imedi /  12 აპრილი 2019, 19:19 / სანდო წყარო

ე.წ. კანონიერ ქურდს „ლავასოღლის“ 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მინდია ლავასოღლი

მინდია ლავასოღლი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დანაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

გარდა ამისა, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი დამნაშავედ სცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდი“ მ.ლ. “ქურდული შეკრებით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის ქალაქ ბათუმში, მართავდა ქურდული სამყაროს წევრების ერთობას, რომლის  მხარდაჭერას 2018 წლის აპრილ-ივნისში ახორციელებდნენ ი.გ., შ.კ. და ზ.ა., რაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნიდა.
სამართალდამცველებმა  ი.გ. 2018 წლის 17 ივლისს, ხოლო შ.კ. და ზ.ა.  2018 წლის 18 ივლისს   დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 2232 მუხლით (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა) წარედგინა. ვინაიდან მ.ლ. მიმალვაში იმყოფება, მას ბრალდება დაუსწრებლად 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა) წარედგინა. ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მ.ლ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.გ, შ.კ და ზ.ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობაში მხარდაჭერა), ხოლო მ.ლ. 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა)"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ივლისში დაუსწრებლად მიუსაჯა. მას კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება ბრალი.

ყველა სიახლე

ქუთაისი ხანძარი

18 ივნისი 2019, 08:22

ძალოვნები

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი საწვავს მოეკიდა. კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ჩინეთი მიწისძვრა

18 ივნისი 2019, 08:15

მსოფლიო

ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციაში იყო. პირველ ბიძგებს 5,2 მაგნიტუდის განმეორებითი რყევაც მოჰყვა. სტიქიის ზონაში დანგრეულია რამდენიმე სახლი. მობილიზებულია ჩინეთის საგანგებო სამსახურები. სიჩუანის პროვინციაში 2008 წელს მომხდარ მიწისძვრას 90 000 ადამიანი ემსხვერპლა.

18 ივნისი 2019, 08:00

მსოფლიო

კანადაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა

ინციდენტი ადგილობრივ გუნდსა და NBA-ს საკალათბურთო გუნდს შორის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა ტორონტოში ადგილობრივი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდნენ. სამართალდამცველებმა ორი კაცი დააკავეს მათ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. მომხდარის გამო საზეიმო მსვლელობა დროებით შეწყდა.

სიუზენ კოლინზი

18 ივნისი 2019, 00:47

კულტურა

სიუზენ კოლინზი „შიმშილის თამაშების“ პრიკველს გამოუშვებს

მოქმედება ახალ წიგნში 64 წლით ადრე ვითარდება იმ მოვლენებამდე, რომლებიც „შიმშილის თამაშებშია“ აღწერილი. რომანის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ტრილოგია „შიმშილის თამაშები“ 2008-2010 წლებში გამოვიდა. მწერალი მასში პოსტაპოკალიფსურ მსოფლიოზე მოგვითხრობს.

Gmail

18 ივნისი 2019, 00:08

ტექნოლოგიები

Gmail-ის მუშაობაში შეფერხებაა

საფოსტო სერვისის Gmail-ის მუშაობაში შეფერხებებია. ყველაზე მეტად პრობლემები ავსტრიაში, ბრაზილიაში, გერმანიასა და აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეეხოთ. იუზერების თქმით, შეფერხებები ძირითადად შეტყობინების მიღებას, ავტორიზაციას და ვებგვერდის მუშაობას უკავშირდება.

დეივ მასტეინი

17 ივნისი 2019, 23:33

კულტურა

ჯგუფ Megadeth-ის ლიდერს ყელის კიბო აღმოაჩნდა

ამ დიაგნოზის გამო Megadeth-მა 2019 წელს დაგეგმილი კონცერტების უმრავლესობა გააუქმა. ამავდროულად, ჯგუფი ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობას გააგრძელებს. Megadeth-ი 1983 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ დეივ მასტეინი მისი უცვლელი ლიდერია. ის Metallica-ს გიტარისტიც იყო.

სტამბოლის პოლიციის ლენტი

17 ივნისი 2019, 23:01

ძალოვნები

სტამბოლში ქართველებისა და რუსების ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებას ერთი რუსეთისა და ერთი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა, რა დროსაც მხარეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მორის ბენიშუ

17 ივნისი 2019, 22:43

კულტურა

ფრანგი მსახიობი მორის ბენიშუ გარდაიცვალა

ბენიშუ 1943 წელს ალჟირის ქალაქ ტლემსენში დაიბადა. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან მიხაელ ჰანეკე, ჟან-პიერ ჟენე და პიტერ ბრაუკი. ბენიშუ მონაწილეობდა ფილმებში „ამელი“, „ჯეკი და ჯილი: სიყვარული ჩემოდნებზე“ და „პარიზი“. მსახიობს 18 ივნისს დაკრძალავენ.

