imedi /  07 ივნისი 2019, 14:02 / სანდო წყარო

კასპში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალებია ცნობილი. ვიდეო

პოლიცია

კასპში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივი დასახელდა. როგორც სოფელ ხიდისყურში ადგილობრივები ჰყვებიან, თავდასხმის მიზეზი შურისძიებაა, რადგან ოჯახებს წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდათ.

დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და ის თანასოფლელია. დანაშაულის ადგილზე ორი ტიპის იარაღი - ცეცხლსასროლი და სანადირო იარაღია გამოყენებული. პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა. ცოლ-ქმარი ეზოში ნახეს. 50 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება თავის არეში აქვს და ის კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 70 წლამდე კაცი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

17 ივნისი 2019, 13:56

საქართველო

სახალხო დამცველი ვერის ბაღში გამართულ აქციას ეხმიანება

სახალხო დამცველისთვის განცხადებით, თუკი 16 ივნისის აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველია.

17 ივნისი 2019, 13:54

მსოფლიო

არგენტინასა და ურუგვაიში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

არგენტინისა და ურუგვაის მოსახლეობის 77%-სთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამის შესახებ France24 ქვეყნის ელექტროსისტემის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება გარკველ პროვინციებს. რაც შეეხება ურუგვაის, აქ 88%-სთვის აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.

17 ივნისი 2019, 13:40

საქართველო

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ „დაინტერესებულ პირთა რეესტრი“ შექმნა

რეესტრში რეგისტრირებული პირები საწყის ეტაპზე იმ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რომლებმაც შესაძლოა ბიზნესსექტორის საქმიანობაზე მოახდინონ გავლენა. რეესტრის შექმნის ვალდებულება ღია მმართველობის (OGP) მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობს და მისი ინიციატორი ამერიკის სავაჭრო პალატაა (AmCham).

ლედი გაგა

17 ივნისი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ცოლიან კაცს აკოცა. ვიდეო

გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მათ რომანი აქვთ. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო და თქვა, რომ მხოლოდ მეგობრები არიან. ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.

კონცერტი

17 ივნისი 2019, 13:31

კულტურა

ფოტოკოლაჟი ბლექ სი არენადან სადაც Black Eyed Peas-ის კონცერტით სეზონი გაიხსნა

წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ქართველი მსმენელისა და ჯგუფის მიერ ერთად შესრულებული, ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love" იყო. ასევე ყველას დაამახსოვრდა ჯგუფის მიერ სცენაზე საცეკვაოდ მიწევეული პატარა ბიჭი, რომელმაც მუსიკოსებთან ერთად რამდენიმე სიმღერაზე იცეკვა.

17 ივნისი 2019, 13:15

ტექნოლოგიები

Adobe-ის ხელოვნური ინტელექტი დაფოტოშოპებულ სახეს ამოიცნობს

სიახლის მიზანს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი კონტენტის შემცირება წარმოადგენს. Adobe-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაზე მკვლევრებმა რიჩარდ სენგმა და ოლივერ ვენგმა ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორების გუნდთან იმუშავეს.

ტინდერი

17 ივნისი 2019, 13:11

ტექნოლოგიები

არის თუ არა Tinder-ი და Grindr-ი ახალი ადგილი პროსტიტუციისთვის

"ოცი წლის ახალგაზრდებში ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. საკმარისია მათ უარი უთხრან ათობით ასაკოვან კაცს შეხვედრაზე, რომ ოცი წუთის შემდეგ ანაზღაურებად სექსუალურ ურთიერთობაზე შეთავაზება მიიღონ", - წერია სტატიაში.

ემზარ კვიციანი

17 ივნისი 2019, 13:00

საქართველო

კვიციანი ვასაძის შეკრებაზე: ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია

" გუშინ ჩავეწერე სიაში, არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ეს მე გულწრფელად მინდა! არგვეშინია 223 მუხლის, რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი! უფლის სახელით "ერთი ყველათვის,ყველა ერთისთვის"!დიდება ღმერთს!!!"- წერს კვიციანი.

