imedi /  21 ივლისი 2019, 00:14 / სანდო წყარო

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ენზელ მკოიანი

ენზელ მკოიანი

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 19 ივლისს მისცა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ორივე დაკავებულს 9000-მდე ლარის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. საუბარია თანხებზე, რომლებსაც ბაღების დირექტორი სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლებს დამატებითი ანაზღაურების სახით უხდიდა.

„როდესაც თანამშრომლები სამსახურიდან მიდიოდნენ, ვიდრე ახალს აიყვანდა, მის საქმეს სხვა თანამშრომლებს აკეთებინებდა და მერე დამატებით თანხას უხდიდა. ასეთი შემთხვევები მხოლოდ ორ ან სამ თვეს გრძელდებოდა ხოლმე. გამოძიება კი ნარინეს და მის ბუღალტერს, სწორედ ამ თანხების მითვისებას ედავება, რაც არ მომხდარა“, – განმარტავს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

ნარინე გინოსიანი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ადანაშაულებს. იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, რომ მკოიანს მის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და დაემუქრა კიდეც.

„ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება უნდოდა და მეუბნეოდა, რომ ახალ მანქანას მიყიდდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და ასე შემდეგ. ტელეფონზეც მელაპარაკა. ერთხელ, კაბინეტში საქმეზე მივედი და კიდევ ასეთი შინაარსის საუბარი დაიწყო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო, ბაღში საქმის გაფუჭებით დამემუქრა“,– ამბობს ნარინე გინოსიანი.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, ენზელ მკოიანს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

გინოსიანის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ განცხადებით როგორც გენერალურ ინსპექციას, ასევე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ბაღის დირექტორის განცხადება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ამაზე რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს, შემდეგ კი პარლამენტს მკოიანისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართოს.

ნარინე გინოსიანისა და ანჟელიკა ფუტულიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა სექტემბრის დასაწყისში ჩაინიშნა.

ყველა სიახლე

დავით გარეჯი

19 აგვისტო 2019, 16:31

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა

დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

ტიმ კუკი და დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2019, 16:24

ტექნოლოგიები

ტიმ კუკმა ტრამპი დაარწმუნა, რომ ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება Samsung-ს გააძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ დასაწესებელ ახალ სანქციებთან დაკავშირებით Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის არგუმენტებმა ​დააფიქრა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. ტრამპის თქმით, კუკმა აუხსნა მას, რომ ახალი გადასახადები უპირატესობას შეუქმნის Apple-ის მთავარ კონკურენტს, სამხრეთკორეულ

თურქეთის შეიარაღებული ძალები

19 აგვისტო 2019, 16:06

მსოფლიო

სირიის ჯარის მიერ თურქულ სამხედრო კოლონაზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ჯარმა თურქულ სამხედრო კოლონაზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით შედეგად 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 12 დაიჭრა. თურქულმა შეიარაღებულმა კოლონამ სირიის სახელმწიფო საზღვარი დღეს გადაკვეთა და პროვინცია იდლიბში შევიდა.

მიხეილ ხიდურელი

19 აგვისტო 2019, 15:59

კულტურა

„აწარმოე საქართველოში“: ჰოლივუდმა საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

„ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა“, - წერს ხიდურელი.

წითელა

19 აგვისტო 2019, 15:56

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა მედიას მოსთხოვა ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია შეზღუდოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი წითელას შესაჩერებლად მკაცრ მოქმედებებს ითხოვს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯონსონი ბრიტანელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დასაცავად წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეტ გავრცელებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების შესაჩერებლად მხოლოდ ორი აცრაა საჭირო, მოქალაქეების ნაწილი უარს ამბობს.

19 აგვისტო 2019, 15:26

ძალოვნები

გაფრთხილების მიუხედავად 6 ადამიანი მაშველების გადასარჩენი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.

ბრენდონ ვეგშოლი ტრისტან სკოტი ჯეიმს პატრიკ რირდონი

19 აგვისტო 2019, 15:15

მსოფლიო

აშშ-ში სამი მასობრივი მკვლელობების მცდელობა აღკვეთეს

შეერთებული შტატებში მასობრივი მკვლელობების მომზადების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანიის ინფორმაციით კონეკტიკუტის შტატში დააკავეს 22 წლის ბრენდონ ვეგშოლი, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სროლის გახსნას აპირებს.

19 აგვისტო 2019, 15:00

კულტურა

რა ხდება „ფორსაჟის“ გადასაღებ მოედანზე. ვიდეო

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. უკვე გადაიკეთა ვაჟა ფშაველას გამზირის ნაწილი - მეტროსადგურ "სამედიცინო უნივერსიტეტიდან" სადგურამდე "დელისი". 27 აგვისტომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვლითი გზით ისარგებლებს. ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე.

