაისი 2022, 21:33
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
24 მაისი 2022, 21:32
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ეუთოს ფასეულ როლს
ვაფასებთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ეუთოს ფასეულ როლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
24 მაისი 2022, 21:31
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს იასუში კინოშიტას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
24 მაისი 2022, 21:29
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩემს ხორვატ კოლეგასთან; ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ხორვატ კოლეგასთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრას ეხმაურება.
24 მაისი 2022, 21:16
მსოფლიო
ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს, რათა ქვეყანაში რუსეთის შეჭრა დასრულდეს.
24 მაისი 2022, 21:10
პოლიტიკა
გიტანას ნაუსედა: დავოსში ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ტვიტერში წერს.
24 მაისი 2022, 21:09
პოლიტიკა
ნატალია გავრილიცა: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ
„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დავოსში, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ”, - წერს გავრილიცა.
24 მაისი 2022, 20:58
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
24 მაისი 2022, 20:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს - კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე
მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს - კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.
24 მაისი 2022, 20:22
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებელი სამ ქვეყანას შორის
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოს არც ვინმეზე ნაკლები უბრძოლია, არც ნაკლები სისხლი დაუღვრია და თუ სადღაც ეს დღეს ან გუშინ დაიწყო, საქართველო 30 წელია, ებრძვის რუსულ აგრესიას. მისივე თქმით, ჩვენ დღესაც გვტაცებენ ადამიანებს, დღესაც გვიკლავენ მოქალაქეებს, და არ ვიმსახურებთ, რომ ჩამოვრჩეთ ამ დღის წესრიგს.
24 მაისი 2022, 20:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა, ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი, შევასრულეთ ასოცირების ვალდებულებების 45%-ზე მეტი. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ამ პირობებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი [რადიკალური ოპოზიცია] მაინც აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
24 მაისი 2022, 20:13
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი: დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები პუტინის ომის მანქანას ფიტავს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები პუტინის ომის მანქანას ფიტავს.
24 მაისი 2022, 20:09
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: დებატებზე საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაგეგმილი დებატებისთვის კარგად არის მომზადებული.
24 მაისი 2022, 20:08
პოლიტიკა
საპარლამენტო დებატები ევროინტეგრაციის საკითხზე გადაიდო
ეს დებატები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93 მუხლის თანახმად, 30 დეპუტატის ხელმოწერით არის მოთხოვნილი. ინიციატორების განცხადებით, შეკითხვები შეეხება კითხვარს, ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციას.
24 მაისი 2022, 19:51
მსოფლიო
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის პორტები გახსნას, რათა თავიდან აიცილოს სასურსათო კრიზისი
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკრაინის პორტები გახსნას, რათა თავიდან აიცილოს სასურსათო კრიზისი.
24 მაისი 2022, 19:46
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
„პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
24 მაისი 2022, 19:45
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა
დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
24 მაისი 2022, 19:42
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.