ხორავას ქუჩა

17 ივნისი 2019, 12:32

ძალოვნები

ცრუ ჩვენებისთვის გასამართლებული დ.ღ.-ს ადვოკატმა საქმის თავდაპირველი პროკურორების წინააღმდეგ უწყებას მიმართა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული დ.ღ უფლებადამცველი ძირი საქმის პროკურორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ფრიდონ სიხუაშვილმა შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა. დ.ღ.-ს მამის თქმით, თუ პროკურატურა რეაგირებას არ მოახდენს, აქციები 10 დღეში დაიწყება.

17 ივნისი 2019, 12:30

ეკონომიკა

Huawei $30 მილიარდის ღირებულების პროდუქციას შეამცირებს

ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei მომდევნო ორი წლის განმავლობაში $30 ღირებულების პროდუქციის შემცირებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. Huawei-მ 2018 წელს $100 მილიარდი გამოიმუშავა.

ხელფასი

17 ივნისი 2019, 12:24

ეკონომიკა

საქსტატი: ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების 1294.1-ით განისაზღვრა

ამავე ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქსტატის ცნობით. 2019 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 12.5 ლარით და 993.1 ლარს შეადგენს.

სოციალური ქსელი

17 ივნისი 2019, 12:15

ტაბლოიდი

პაკისტანში მთავრობის სხდომაზე Facebook ლაივის დროს შემთხვევით კატის ფილტრი ჩართეს

პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი ხელისუფლების სხდომაზე Facebook-ის ლაივი ჩაირთო. ეს ლაივი გასაკვირი არ იქნებოდა რომ არ ჩართულიყო სოციალური ქსელის ერთ-ერთი ფილტრიც. ლაივში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს კატის ფილტრი დაედო.

სტრასბურგი

17 ივნისი 2019, 12:07

საქართველო

2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგო

სასამართლოს განცხადებით, გიორგი ბოლქვაძის გარდაცვალების საქმეში ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა. სასამართლო დავა 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბორჯღალოსნები

17 ივნისი 2019, 11:41

სპორტი

უმცროსი ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებთან შესახვედრად ემზადებიან

იტალია გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და ის „ალაფაზე“ არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება. თუმცა, თუ ამ წყვილში იტალია გაიმარჯვებს, შოტლანდია ჩვენსა და ფიჯის შორის წაგებულ გუნდს სწორედ დარჩენისთვის შეხვდება. საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ნათია მეზვრიშვილი

17 ივნისი 2019, 11:34

ძალოვნები

მეზვრიშვილი ვასაძეზე: რაინდი ვინაა არ ვიცი, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე რეაგირება იქნება მკაცრი

" ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დანაშაულის ჩამდენი, განურჩევლად მათ რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვა ნიშნისა. გამოძიების შედეგები უნდა ვიხილოთ გონივრულ ვადებში, რაც როგორც წესი ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას დრო სჭირდება"- თქვა ვასაძემ.

პოლიცია

17 ივნისი 2019, 11:34

მსოფლიო

ფილადელფიაში გამოსაშვებ წვეულებაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

გამოსაშვებ საღამოზე სროლისას სულ ცოტა 8 ადამიანი დაიჭრა, 1 კი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ოთხი დაჭრილის ასაკი 15-დან 17 წლამდეა. კიდევ ოთხი დაჭრილი კი ზრდასრულია, მათ ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აქვთ, მათგან ერთი საავადმყოფოში ჭრილობის შედეგად დაიღუპა.

რუსეთი

17 ივნისი 2019, 11:26

საქართველო

თემაზე „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ თბილისში კონფერენცია გაიხსნა

დისკუსია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები, სამხედრო და ჰიბრიდული გავლენები, კულტურა, ნორმები და ფასეულობებ. როგორ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ საფრთხეებს და გამოწვევებს. კონფერენციაში 20-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი მკვლევრები და ანალიტიკოსები მონაწილეობენ.

თბილისი პრაიდი

17 ივნისი 2019, 11:18

საქართველო

ომბუდსმენის თქმით, მას ინტერნეტში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

სახალხო დამცველის განცხადებით, ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნის მთავრობის კანცელარიასთან ლგბტქ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების მიმართ სცადეს საქმიანობის ხელშეშლა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 ივნისი 2019, 10:59

მსოფლიო

გოლანის მაღლობებზე დასახლებას „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს

23 აპრილს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პატივსაცემად გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს, მის სახელს დაარქმევს. გოლანის მაღლობებზე პრეტენზიას სირია აცხადებს.

კონცერტი

17 ივნისი 2019, 10:30

კულტურა

ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა.