imedi /  06 ივნისი 2019, 11:29 / სანდო წყარო

ყაზბეგში ყუროს მთასთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. არის მსხვერპლი

ყაზბეგი

ყაზბეგში, ყუროს მთის მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე, კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა. "ქრონიკის" ინფორმაციით არიან გარდაცვლილები. მათი ვინაობა დგინდება.

მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე ჯერ უცნობია და "ქრონიკა" მის გარკვევას ცდილობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. 

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან პილოტი, გიდი და ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი.

ყველა სიახლე

ჩვილი

19 სექტემბერი 2019, 17:45

საქართველო

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული და საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო. ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

მერაბ ნინიძე

19 სექტემბერი 2019, 17:39

კულტურა

სერიალი მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინანტია

Emmy-ის ნომინანტთა ვინაობა ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, სადაც გერმანული სერიალი McMafia-ც მოხვდა, რომელშიც ცნობილი ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილეობს. ემის საერთაშორისო დაჯილდოვება 25 ნოემბერს გაიმართება.

19 სექტემბერი 2019, 17:24

საქართველო

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე 5 ბავშვი დაშავდა

ინციდენტით დასრულდა სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში. დაშავდა ხუთი ბავშვი. კარავში ქუთაისის #33-ე სკოლის მოსწავლეები ცდას ატარებდნენ, რა დროსაც კოლბა აფეთქდა. ხუთი ბავშვი სახისა და ხელის არეში მსუბუქად დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2019, 17:12

საქართველო

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

შავი პანტერა

19 სექტემბერი 2019, 17:09

ტაბლოიდი

საფრანგეთში, ქალაქში მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს

საფრანგეთში, ქალაქ ლილთან სამართალდამცველებმა მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს. პანტერა საცხოვრებელი სახლის სახურავზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე ვეტერინარიც მივიდა. ცხოველი სპეციალური პრეპარატით დააძინეს. პანტერა 20 კილოგრამს იწონიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

19 სექტემბერი 2019, 17:00

ძალოვნები

სასამართლომ ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

19 სექტემბერი 2019, 16:59

ტექნოლოგიები

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი ვიდეოების ავთენტურობა დაადასტურა

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ გრადიშერმა დაადასტურა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო აშშ-ის სამხედროებმა გადაიღეს. რგოლები ჯგუფ Blink-182-ს ყოფილი ვოკალისტის, ტომ დელონგის ორგანიზაციამ (TTSA) გამოაქვეყნა.

თომას ბახი

19 სექტემბერი 2019, 16:43

სპორტი

თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის სპორტსმენთა კომისიამ IOC-ს მიმართა თხოვნით, ათლეტთა სასარგებლოდ სახსრების ნაწილი გადაენაწილებინა.

პეკინის ახალი აეროპორტი

19 სექტემბერი 2019, 16:12

ეკონომიკა

ჩინეთის ახალი მეგა აეროპორტი გახსნისთვის მზად არის

პეკინის შოუდუს აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია ფრენების დამატება. 2018 წელს ამ აეროპორტის სამი ტერმინალით 100-მა მილიონმა მოგზაურმა ისარგებლა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ატლანტის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ.

გარემოს დაცვა

19 სექტემბერი 2019, 15:28

ტექნოლოგიები

Facebook-ის ოფისებში პლასტმასის ბოთლები აიკრძალება

კომპანია Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით თავის ოფისებში წყლის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას აკრძალავს. ამის ნაცვლად თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცეებში წყლის ჩამოსასხმელ აპარატებს დააყენებს. ასეთი აკრძალვა აგვისტოში სან-ფრანცისკოს აეროპორტში შემოიღეს.

ეროვნული ნაკრები

19 სექტემბერი 2019, 15:17

სპორტი

საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. ფიფას განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველო 91-ე ადგილზეა. გუნდმა გასულ თვეში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა. რაც შეეხება ლიდერებს, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე ბელგიაა.

Brexit დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 15:11

მსოფლიო

ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ზე გეგმები წარუდგინა

დოკუმენტების მიღება ევროკავშირის პრესსპიკერმა მინა ანდრეევამ დაადასტურა. მისი თქმით, ტექნიკური დისკუსიები საკითხზე 19 და 20 სექტემბერს გაიმართება. ანდრეევამ ასევე დასძინა, რომ ბრიტანეთის წინადადებები საბაჟოების და საწარმოების მუშაობას და სანიტარიულ ნორმებს ეხება.

გუდიაშვილის მოედანი

19 სექტემბერი 2019, 14:59

ეკონომიკა

გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია კიდევ 12 შენობას ჩაუტარდება

კახა კალაძემ მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აქცია

19 სექტემბერი 2019, 14:52

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა

ერთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეწყალების მომლოდინე მსჯავრდებულების იმედები არ გაეცრუებინა. მეორე აქციით კი ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.

Check In Georgia  Ad Black Sea

19 სექტემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2019 საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ვორქშოპები, სემინარები და სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყობა. სპეციალურად მოწვეული ჟიური კი 11 კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.

პროკურატურა

19 სექტემბერი 2019, 14:25

ძალოვნები

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს.

ინსტაგრამი

19 სექტემბერი 2019, 14:19

ტექნოლოგიები

Instagram-ი დიეტების შესახებ რეკლამებს მოზარდებისთვის შეზღუდავს

სოციალური ქსელის განცხადებით ამ თემების შესახებ გარკვეული პოსტები 18 წლამდე მომხმარებლისთვის დამალული იქნება, ხოლო გასახდომი "საოცარი" საშუალებების შესახებ რეკლამები წაიშლება. იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გასახდომმა პროდუქტებმა ახალგაზრდებზე.

პორნოგრაფია

19 სექტემბერი 2019, 14:06

ძალოვნები

შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხოელებიც

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი გამოაშკარავა. საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიის და აშშ-ის მოქალაქეები. ამის შესახებ განცხადება შსს-ში ბრიფინგზე გაკეთდა.

აჭარის უმაღლესი საბჭო

19 სექტემბერი 2019, 14:01

საქართველო

2020 წლის არჩევნები აჭარაში პროპორციული სისტემით ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება. დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს პლენარულ სხდომა მსჯელობა უკვე დაიწყეს. შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

თეატრალურ ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 13:56

კულტურა

თბილისში მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროგრამის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა. ფესტივალი წელს მაყურებელს ახალ პროექტებს წარუდგენს. ღონისძიებას ახალი მიმართულება - არტ მარკეტი დაემატა. ასევე ბრიტანული სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 5 სპექტაკლი.