საქართველო ფიჯი რაგბი U20

17 ივნისი 2019, 22:18

სპორტი

20-წლამდე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯი 12:8 დაამარცხეს

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯისთან ანგარიშით 12:8 მოიგო. ქართველებს მეტოქემ ლელო მე-9 წუთზე დაუდო. მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 0:5 წააგო.

17 ივნისი 2019, 21:50

სპორტი

ქართველმა სპორტსმენებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვეს

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა სპორტრმენებმა ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის მეორე დღეს შეჯიბრება ტაო ლუს სახეობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ათი მედალი მოიპოვა. დასკვნითი შეჯიბრება ხვალ გაიმართება. ჩემპიონატში 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს.

მფრინავის კაბინა

17 ივნისი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

კვლევა: 10-დან 7 ადამიანი პილოტის გარეშე ფრენაზე თანახმაა

კვლევაში მონაწილეობა 22 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაც თვითმფრინავის ავტომატური მართვის შესახებ დაუსვეს კითხვა. გამოკითხვის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ მფრინავის როლი ბორტზე ნაკლებად ნაყოფიერია. კვლევა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Ansys-მა ჩაატარა.

17 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

როგორია საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები რუსეთის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით

თბილისში საერთაშორისო ექსპერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკურ გავლენებზე მსჯელობენ. ისინი აფრთხილებენ ოფიციალურ თბილისს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ყველა ბერკეტს აამოქმედებს.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2019, 20:41

საქართველო

ირაკლი კობახიძე ბულგარეთში ვიზიტს მართავს

მხარდამჭერი განცხადებები ბულგარეთიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.

გლორია ვანდერბილტი

17 ივნისი 2019, 20:32

კულტურა

ამერიკელი მსახიობი და დიზაინერი გლორია ვანდერბილტი გარდაიცვალა

ვანდერბილტმა, რომელიც 1924 წელს ცნობილი ამერიკელი მილიონერების ოჯახში დაიბადა, პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიპოვა. ამის მიზეზი მასზე მეურვეობის უფლების შესახებ გამართული ხმაურიანი სასამართლო პროცესი გახდა. სწორედ ეს მოვლენები დაედო საფუძვლად 1928 წელს გამოსულ მინისერიალს „პატარა გლორია“.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებები

17 ივნისი 2019, 20:29

სპორტი

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები 2:1 დაამარცხა

შეხვედრისას ორივე ბურთი ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი ქალები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან, სადაც იტალიის, ბოსნიის, ისრაელის და მალტის გუნდებს შეხვდებიან. მატჩს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

ლევან ვასაძე

17 ივნისი 2019, 20:13

საქართველო

ვასაძემ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძე ლგბტქ+ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა. ამის მიზეზად ვასაძემ ის გარემოება დაასახელა, რომ მისი ინფორმაციით, „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრმ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს პრაიდის აქციას და ორგანიზატორებს მისი ჩატარება აუკრძალა“.

მუჰამედ მორსი

17 ივნისი 2019, 20:07

მსოფლიო

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლოში გარდაიცვალა

მურსიმ მგრძნობელობა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაკარგა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებას ეხებოდა. მურსი 67 წლის იყო. მუჰამედ მურსი დაკავებული თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს, რის შემდეგაც ეგვიპტის სამხედრო მეთაურობამ მუსლიმთა საძმოს საქმიანობა აუკრძალა.

Instagram

17 ივნისი 2019, 20:04

ტექნოლოგიები

Instagram-ი გატეხილი ექაუნთის აღდგენას გააადვილებს

ახალი ფუნქციის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი Instagram-ანგარიშის დაბრუნებას მაშინაც შეძლებს, თუ მათი პირადი ინფორმაცია მესამე პირმა ექაუნთის გატეხვის შემდეგ შეცვალა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა.

ბექა ბურჯანაძე

17 ივნისი 2019, 19:45

სპორტი

ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ ითამაშებს. ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდთან ბექამ 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი სპორტსმენი აქამდე „დელტეკოში“ ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 11.2 ქულას და 5.8 მოხსნას აგროვებდა.

17 ივნისი 2019, 19:23

ეკონომიკა

ფრანგმა მილიარდერმა სოტბის სახლი $3.7 მილიარდად შეიძინა

ფრანგმა მილიარდერმა, საფრანგეთი-ისრაელის სატელეკომუნიკაციო და მედიაბიზნესების მფლობელმა პატრიკ დრაჰიმ სოტბის სახლი $3.7 მილიარდად შეიძინა. მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიასთან ხელშეკრულება დრაჰის კუთვნილმა BidFair USA-მ უკვე გააფორმა.