პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა. ვიდეო
შემთხვევის ადგილი, პეკინის გამზირი
ფოტო: მაესტრო
„მაესტრო“ პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ამსახველ ახალ კადრებს ავრცელებს. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ესხმის თავს ქალი გამვლელებს და ბავშვს სახეში სავარაუდოდ დანას ურტყამს.
ბავშვის დაჭრაში ბრალდებული, 1968 წელს დაბადებული თ.ს. პოლიციამ უკვე დააკავა.
თ.ს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ საღამოს მიაყენეს
ოპერაციის ჩატარების შემდეგ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 21:20
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს
გვესმის, რომ საქართველოს ისეთ მდგომარეობაშია, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს, - განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომითი მიგრაციის გამოწვევებზე საუბრისას.
18 აპრილი 2026, 21:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპონენტს: კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული
პირველ რიგში, კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის პასუხად.
18 აპრილი 2026, 20:47
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
„როდესაც შეზღუდული რაოდენობის სამუშაო ადგილს, რომლის შესრულებასაც ახერხებს ქართველიც და იმიგრანტიც, ამ შემთხვევაში ნორმალურია, რომ უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე ქართველს. თუ იქ ვერ იპოვის [დამსაქმებელი] ისეთ კადრს, რომელიც მას სჭირდება, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა ბიზნესს, რომ მოიზიდოს კადრი, რომელიც ამ ვალდებულებას შეასრულებს. მაგრამ, როდესაც ბიზნესი ასე რეაგირებს, რომ მე ჩემი პროდუქტიის გაიაფების, მეტი მოგების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა მინდა, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და ბიზნესს არ მისცეს ამის შესაძლებლობა“.
18 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
გორდულაძე შრომით მიგრაციაზე: მთელ რიგ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის ზრდა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს, არის დასაქმება და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატების“ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ამ მიმართულებით სამი მთავარი კატეგორია დაასახელა.
18 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს
უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით.
18 აპრილი 2026, 20:17
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია
ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ივანიშვილის განცხადების შესახებ, რომელიც მან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
18 აპრილი 2026, 20:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციაზე: კარგად მესმის იმ დრამატული ემოციების, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „ღია ეთერში“ დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან. „მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში.
18 აპრილი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს
არც ერთი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის აქტივობის გარეშე არ იქმნება. მე მყავს ოთხი შვილი, მაქვს ოთხი სამსახური და მართალია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, პრობლემები და გამოწვევები ჩემს საკუთარ თავშიც ვეძიო, - განაცხადა მეწარმემ, ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორმა, ნინო რაზმაძემ, შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელსაც ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა.
18 აპრილი 2026, 19:21
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - დღეს საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები არის უალტერნატივო
მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, ამას საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - არა თეორიული „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ რგოლად და ნაწილად, არამედ ამ „შუა დერეფნის“ პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანის ერთ-ერთ მთავარ აქტორად და მოთამაშედ. ამის არდანახვა არ შეიძლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
18 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილზე: დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები დასდევდნენ ზვიადს, რომ ვოჟდიზმში ან რაიმე მსგავსში დაედანაშაულებინათ, ეს ვიგინდარები ისეთი კიჟინით დაესივნენ ამ ოჯახს და ამ კარგ ბიჭს, რომ ის წლები გამახსენდა
გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ზვიად გამსახურდიას დროსთან პარალელს ავლებს.
18 აპრილი 2026, 17:55
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში
„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
18 აპრილი 2026, 17:50
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი პეტერ მადიარის განცხადებაზე: მისასალმებელია, თუ ეს თბილი განცხადება მხოლოდ კომენტარად არ დარჩება და საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება
ჭეიშვილი უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ და ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის კომენტარსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუ ეს თბილი განცხადება მხოლოდ კომენტარად არ დარჩება და საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.
18 აპრილი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ჩაატარებს მას
სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ჩაატარებს მას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
18 აპრილი 2026, 17:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპულოსს შეხვდა.
18 აპრილი 2026, 17:39
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე, რომელშიც საბერძნეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ეგვიპტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასამბლეის მიერ ბოლო პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამასთან, ხაზი გაესვა ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია გლობალური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე.
18 აპრილი 2026, 17:20
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად უცხოელი ადამიანი დაიქირაო
როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად უცხოელი ადამიანი დაიქირაო , - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.
18 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან, თუმცა, აცხადებს, რომ ბლაჟევიჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თავად არ დასწრებია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერის, იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგს არ დასწრებია.
18 აპრილი 2026, 17:15
სპორტი
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი,, ლუკა მაისურაძე (90კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა .
18 აპრილი 2026, 17:05
სპორტი
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) ასპარეზობა მედლის გარეშე, მე-5 ადგილზე დაასრულა.
18 აპრილი 2026, 16:57
სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.