ბიძინა გეგიძე

19 აგვისტო 2019, 14:44

ძალოვნები

ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციული სააგენტოს მისდამი ინტერესს პოლიტიკას უკავშირებს

უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ ბრიფინგზე განმარტა თუ რასთან დაკავშირებით დაიბარა სუს-მა ის მოწმის სახით გამოკითხვაზე. მისი თქმით, კითხვები ეხება „საქართველოს ფოსტას“, სადაც ის დეპუტატობამდე მუშაობდა. როგორც ბიძინა გეგიძე აღნიშნავს, საქმეში პოლიტიკურ ხაზს ხედავს.

საავადმყოფო

19 აგვისტო 2019, 14:27

საქართველო

95 კლინიკიდან 38 დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა

მონიტორინგით ირკვევა, რომ სხვადასხვა სამედიცინო დაწსებულებებში ექიმები უკანონო სქმიანობას ეწეოდნენ. ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით შემოწმება წინასწარი გაფრთილების გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სტერილიზაცია-დეზინფექცია.

კონსტანტინე თავზარაშვილი

19 აგვისტო 2019, 13:50

საქართველო

გორის მერი: რუსებს ვუთხარი, რომ ჩვენს მიწაზე უკანონობას სჩადიან, მაგრამ ზურგი შემაქციეს

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აიღებენ მავთულხლართებს და ეს ტერიტორია გათავისუფლება“, -ამის შესახებ შვებულებიდან დაბრუნებულმა გორის მერმა სოფელ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა.

პატრიარქი

19 აგვისტო 2019, 13:45

საქართველო

პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ

საქსტატი

19 აგვისტო 2019, 13:08

ეკონომიკა

საქართველოში ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში ხორცის წარმოება 16 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6% -ით მეტია. ამავე პერიოდში რძის წარმოება 3.4 მილიონი ლიტრით, კერძოდ - 193 მლნ ლიტრამდე გაიზარდა. ფერმერებმა 151,1 მლნ ცალი კვერცხი მიიღეს- 5,4%-ით ნაკლები.

მეტეორი

19 აგვისტო 2019, 13:05

ტექნოლოგიები

იტალიაში მეტეორის ჩამოვარდნა გადაიღეს. ვიდეო

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა მეტეორის ვარდნის მომენტი გადაიღო. კადრები Twitter-ზე გავრცელდა. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში აცხადებენ, რომ მეტეორის ვარდნა მათაც იხილეს.

უმუშევრობის დონე

19 აგვისტო 2019, 12:41

ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოში უმუშევრობა 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4% შეადგინა. - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7% შეადგინა.

დუგონგი

19 აგვისტო 2019, 12:37

ტექნოლოგიები

წითელ წიგნში შეყვანილი დიუგონი ოკეანეში პლასტიკის ნარჩენს ემსხვერპლა

ტაილანდში, ოკეანეში არსებული პლასტიკის ნარჩენის გადაყლაპვის შედეგად, წითელ წიგნში შეყვანილი ზღვის ცხოველი - დიუგონი მოკვდა, - ინფორმაციას deutsche welle ავრცელებს. 8 თვის დიუგონი, რომელიც ტაილანდის სამხრეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს, პლასტიკის ნარჩენის გადაყლაპვის შედეგად ორგანიზმში გავრცელებულ ინფექციას ემსხვერპლა.

რუსთავი

19 აგვისტო 2019, 12:36

ეკონომიკა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 6 მარშრუტზე მგზავრობა გაძვირდა

მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19-ე მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი.

რაგბის 18 წლამდე 7-კაცა ნაკრები

19 აგვისტო 2019, 12:29

სპორტი

რაგბიში საქართველოს 18 წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა

საქართველოს 18 წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რითაც საუკეთესო მაჩვენებელი (მეშვიდე) სამი პოზიციით გააუმჯობესა. - ინფორმაციას საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებს. ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა, ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგეს, თუმცა ესპანეთის ნაკრებთან 19:14 დამარცხდნენ.

თურქეთის შეიარაღებული ძალები

19 აგვისტო 2019, 12:20

მსოფლიო

Reuters: თურქეთის ჯარი სირიაში შევიდა

თურქულმა შეიარაღებულმა კოლონამ სირიასთან სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ Reuters-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით თურქი სამხედროები ქალაქ ხან-შეიხუნისკენ მიემართებიან, სადაც სირიის სახელმწიფო ჯარი ამბოხებულებს ებრძვის.

ბათუმი პორტი ტვირთი

19 აგვისტო 2019, 12:08

ეკონომიკა

7 თვეში ექსპორტი 12.4 %-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7%-ით ნაკლები). საქსტატის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივლისში, 2 860 900 მლნ.