Imedi /  21 აგვისტო 2019, 11:08 / სანდო წყარო

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ლაურა ღაჭავა

ლაურა ღაჭავა

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ღაჭავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსისი მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა განაცხადა, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

„ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 საათზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 ადამიანი.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - განაცხადა, საგამოძიებო სამსახურის უფროსისი მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა.

პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია "მთავარი არხი" ლაურა ღაჭავას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსებულიყო.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი ნიკა გვარამიასთან ცდილობდა დაეზუსტებინა რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. გვარამია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ თემაზე მხოლოდ ლაურა ღაჭავას განმარტებების შემდეგ ისაუბრებს. „ჯერ ქალბატონმა ლაურამ ისაუბროს ამაზე და მერე გავაკეთებ მე კომენტარს“, - ამბობს გვარამია. 

ყველა სიახლე

გუდიაშვილის მოედანი

19 სექტემბერი 2019, 14:59

ეკონომიკა

გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

კახა კალაძემ მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აქცია

19 სექტემბერი 2019, 14:52

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა

ერთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეწყალების მომლოდინე მსჯავრდებულების იმედები არ გაეცრუებინა. მეორე აქციით კი ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.

Check In Georgia  Ad Black Sea

19 სექტემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2019 საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ვორქშოპები, სემინარები და სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყობა. სპეციალურად მოწვეული ჟიური კი 11 კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.

პროკურატურა

19 სექტემბერი 2019, 14:25

ძალოვნები

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს.

ინსტაგრამი

19 სექტემბერი 2019, 14:19

ტექნოლოგიები

Instagram-ი დიეტების შესახებ რეკლამებს მოზარდებისთვის შეზღუდავს

სოციალური ქსელის განცხადებით ამ თემების შესახებ გარკვეული პოსტები 18 წლამდე მომხმარებლისთვის დამალული იქნება, ხოლო გასახდომი "საოცარი" საშუალებების შესახებ რეკლამები წაიშლება. იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გასახდომმა პროდუქტებმა ახალგაზრდებზე.

პორნოგრაფია

19 სექტემბერი 2019, 14:06

ძალოვნები

შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხოელებიც

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი გამოაშკარავა. საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიის და აშშ-ის მოქალაქეები. ამის შესახებ განცხადება შსს-ში ბრიფინგზე გაკეთდა.

აჭარის უმაღლესი საბჭო

19 სექტემბერი 2019, 14:01

საქართველო

2020 წლის არჩევნები აჭარაში პროპორციული სისტემით ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება. დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს პლენარულ სხდომა მსჯელობა უკვე დაიწყეს. შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

თეატრალურ ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 13:56

კულტურა

თბილისში მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროგრამის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა. ფესტივალი წელს მაყურებელს ახალ პროექტებს წარუდგენს. ღონისძიებას ახალი მიმართულება - არტ მარკეტი დაემატა. ასევე ბრიტანული სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 5 სპექტაკლი.

ბორის ჯონსონი

19 სექტემბერი 2019, 13:46

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერს საავადმყოფოში პაციენტი ბავშვის მამა ეჩხუბა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს ლონდონის საავადმყოფოში პაციენტის მამა ეჩხუბა. ინციდენტი უიპს-კროსის კლინიკაში მოხდა. 7 წლის გოგოს მშობელმა ომარ სალემმა უკმაყოფილება გამოთქვა სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც საავადმყოფოში მისი შვილი იღებს.

ტოჩინოშინი ლევან გორგაძე

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე კვლავ დამარცხდა

ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო ტოჩინოშინმა. აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ოძეკის ტიტული შესანარჩუნებლად ტოჩიმ დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რისთვისაც დარჩენილი 3 შეხვედრიდან სამივეში გამარჯვება სჭირდება.

ძალოსნები

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაცით, სპორტსმენი (61 კგ) ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში „ბე“ ჯგუფის ლიდერი გახდა. ქართველმა ძალოსანმა 123 / 126 კგ. დაძლია.

ემანუელ მაკრონი და ჯუზეპე კონტე

19 სექტემბერი 2019, 13:19

მსოფლიო

მაკრონი და კონტე მიგრანტების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ

მაკრონმა განაცხადა, რომ მიგრანტების მისაღებად ევროპას ავტომატური მექანიზმი სჭირდება.​ კონტემ კი დასძინა, რომ საფრანგეთისგან ისეთი სისტემის მხარდაჭერის გარანტია მიიღო, რომელიც მიგრანტებს ევროკავშირის 28 სახელმწიფოში გადაანაწილებს.

ჯენიფერ ენისტონი

19 სექტემბერი 2019, 13:16

ტაბლოიდი

რალფ ლორენმა რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა

დიზაინერმა რალფ ლორენმა სატელევიზიო შოუ „მეგობრები“-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა. უცხოური ტაბლოიდების ინფორმაციით, ეს მოვლენა შოუს 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს იქნება ბრენდის კოლაბორაცია Bloomingdales-თან ერთად.

ჰუ სინძინი

19 სექტემბერი 2019, 13:11

მსოფლიო

ჩინური მედიაგამოცემის მთავარი რედაქტორი ინტერნეტცენზურის შემსუბუქებას ითხოვს

მომავალ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კიდევ უფრო გაამკაცრა ქვეყანაში ინტერნეტზე კონტროლი და გარკვეულ ვებგვერდებზე წვდომა. Global Times-ის მთავარი რედაქტორი ჰუ სინძინის თქმით, ინტერნეტკონტროლმა სამთავრობო პუბლიკაციების გამოქვეყნებაც კი გაართულა.

ივანე მაჭავარიანი

19 სექტემბერი 2019, 13:02

საქართველო

მაჭავარიანი 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს უარყოფს. შესაბამისი განცხადება ივანე მაჭავარიანმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

ლომჯარია: 2018 წელს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტმა 2018 წელს ომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა. ამის შესახებ ლომჯარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შესახებ ანგარიშს აცნობს.

მაია ცქიტიშვილი

19 სექტემბერი 2019, 12:29

საქართველო

ვიცეპრემიერი: NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ "NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა".

19 სექტემბერი 2019, 12:26

ტაბლოიდი

ქართველმა წყვილმა ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე დაიწერა. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ქართველი ახალგაზრდა წყვილის ჯვრისწერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ჯვრისწერა პატარა ულამაზეს ეკლესიაში შედგა, რომელიც მყინვარწვერზე მდებარეობს. ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

საპარტნიორო ფონდი USAID Zrda

19 სექტემბერი 2019, 12:21

ეკონომიკა

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან საწარმოები აშენდება

აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლები საწარმოების გასახსნელად დაფინანსებას მიიღებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „საპარტნიორო ფონდმა“ და „USAID Zrda“-მ ხელი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლში" მოაწერეს ხელი.

განათლება

19 სექტემბერი 2019, 12:10

მსოფლიო

მსოფლიოს 500 უნივერსიტეტი რომელთა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელიც ყველაზე მაღალია

ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის 500 უნივერსიტეტი დაასახელა, რომელსაც სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. სიის სათავეში სამი ამერიკული უნივერსიტეტია: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტები.