Imedi /  11 აგვისტო 2019, 01:30 / სანდო წყარო

ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეეფარდა

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

„რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეეფარდა. სასამართლოს 5-საათიანი სხდომის შემდეგ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

გვარამიას ასევე აეკრძალა ქვეყნის საზღვრების დატოვება გამოძიების ინფორმირების გარეშე. რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, რომ ის გირაოს არ გადაიხდის, მოსამართლის განმარტებით, ეს თავად ნიკა გვარამიას უფლებაა. 40 000-ის გადასახდელად მას 30-დღიანი ვადა აქვს. 

წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბრისთვის ჩაინიშნა. როგორც ცნობილია, პროკურატურა 80 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ დაკისრებულ კიდევ ერთ ზომას, რომელიც „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ქვეყნის საზღვრების დატოვების აკრძალვას გულისხმობს, გვარამიას თქმით, ეს მის გეგმებს უკავშირდება.

გვარამია სხდომის დაწყების წინ აღნიშნავდა, რომ იმ ტელევიზიის ინვესტორები, რომლის დახმარებითაც არხის გახსნას გეგმავს, საზღვარგარეთ იმყოფებიან და მათთან შეხვედრებს ვეღარ გამართავს, ასეთ ინვესტორთა შორის მან ზაზა ოქუაშვილი დაასახელა. კომენტარი მან უკვე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაც გააკეთა. 

„პროკურატურას შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის. მე დავტოვე ორი გზა-ან პატიმრობა, ან თავისუფლება. ეს მოსამართლე სამწუხაროდ რას გადაწყვეტს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის? არანაირი. ვითომ მომცა შეღავათი, პატიმრობის მაგივრად, გირაო. არ მინდა ეგ შეღავათი, მაინც არ გადავიხდი იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს ახლა არც ეს 40 ათასი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა.

ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 16 ივლისს შეიტანა. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი ტელევიზიის ნაცვლად 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო.

„რუსთავი2“-ის კონტრაქტორ „ინტერმედიის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 2 აგვიტოს ჩატარდა

გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

Marvel-ი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის „ადამიან ობობაზე“ ახალ ანიმაციურ სერიალს გადაიღებს

Marvel Animation-მა "ადამიანი-ობობის" შესახებ ახალი ანიმაციური სერიალი გამოშვება დააანონსა. ანიმაციას "Marvel-ის ობობა და მისი საოცარი მეგობრები" ერქმევა და ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი.

წეროვანი

24 აგვისტო 2019, 17:17

ძალოვნები

წეროვანში ხანძარი ჩააქრეს

ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარედ, საძოვრებს გაუჩნდა. ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. იყო ძლიერი დაკვამლინება. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი.

კიტ ჰარინგტონი

24 აგვისტო 2019, 16:42

კულტურა

კიტ ჰარინგტონი Marvel-ის კინოსამყაროში გამოჩნდება

ცნობილი სატელევიზიო სერიალის Game of Thrones-ის ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი Marvel-ის ერთ-ერთ ფილმში ითამაშებს. ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ჰარინგტონი Marvel-ის სუპერგმირის შესახებ ფილმში გამოჩნდება.

British Airways

24 აგვისტო 2019, 16:18

ეკონომიკა

პილოტების გაფიცვის გამო British Airways-ის ათასობით რეისი გაუქმდა

ანაზღაურების გაზრდის მიზნით British Airways-ის პილოტები 9, 10 და 27 სექტემბერს გაფიცვას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა 9 სექტემბერს იწყება, მგზავრებს, რომელთა რეისებიც 8 სექტემბერს ან უფრო გვიან არის დაგეგმილი, რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინებები მიუვიდა.

ვიქტორ სანიკიძე

24 აგვისტო 2019, 16:15

სპორტი

ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მისი კარიერის დასრულების მიზეზი გახდა. სანიკიძეს ევროპის არაერთ კლუბში უთამაშია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ "დიჟონში", ესპანურ "სარაგოსასა" და "ესტუდიანტესში", იტალიურ "ვირტუსსა" და "სიენაში", ასევე რუსულ "უნიკსსა” და თურქულ “ანკარაში” თამაშობდა.

24 აგვისტო 2019, 16:02

მსოფლიო

ირანი აშშ-ის მიერ ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო შეშფოთდა

ირანი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ საშუალო და მოკლე რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის აბას მუსავის განცხადებით აღნიშნული ფაქტი შეირაღების ზრდის ტემპს დააჩქარებს. ასევე საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოში მშვიდობას და სტაბილურობას.

