imedi /  19 სექტემბერი 2019, 14:06 / სანდო წყარო

შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხოელებიც

პორნოგრაფია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი გამოააშკარავა. საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიისა და აშშ-ის მოქალაქეები. ამის შესახებ განცხადება შსს-ში ბრიფინგზე გაკეთდა.

აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულები არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

შსს-ს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

"გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას.

ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ყველა სიახლე

20 მაისი 2026, 20:47

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსის მიერ საპროტესტო აქციის დაგეგმვას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია - ოპოზიციაში შეუთანხმებლობას უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, გარე ძალების მიერ მათთვის მიცემული დავალებების შესრულებაა.

რაულ კასტრო

20 მაისი 2026, 20:45

მსოფლიო

Reuters: კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს, - განუცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

რატი იონათამიშვილი

20 მაისი 2026, 20:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სიძულვილის გარეშე არსებობა არ შეუძლია

სასამართლომ მკაფიოდ გაავლო ხაზი რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის შეურაცხყოფა, პიროვნულ ღირსებაზე შეტევა. ამ ორ სეგმენტში სად ჯდება რადიკალური ოპოზიცია, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სტატისტიკა მანიპულაციის წინააღმდეგ - როგორ ითვლის ოპოზიცია პატიმართა რაოდენობას და რა თქვა პენიტენციურმა სამსახურმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოში 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური მონაცემები აბათილებს. უწყების ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს 8 702 მსჯავრდებული იხდიდა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - რას ელის ხელისუფლება შსს-ს ახალი სამმართველოსგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - შსს-ს სპეციალური სამმართველო დაპირისპირების გაღვივების კამპანიების მონიტორინგსა და კანონის აღსრულებაზე იქნება ორიენტირებული.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სასამართლო სუსის მიერ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო მსჯელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობისთვის უცხო ქვეყნიდან მითითებების მიმღები სამი ადამიანი, პანკისის ხეობაში გამოავლინა.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს - ლონდონი თავისთვის დასაშვებს საქართველოსთვის დაუშვებლად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთი, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აძალებდა, რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს.

კაია კალასი

20 მაისი 2026, 20:26

მსოფლიო

კალასი: მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის

მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

20 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. რა შეთავაზებით ბრუნდება მმართველი გუნდი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს პეკინსა და ქალაქ სიანში უმასპინძლეს. შალვა პაპუაშვილი ჩინელ კოლეგას, ამჯერად საქართველოში ელის.

20 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა.

20 მაისი 2026, 20:15

პოლიტიკა

26 მაისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საზეიმო ბანერები განთავსდა

ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.

20 მაისი 2026, 20:12

პოლიტიკა

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას - „ქრონიკამ“ დანიიდან წერილი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას? - „ქრონიკის“ კითხვას სამჯერ გადამისამართების შემდეგ, დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

20 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“

ესტონეთის თავზე დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2026, 19:36

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს

ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

20 მაისი 2026, 19:10

რეგიონი

ფოთის მერმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.

კემი ბადენოკი

20 მაისი 2026, 19:05

მსოფლიო

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მკაცრად გააკრიტიკა და მისი საგარეო თუ ეკონომიკური კურსი საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა.

20 მაისი 2026, 19:03

საზოგადოება

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანთა დასაქმებისა და გადამზადების სამსახურის (VETS) ხელმძღვანელი და აშშ-ს შრომის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯერემი ვორქმენი, მისი მოადგილე ენდრიუ აუერბახი, ვეტერანთა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარშალ აშერი, ეროვნული პროგრამების დირექტორი აივან დენტონი, აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები და ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია.

გენადი არველაძე
ოლივერა იოციჩი

20 მაისი 2026, 18:58

ეკონომიკა

საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის მხრიდან კი - სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ოლივერა იოციჩი.

20 მაისი 2026, 18:52

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო

იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 დასრულდა. ფორუმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე კომპანია TAV Georgia-სთან ერთად ერთობლივი სტენდით მონაწილეობდა და საერთაშორისო ავიაბაზარზე ქვეყნის საავიაციო და ტურისტული შესაძლებლობები წარადგინა.

კოტე ჟღენტი

20 მაისი 2026, 18:50

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: ევროკავშირთან დიალოგის მზაობა მუდმივად ხაზგასმულია. მთავრობის მხრიდან მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ მზად ვართ თანასწორი და ურთიერთსასარგებლო დიალოგისთვის, ამიტომ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ დიალოგი არ გვინდა

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროპელი ლიდერებისთვის განკუთვნილ ღია წერილზე და ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. კერძოდ, ჟღენტმა უარყო ოპოზიციის განცხადებები, რომ პრემიერის ღია წერილი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ჟღენტმა აღნიშნა, რომ ეს იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა და მოესმინა ირაკლი კობახიძის პასუხი და ასევე იმისთვის, რომ ევროპის ლიდერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიამ მოისმინონ ჩვენი პოზიცია.