Imedi /  02 აგვისტო 2019, 11:30 / სანდო წყარო

პროკურატურაში „ინტერმედიას“ დირექტორი დაკითხეს

ზურაბ იაშვილი

ზურაბ იაშვილი
ბექა ბასილაია

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ინტერმედიას“ დირექტორი დაკითხეს. ზურაბ იაშვილმა მედიასთან საქმის დეტალებზე ვრცლად საუბარი არ ისურვა.

ადვოკატის განცხადებით კი, „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორ კომპანიაში არანაირი კრიმინალური ქმედება ან საგადასახადო დარღვევა არ გამოვლენილა და მათთვის გაუგებარია, რატომ ამოწმებს პროკურატურა ბოლო 6 წლის ფინანსურ დოკუმენტაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

გამოძიებას „ინტერმედიას“ დირექტორთან კონკრეტული კითხვები სარეკლამო დროსა და მის ღირებულებაზე ჰქონდა. ამ საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გუშინ ოფიციალურად დაიწყო. 

გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია უკვე ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე.

ყველა სიახლე

ვაჟა სირაძე

12 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შესასვლელები არ ჩაკეტონ

გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ისრაელი არჩევნები

12 დეკემბერი 2019, 09:59

მსოფლიო

ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 09:53

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 09:38

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 09:29

ძალოვნები

პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სწორედ ამ ტერიტორიიდან შედიან დეპუტატები პარლამენტში, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება.

12 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს.

რუსეთის საგარეო

12 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

რუსული მხარის თქმით, აღნიშნული განცხადების შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.

ეუთო

12 დეკემბერი 2019, 08:44

საქართველო

ეუთომ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომუნიკე გამოაქვეყნა

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელ პუნქტებზე რამდენჯერმე დაწესდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი უკვე ხუთ თვეზე მეტია ჩაკეტილია. ამან კი ბევრი ინციდენტი გამოიწვია, მათ შორის არის დაკავებები.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 08:29

საქართველო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც შესაძლოა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეეწიროს. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მისი კოლეგები დღეს იმსჯელებენ.

12 დეკემბერი 2019, 08:18

საქართველო

პარლამენტთან ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე კანდიდატი დამტკიცებას იმსახურებს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების დროს მმართველი გუნდი მარტო უნდა დარჩეს. ამიტომ თავის დამოკიდებულებას ოპოზიცია საპროტესტო აქციით გამოხატავს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 08:09

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დილიდან ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კერი-ენ მოსი და 
კიანუ რივზი

12 დეკემბერი 2019, 01:39

კულტურა

„მატრიცას“ გაგრძელება 2021 წლის მაისში გამოვა

სტუდია Warner Bros.-მა 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმ „მატრიცას“ გადაღებებს განაგრძობს. ფილმში მონაწილეობენ კიანუ რივზი და კერი-ენ როსი, რომლებიც პირველ სამ ფილმშიც არიან გადაღებულები. რეჟისორია - ლანა ვაჩოვსკი.

ბრედ პიტი

12 დეკემბერი 2019, 00:57

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა მედიასთან ქალებთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა The New York Times-თან ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ განვითარებულ ახალ რომანებზე ილაპარაკა. პიტი აცხადებს, რომ ის არ გაურბის ურთიერთობებს, თუმცა სპეციალურად არავის ეძებს. ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა.

 Lizzo

12 დეკემბერი 2019, 00:35

კულტურა

Time-მა წლის მუსიკოსად Lizzo დაასახელა

ამერიკული ჟურნალის Time-ს ვერსიით, წლის მუსიკოს- შემსრულებელი მელისა ვივიან ჯეფერსონი გახდა, რომელიც Lizzo-ს სახელით არის ცნობილი. „ის მართლაც წარმოადგენს რაღაც ახალს. მისი ხმა არის პოზიტიური და დასამახსოვრებელი“, - წერს გამოცემა.

12 დეკემბერი 2019, 00:10

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს შესაძლოა იარაღის მიწოდებაზე სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ტექსტი, აშშ-ის კონგრესის გვერდზე ხელმისაწვდომი.

11 დეკემბერი 2019, 23:42

ტექნოლოგიები

Xiaomi ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერებით პირველ სმარტფონს გამოუშვებს

ტექნოლოგიების მწარმოებელი ჩუნური კომპანია Xiaomi-ს ტოპ მენეჯერის ლუ ვეიბინგის განცხადებით, კომპანია ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების სისტემით პირველ სმარტფონს გამოუშვებს. ვეიბინგის განცხადებით, Xiaomi ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე LPDDR5-ზე გადადის.

11 დეკემბერი 2019, 23:06

საქართველო

საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“- საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა.

ნიუ-ჯერსი სროლა

11 დეკემბერი 2019, 22:53

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მომხდარი თავდასხმა ანტისემიტიზმს უკავშირდება

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ებრაული მაღაზია განგებ შეარჩიეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ინციდენტამდე სოციალურ ქსელში ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდა. ნიუ-ჯერსიში სროლა დღეს მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.

ალადაშვილის კლინიკა

11 დეკემბერი 2019, 22:45

ძალოვნები

მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ. პაციენტებს ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები აღენიშნებათ.

მერი ჯეინის ლეკვები

11 დეკემბერი 2019, 22:20

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა

ძაღლს მერი ჯეინი ჰქვია. 6 ლეკვი მკვდარი დაიბადა, ერთი კი მოგვიანებით მოკვდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ. ისინი ჯანმრთელები არიან და სათანადო ასაკის მიღწევის შემდეგ პატრონი ახალ სახლებს მოუძებნის, მათ დედას კი სტერილიზაციას გაუკეთებს.