დონალდ ტუსკი

24 აგვისტო 2019, 15:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკს „დიდი შვიდეულის“ შემდეგ სამიტზე უკრაინის მიწვევა სურს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნებას არ ეთანხმება და, ამავე დროს, შემდეგ სხდომაზე სტუმრის სახით უკრაინის მიწვევას ემხრობა. ამის შესახებ ტუსკმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბირთვული რაკეტა

24 აგვისტო 2019, 15:11

მსოფლიო

პოლონეთი მზადაა ქვეყანაში აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პეკინი და მოსკოვი მსოფლიოში მშვიდობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ნატომ უნდა განიხილოს ევროპაში საშუალო რადიუსზე მოქმედი ბირთვული რაკეტების განთავსების საკითხი, -ამის შესახებ Deutsche Welle წერს. მისი თქმით, პოლონეთი მზადაა ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს.

„ლანჩხუთი“

24 აგვისტო 2019, 15:09

სპორტი

ფეხბურთში ქალთა შორის საქართველოს თასი „ლანჩხუთმა“ მოიგო

23 აგვისტოს ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს თბილისის „ნიკე” და ლანჩხუთის „ლანჩხუთი” დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ქართული სახლი“ მინსკში

24 აგვისტო 2019, 14:48

კულტურა

მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა

საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა. „ქართული სახლი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბელარუსში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ გახსნეს.

აშშ-ავსტრალია

24 აგვისტო 2019, 14:34

სპორტი

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები 13 წელიწადში პირველად დამარცხდა

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები 13 წელიწადში პირველად დამარცხდა. USA Today-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში გამართული ამხანაგური მატჩი ამერიკელი კალათბურთელებმა ავსტრალიის ნაკრებთან 94:98 დათმეს. აშშ-ის ნაკრების წაუგებელი სერია 2006 წელს დაიწყო და 78 მატჩი, მათ შორის სამი ოლიმპიური თამაშები მოიცვა.

ხანძარი წეროვანთან

24 აგვისტო 2019, 14:23

ძალოვნები

წეროვანის დასახლებასთან საძოვრები იწვის

ქვეყნის მასშტაბით ხანძრის რამდენიმე კერაა. ახლახანს ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარე საძოვრებს გაუჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. ტერიტორიზე ძლიერი დაკვამლინებაა. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის მიზეზი არ არის დადგენილი. არც ის არის ცნობილი თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 14:21

საქართველო

მამუკა არეშიძე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორ შესაძლო მოტივზე საუბრობს

მას მიაჩნია, რომ საქმე ანგარიშსწორებას უკავშირდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხანგოშვილი რამზან კადიროვის სპეცსამსახურების მსხვერპლი გამხდარიყო. „ან ხანგოშვილს სამაგიერო გადაუხადეს, ან მისი და კადიროვის სპეცსამსახურების გზები გადაიკვეთა. მე უფრო პირველი ვერსიისკენ ვიხრები“, - განაცხადა არეშიძემ.

მამუკა ბახტაძე

24 აგვისტო 2019, 14:11

საქართველო

მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 28 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

24 აგვისტო 2019, 13:57

ეკონომიკა

აშშ $250 მილიარდის ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს

აშშ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს. ასეთი გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც 23 აგვისტოს ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა.

24 აგვისტო 2019, 13:18

ტექნოლოგიები

ექიმებმა დიეტის გარეშე გახდომის მეთოდს მიაგნეს

იმისთვის რომ წონაში დაიკლოთ სულაც არ არის საჭირო დიეტა - ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ექიმი დიეტოლოგები აცხადებენ, რომ ამისთვის საყვარელი კერძების ულუფების შემცირებაა საჭირო. ცნობილი დიეტოლოგის გრემი ტომილსონის განცხადებით, ხანდახან ადამინს საყვარელი საკვების ულუფა დიდი არ ეჩვენება, თუმცა მასში 3 ჯერ მეტი კალორია შეიძლება აღმოჩნდეს.

რონ „მარკიზ“ მესელი

24 აგვისტო 2019, 13:10

ტაბლოიდი

ფინეთში წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა

კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეები წინასწარ მომზადებულ ერთწუთიან კომპოზიციას „უკრავენ“, მეორე ეტაპზე კი მათ ორგანიზატორების მიერ შერჩეული ფონოგრამის თანხლებით იმპროვიზაცია უწევთ. წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1996 წელს ჩატარდა.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 12:57

ძალოვნები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

გერმანიაში პანკისის მკვიდრ ზელიმხან ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო 2019, 12:50

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, წელს ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ იმართება. პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს პრემია გადასცა. ქვეყნის ბიუჯეტიდან 300 მილიონი გრივნა გამოიყო.

ირანი

24 აგვისტო 2019, 12:45

მსოფლიო

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

რამდენიმე დღის წინ ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ხატამიმ განაცხადა, რომ თეირანი კონვენციით აკრძალული რაკეტების შექმნას არ აპირებს და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას სხვა რაკეტების სიჩქარისა და სიზუსტის გაუმჯობესების ხარჯზე მიაღწევს.