შსს: კინოთეატრებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ფოტო: არქივი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე თქმით, 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, 6 კინოთეატრში დაგეგმილი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.
„თბილისში, კინოთეატრი „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.
ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.
სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.
როგორც 8 ნოემბერს, ასევე მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.
ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.
ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 17:55
მსოფლიო
The Economist: ზელენსკიმ მთავრობას დაავალა ომის 2 ან 3 წლით გახანგრძლივებისთვის მოემზადონ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, ომის 2 ან 3 წლით გახანგრძლივებისთვის მოემზადონ. ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 17:51
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის აქციაზე: ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი რადიკალების მიერ საკუთარი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის. წერტილ-მძიმის დონეზე ჰქონდათ მიღებული დავალებები, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა სერიოზული ფიასკოთი
ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი რადიკალების მიერ საკუთარი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის. წერტილ-მძიმის დონეზე ჰქონდათ მიღებული დავალებები, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა სერიოზული ფიასკოთი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 17:49
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 28 მაისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყებს. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 17:37
მსოფლიო
ანდრიუს კუბილიუსი ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, რომ უკრაინის დასახმარებლად საკუთარი იარაღის არსენალი გახსნან
თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, რომ უკრაინის დასახმარებლად საკუთარი იარაღის არსენალი გახსნან. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 17:20
პოლიტიკა
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი
საქართველო იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული ფრაზაც უცხოელების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია, იმ ადამიანების, რომლებიც რეალურად საქართველოს არ იცნობენ.
27 მაისი 2026, 17:16
მსოფლიო
მედია: ზელენსკიმ ტრამპს სასწრაფო წერილი მისწერა და გააფრთხილა, რომ უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს სასწრაფო წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას აფრთხილებს, რომ უკრაინის ანტისაჰაერო სისტემის, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური მარაგები იწურება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 17:10
პოლიტიკა
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 17:09
რეგიონი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა
პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. ასევე, პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.
27 მაისი 2026, 17:06
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
27 მაისი 2026, 17:04
პოლიტიკა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 16:56
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებას განაგრძობს, რუსეთი გაზის შესახებ შეთანხმებას შეაჩერებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ სომხეთი ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს, მოსკოვი ერევანთან გაფორმებული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებას შეაჩერებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:44
პოლიტიკა
იურაი ბლანარი ბოჭორიშვილს: თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 16:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: „ნაცები“ ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც ძალადობსო - განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც და ისინიც, ვინც „ქართული ოცნების“ დროს უფლებამოსილებას გადაამეტა
"ნაცები" ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც - რა განსხვავებააო? განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ისინიც, ვინც "ქართული ოცნების" დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
27 მაისი 2026, 16:34
მსოფლიო
Business Insider: დასავლური კომპანიები რიგში დგებიან, რათა საკუთარი იარაღი უკრაინაში გამოსცადონ
სულ უფრო მეტი დასავლური კომპანია ცდილობს საკუთარი იარაღი და სამხედრო ტექნოლოგიები უკრაინაში გამოცადოს. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:31
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ვიზიტორებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჩინელი მოგზაურები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ავთენტიკურ გამოცდილებაზე, საქართველო კი სწორედ ის ადგილია, სადაც შეუძლიათ, იპოვონ ეს გამოცდილება - გასტრონომიის, უძველესი კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის თვალსაზრისით.
27 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს
საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
27 მაისი 2026, 16:27
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IMF-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორთან, ჰოლგერ ფლორკემეიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:22
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
27 მაისი 2026, 16:13
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
27 მაისი 2026, 16:07
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი
დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.


