imedi /  09 სექტემბერი 2019, 18:52 / სანდო წყარო

ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თელავი, სასამართლო პროცესი

თელავი, სასამართლო პროცესი

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეუცვალა. ომარ გამყრელიძეს 2000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დაეკისრა.

რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა  და გირაოს შეფარდება მოითხოვა. ადვოკატის შუამდგომლობას მოსამართლე არ დაეთანხმა და უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.

სხდომა დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში 17:00 საათზე განახლდა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, საგარეჯოს პოლიციის ორი დეტექტივ- გამომძიებელი დაიკითხა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით იმ მიზეზით მოითხოვა, რომ მოწმე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო პროცესზე დასწრებას ვერ მოახერხებდა. პროკურორის ეს შუამდგომლობა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის საგარეჯოს პოლიციის დეტექტივ- გამომძიებლები ირაკლი შაიშმელაშვილი და ლევან ჭიკაძე. სამართალდამცველებმა სხდომაზე სოფელ ყანდაურაში მიმდინარე წლის 3 მაისს მკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ უფროსი ომარ გამყრელიძე პოლიციის წარმომადგენლებს სახლში შესვლის შემთხვევაში მკვლელობით ემუქრებოდა.

შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ მან დაინახა როგორ ამოიღეს გამომძიებლებმა სახლის ტერიტორიიდან საბრძოლო მასალა, მათ შორის ბრალდებულის ავტომობილის საბარგულიდან. შაიშმელაშვილის თქმით, მტკიცებულებების აღების დროს გამომძიებლებს თან ახლდა სოფელ ყანდაურაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელი.

ეს ჩვენება ეწინააღმდეგება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნანა ტაველიშვილი ტერიტორიაზე მცირე დრო იყო და მან შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა. ბრალდებულის ადვოკატის გილერი ენდელაძის განცხადებით, მტკიცებულებების დათვალიერების ოქმზე ხელი ტაველიშვილს კანონის დარღვევით მოაწერინეს, რადგან ადგილზე მთელ პროცესს თავად არ დასწრებია.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლო ამ საკითხზე მოგვიანებით იმსჯელებს.

მორიგი სასამართლ პროცესი 19 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. თავდაპირველად შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს.

23 ივლისს კი ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებოდნენ.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2026, 13:24

საზოგადოება

„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge

„გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.

03 აგვისტო 2026, 13:24

მსოფლიო

ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება მოლაპარაკებების განახლების შესახებ

ბაღაიმ აღნიშნა, რომ თეირანი ომანთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გავლით დროებითი უსაფრთხო მარშრუტის შექმნის მიზნით აწარმოებს. მან დასძინა, რომ დელეგაციის მიღების ან საკუთარი დელეგაციის გაგზავნის გეგმები არ არსებობს.

კახაბერ დავითაია

03 აგვისტო 2026, 13:17

ეკონომიკა

კახაბერ დავითაია: ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ბაჩო ოდიშარია

03 აგვისტო 2026, 13:15

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი

თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

დავით რუსია

03 აგვისტო 2026, 13:12

ეკონომიკა

დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ოთარ ანგურიძე

03 აგვისტო 2026, 13:11

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძემ სებ-ის ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

03 აგვისტო 2026, 12:44

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

03 აგვისტო 2026, 12:42

კულტურა

ახალმა „ადამიანმა ობობამ“ მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა, რაც კინოს ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია

Marvel-ის სუპერგმირის შესახებ გადაღებულმა ახალმა ფილმმა, „ადამიანი-ობობა: ახალი დღე“, მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა. როგორც Deadline-ი აღნიშნავს, ეს კინოინდუსტრიის ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია.

03 აგვისტო 2026, 12:33

საზოგადოება

გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.

03 აგვისტო 2026, 12:26

საზოგადოება

www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

ცოტნე ანანიძე

03 აგვისტო 2026, 12:10

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის

„მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. მინდა, ყველას მოვუწოდო, ამობრძანდნენ ბეშუმში, გოდერძიზე, დაისვენონ ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასე ვამბობთ: „რომ ქართულად ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“, - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ საზოგადოებას.

03 აგვისტო 2026, 11:59

მსოფლიო

ირანთან ახალი მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის განცხადებების ფონზე ნავთობი იაფდება

Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 4,49 დოლარით (5,11%-ით) შემცირდა - 83,44 დოლარამდე, ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასმა კი 79,77 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც წინა მაჩვენებელზე 4,90 დოლარით (5,79%-ით) ნაკლებია.

 მასუდ ფეზეშქიანი

03 აგვისტო 2026, 11:43

მსოფლიო

მასუდ ფეზეშქიანი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა

„ხელმოწერილი მემორანდუმი შურას საბჭოს წევრების კოლექტიური სიბრძნის შედეგია და ყველა წევრი უჭერს მხარს. მჯერა, რომ მომავალში ეს მემორანდუმი ჩვენი საგარეო ურთიერთობების მთავარიო საყრდენი გახდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა. ეს მემორანდუმი გააძლიერებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებს“, - წერს პრეზიდენტი.

03 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

ვაშინგტონის შტატში ხანძარმა ასობით შენობა გაანადგურა

ცეცხლმა 600 შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები გაანადგურა. რეგიონში ხანძრის სამი აქტიური კერაა, მათი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. განადგურებულია 2 200- მდე ჰექტარი ტყის ფართობი.

03 აგვისტო 2026, 11:16

მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეზე მიიტანა იერიში, უკრაინამ კი Wildberries-ის მორიგი საწყობი დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბებით ზაპოროჟიეს ორჯერ შეუტიეს. დაიღუპა ერთი, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ზაპოროჟიეზე განხორციელებული ორი იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სასაწყობე და კომერციული ნაგებობები.

03 აგვისტო 2026, 11:08

საზოგადოება

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

03 აგვისტო 2026, 11:06

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა პაკისტანში მომხდარი აფეთქებისას. ბომბი პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელი, 8 მშვიდობიანი მოქალაქე, 1 კი თავად თავდამსხმელია.

ფრიდრიხ მერცი

03 აგვისტო 2026, 10:41

მსოფლიო

Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ

2026 წლის სექტემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს ბერლინის, საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ პარლამენტებში. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომლებსაც Der Spiegel ეყრდნობა, შედეგები ქდკ-ისთვის შესაძლოა არახელსაყრელი აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ, როგორც გამოცემის რესპონდენტები აცხადებენ, ამ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა შესაძლოა მერცს კანცლერის თანამდებობის დატოვების წინადადებით მიმართონ.

03 აგვისტო 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

03 აგვისტო 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.