imedi /  18 მარტი 2019, 18:10 / სანდო წყარო

როგორ დაისჯება ახალი კანონით არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა

სქესობრივი დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს. ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას ეხება. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონის მიზანია ამ ტიპის დანაშაულის ადრეულ ეტაპზე პრევენცია, დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. 

„აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ჩვენ ვამკაცრებთ პასუხისმგებლობას სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ. განსაკუთრებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ დანაშაულს არასრულწლოვნების მიმართ ჩადიან. მაგალითად, არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე სანქცია გავზარდეთ და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება კანონით გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც ეს კანონი ამოქმედდება.

გარდა ამისა, სქესობრივი დანაშაულების ჩამდენ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, რომლის კონტროლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების მიერ განხორციელდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ მსჯავრდებულ პირთა ბაზა, სადაც დაცული იქნება ამ პირების შესახებ მონაცემები და ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ვაკონტროლოთ როგორც მსჯავრდების შემდგომ, ისე მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა ავიცილოთ თავიდან. ამ კანონში კიდევ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პაკეტი, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას გულისხმობს. ასევე, ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას.

დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით კი, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

პროექტის თანახმად, სასამართლოს მიენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, სქესობრივი ხასიათის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება, კერძოდ:

- საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო, სასწავლო, სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა;

- არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

- არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ სქესობრივი დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ; სოციალური მუშაობა;

- საექიმო საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;

- პასიური საარჩევნო უფლება;

- იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება.

უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა:

* ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - 5 წლამდე ვადით;

* მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - 5-დან 10 წლამდე ვადით;

* განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - 10-დან 15 წლამდე ვადით.

რაც შეეხება სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზას, კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა რეესტრი შეიქმნება, რომლის ფუნქციონირებას ორი ძირითადი მიზანი აქვს - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია და ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების გამარტივება.

რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავებას შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის სქესობრივი დანაშაულებისთვის განისაზღვრება სპეციალური ხანდაზმულობის ვადა - 20 წელი ნაცვლად დღეს არსებული რეგულაციისა, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ითვალისწინებს 6 წლიან ხანდაზმულობის ვადას, ხოლო მძიმე დანაშაულისთვის - 10 წელს;

მკაცრდება პასუხისმგებლობა სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება), 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 139-ე (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის შემთხვევაში, რაც დამამძიმებელ გარემოებად ემატება ზემოაღნიშნულ მუხლებს;

მკაცრდება სანქცია დამამძიმებელ გარემოებებში (მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ) ჩადენილი გაუპატიურებისთვის და არსებული სასჯელის სახეს - 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ემატება უვადო თავისუფლების აღკვეთაც.

აღსანიშნავია, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. შსს-ს ცნობით, კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, უწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, სთავაზობენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 17:13

სამართალი

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდზე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდი ფინალურ ეტაპზე გადადის. მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. ბრალდებულები დაიკითხნენ. ბოლო ვინც სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებული ლაშა ბერიძეა. ბერიძის თქმით მან არც სცენიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსი იცოდა წინასწარ და არც მოწოდების.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 16:54

მსოფლიო

ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა.

16 აპრილი 2026, 16:25

პოლიტიკა

დევიდ ფულფორდი: იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

კანადის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ფულფორდი 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

16 აპრილი 2026, 16:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

16 აპრილი 2026, 16:18

საზოგადოება

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგ კურსს აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგ კურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 16:10

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს

უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს - ელისო ბოლქვაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით, მიმდინარე წლისა და სამომავლოდ დასახული აქტივობების შესახებ ინფორმაციით წარდგა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 16:09

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის.

ნინო ფოჩხუა

16 აპრილი 2026, 16:00

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ

ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 15:48

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ელჩებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:43

პოლიტიკა

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.

16 აპრილი 2026, 15:43

საზოგადოება

მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო

სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.

ხალიდ მოჰამედ ბალამა
ნათია თურნავა

16 აპრილი 2026, 15:41

ეკონომიკა

ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

რევაზ სოხაძე

16 აპრილი 2026, 15:39

რეგიონი

რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

„დღეს კახეთში მოვინახულეთ იმ პროექტების ნაწილი, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. დავათვალიერეთ როგორც საგზაო, ისე საგანმანათლებლო მიმართულების მიმდინარე ობიექტები. ბოლო დღეებში რეგიონში აქტუალური იყო სტიქიური მოვლენები, რის გამოც რამდენიმე ლოკაციაზე ვიმყოფებოდით მათი შედეგების შეფასებისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ასევე, დამატებით განვსაზღვრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.

16 აპრილი 2026, 15:37

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.

16 აპრილი 2026, 15:32

საზოგადოება

ComCom-ი მარტვილში 21 აპრილიდან „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს

კომუნიკაციების კომისია 21 აპრილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს, რომელიც დამატებით 15 სამიზნე სოფელს მოიცავს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 15:31

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 15:26

პოლიტიკა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.