imedi /  03 აპრილი 2019, 10:37 / სანდო წყარო

პროკურატურა განმარტავს, რატომ არ ცნო ია კერზაიას შვილი დაზარალებულად

პროკურატურა

პროკურატურა

ვიდრე ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ამ ეტაპზე  გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. დათვალიერდა ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა. ასევე ჩატარდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე  მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე  ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დასადგენად.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - წერია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით,   გენპროკურატურამ გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო. ამ სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა.  

ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის ინსპექტირების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

29 იანვარი 2020, 14:46

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ დონორთა ფორუმზე მთავრობის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა

კანონის უზენაესობა და მართლმსჯულება, რეგიონული განვითარება და ეკონომიკური რეფორმები - ამ თემეზე დონორთა ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ. მთავრობასა და ორგანიზაციებს შორის დიალოგი კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართება. ფორუმი სიტყვით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

მაჩალიკაშვილი

29 იანვარი 2020, 14:24

საქართველო

მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მაჩალიკაშვილის თქმით, ამ კომისიის შექმნაში მას მხარს გაერთიანებული ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერენ და იგივე თხოვნით „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებსაც მიმართა.

29 იანვარი 2020, 14:18

საქართველო

კახა კუჭავამ თქვა როგორ შეეცდება უცხოელი კოლეგების დარწმუნებას, არ ცნონ ევროსაბჭოში რუსეთის უფლებამოსილება

კახა კუჭავას განცხადებით, რუსეთი ყველა საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს და იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო ნორმებს, პრინციპებს. კუჭავას თქმით, ეს ეხება როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიოენბს, ასევე ყირმის ანექსიას.

კორონავირუსი საქართველოში

29 იანვარი 2020, 14:04

საქართველო

გამყრელიძე: ორ ჩინელ მოგზაურს, რომელსაც 37 გრადუსი ტემპერატურა აქვს, აკვირდებიან

ორ ჩინელ მოგზაურს, რომელიც საქართველოშია შემოსული, ექიმები აკვირდებიან. მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ორი ჩინელი მოგზაური ჰუბეის პროვინციიდან არ არის.

მამუკა მდინარაძე თინა ბოკუჩავა

29 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

მდინარაძემ ბოკუჩავას „მიშას „ტიტუშკა“ და „მონა“, ბოკუჩავამ კი მდინარაძეს „სამარცხვინო“ და „ჭანჭიკი“ უწოდა

პარლამენტში თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ბოკუჩავამ მდინარაძეს „ჭანჭიკი“ და „სამარცხვინო“ უწოდა, მდინარაძემ კი „მიშას „ტიტუშკა“ და „მონა“. თინა ბოკუჩავა პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვდა.

მეორადი საბურავები

29 იანვარი 2020, 13:43

ეკონომიკა

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება

თბილისის მერიამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება. როგორც ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს სად იქნება დასაშვები მათი გაყიდვა და სად არა.

პარიზი აქცია

29 იანვარი 2020, 13:37

მსოფლიო

პარიზში მეხანძრეების აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

პარიზში მეხანძრეების აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. საფრანგეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი მოთხოვნა პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლა და პრემიის შენარჩუნება იყო. პოლიციამ განსაკუთრებულად აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

სოსო რობაქიძე

29 იანვარი 2020, 13:11

ძალოვნები

სოსო რობაქიძე: ზურა მიქაძის 2012 წლის ჩვენება მაქვს სადაც ხელს ირაკლი ოქრუაშვილს ადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც სოსო რობაქიძემ განაცხადა, მას აქვს 2012 წლის ჩვენება, რომელშიც მიქაძე ხელს ოქრუაშვილს ადებს.

29 იანვარი 2020, 13:02

ტაბლოიდი

პერუში იპოვეს დაკარგული დედა და შვილები, რომლებმაც ჯუნგლებში 34 დღე გაატარეს

მათი გაუჩინარების შესახებ 19 დეკემბერს გახდა ცნობილი. მომდევნო თვის განმავლობაში დედა და შვილები ჯუნგლებში მდინარის გასწვრივ გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი ეკვადორის საზღვარი გადაკვეთეს და პერუში აღმოჩნდნენ. გზაში ისინი ველური კენკრითა და ხილით იკვებებოდნენ.

თინა ბოკუჩავა

29 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

თინა ბოკუჩავს თქმით მას არჩილ თალაკვაძის კაბინეტში არ უშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ბოკუჩავა ამბობს, მას თალაკვაძისგან აინტერესებს, რატომ არ მისცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა.

მეტრო

29 იანვარი 2020, 12:13

ეკონომიკა

კალაძემ დიზაინერულ კომპანიებს მეტროს სადგურების განახლების პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდებს, მეტროს სადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დიზაინის შემუშავების შემდეგ, უშუალოდ, მეტროსადგურების განახლების პროექტი განხორციელდება.

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2020, 12:13

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენ ოლსონის განცხადება ხელს სწორედ ვლადიმერ პუტინს აძლევს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ასეთი ფორმით საუბარი, როგორითაც კონგრესმენ ოლსონის წერილია დაწერი, მიუღებელია. კობახიძის თქმით, სწორედ ვლადიმერ პუტინს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესმენის ასეთი განცხადება.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 12:05

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებულები ჩინეთის, ხუბეის პროვინციიდან ჩასული ოჯახის წევრები არიან. მათი რიცხვი უცნობია. ამასთან, მთავრობამ ჩინეთიდან ჩასული ყველა მგზავრის გაკონტროლების ბრძანება გასცა.

კორონავირუსი ჩინეთი

29 იანვარი 2020, 12:05

ეკონომიკა

კორონავირუსის საფრთხის გამო ფრენები British Airways-მაც შეწყვიტა

კორონავირუსის გამო British Airways-ი ჩინეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ეს გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ჩინეთში მოგზაურობაზე თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. ბრიტანეთი ჰუბეის პროვინციასა და ქალაქ უხანში მყოფი 300 ბრიტანელის ევაკუაციას გეგმავს.

კახა კალაძე

29 იანვარი 2020, 11:57

ეკონომიკა

კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.თბილისის მერის თქმით, გზების რეაბილიტაციამდე მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

29 იანვარი 2020, 11:55

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვდა რასაც ხმაური მოჰყვა

თინათინ ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა სურდათ, თუმცა მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. ხმაური სწორედ ამას მოჰყვა და დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა.

ბრაზილია წყალდიდობა

29 იანვარი 2020, 11:54

მსოფლიო

ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ბოლო მონაცემებით 53 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ მინას-ჟეიერასის შტატი დააზარალა. იქ 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაახლოებით 20 000 კი ევაკუირებულია. შტატის გუბერნატორმა გუსტავო ზემამ 99 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

29 იანვარი 2020, 11:48

საქართველო

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად დაინიშნა

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. უწყებაში განმარტეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისიწინებით შეირჩა.

თევზის ბაზარი

29 იანვარი 2020, 11:42

საქართველო

ფოთში თევზის ბაზრობის გაუქმება მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვით გააპროტესტეს

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა საათზე მეტია, რაც გადაკეტილია. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

მიგრანტები

29 იანვარი 2020, 11:37

მსოფლიო

მიგრანტებმა სერბეთსა და უნგრეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელი შტურმით აიღეს

სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა და უნგრეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე შტურმი მიიტანა. უნგრელი მესაზღვრეები იძულებულები გახდნენ, ხალხის შესაჩერებლად ჰაერში რამდენჯერმე გაესროლათ.